x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ასე გამოიყურება მომავლის სამგზავრო თვითმფრინავი

image


თვითმფრინავით მგზავრობისას ყველას ურჩევნია ჰქონდეს იზოლორებული პირადი სავარძელი.


ცუდი ისაა რომ ასე არაა, კარგი ისაა, რომ თვითმფრინავების დიზაინერები ამჟამად მუშაობენ ასეთი კომფორტული პირობების შექმანზე, ყველა კლასის მოგზაურისათვის.





#პირადი გასართობი სისტემა

ავიაკომპანიები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან ტექნოლოგიურ სიახლეებს, მალე ინდივიდუალური გასართობი ცენტრებს დანერგავენ თავიანთ თვითმფრინავებში.



image





#ინდივიდუალური საძილე კაბინები

კომპანია Factory Design-ის მიერ შექმნილი სიახლე, სახელწოდებით "Air Lair", ადგილების ნაცვლად ინდივიდუალური საძილე კაბინების დანერგვას გეგმავს.


პირველი კლასის მგზავრებს შეეძლებათ დაისვენონ ამ აბრეშმის ჭიის მსგავს, ფუტურისტულ კაბინაში, საკუთარი ინდივიდუალური სინათლისა და ხმის წყაროსა და ტემპერატურის რეგულატორებით. ეს სპეციალური სავარძლები შექმნილია თვითმფრინავის სალონის ინტერიერის უკეთ გამოყენებისთვის.


თუმცა ეს იდეა შეიძლება, ჯერჯერობით პროექტად დარჩეს, რადგან საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციას. ამჟამად კი, მხოლოდ მცირე რაოდენობის კომპანიები განიხილავენ.


image





#ფრენის დახმარების სისტემა

ჰოლანდიური კომპანია AirFi ავიაკომპანიებს სპეციალური უკაბელო სისტემით ამარაგებს, სადაც იტვირთება მგზავრის ინფორმაცია, პირდაპირ თქვენს მოწყობილობაში. ეს საშუალებას გაძლევთ ფრენისას აირჩიოთ და უყუროთ თქვენთვის საინტერესო ფილმს, გაეცნოთ ჟურნალებს, შეუკვეთოთ საკვები და შეიძინოთ ნივთები დუტიფრის ზონაში.


image




#ვირტუალური რეალობა ინტერნეტის ნაცვლად

Netflix და Amazon ფრენის დროს თითქმის შეუცვლელი პლატფორმებია მგზავრებისთვის. ბევრ ავიაკომპანიას სურს კონკურენცია გაუწიოს ასეთ გასართობ პროვაიდერებს, თუმცა აქამდე ამის შესაძლებლობა მცირე იყო.


ავიაკომპანია Transavia და ავსტრალიური კომპანია Qantas, ამჟამად ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის ტესტირებას ატარებენ, რაც ალტენატიული გართობის საშუალება იქნება თვითმფრინავში.


image




#სუპერ კომფორტული სავარძლები VR ტექნოლოგიით

ბევრად უფრო ადვილი იქნება ფრენა, თუ კომფორტულ სავარძელში ვიქნებით და ყველა სასურველ გასართობს ასე წამოწოლილი მივიღებთ.


ეს ყველაზე მოთხოვნადი სიახლე მალე რეალობა გახდება.

ავიაკომპანია Qantas გეგმავს VR (Virtual reality) სათვალის კომპლექტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო მარტივად დაისვენოთ. ეს ყველაფერი უკვე ხელმისაწვდომია მათი ზოგიერთი პირველი კლასის ფრენებზე.


image





#კინოთეატრის სავარძლები

იტალიური ავიაკომპანია Aviointer Interior ქმნის სპეციალურ სავარძლებს, რომლებიც კინოთეატრის სავარძლების მსგავსად იკეცება, როცა მასში არავინ ზის. მათთვის, ვინც ეკონომ კლასში მოგზაურობს, ეს სიახლე სალონში გადაადგილებას ბევრად გაუადვილებს. ფრენის დროს კი უყურბთ ფილმს, როგორც, თითქმის, კინოთეატრში.


image



1
187
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
187
  
2021, 17 იანვარი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1