x
მეტი
  • 19.01.2021
  • სტატია:106981
  • ვიდეო:350346
  • სურათი:474314
"თათრები გურიაში ვერ ილოცებენ!" "გურიაში მეჩეთს ვერ ააშენებთ!"

2012 წელსაც ასე დაიწყო, როგორც წელს, ბუკნარში. 26 ოქტომბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა დაასრულეს და დაშლა დაიწყეს, როცა მათ გზა 150-მდე თანასოფლელმა გადაუღობა და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვა. ქრისტიანები სოფლის რელიგიური უმცირესობისგან ლოცვის შეწყვეტას მოითხოვდნენ, რასაც თან ახლდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მაშინაც იგივე ისმოდა, მაშინაც ასე ამოინთხეოდა დიდი ხნის წინ ჩათესილი ღვარძლი - "თათრები გურიაში ვერ ილოცებენ!", "ქრისტიანულ ქვეყანაში მოთრეული რელიგიის წარმომადგენელი რატომ უნდა ლოცულობდეს!", "გურიაში მეჩეთს ვერ ააშენებთ!" – უყვიროდნენ თანასოფლელებს ქრისტიანები. იმავეს ვისმენთ ახლა.გურიამუსლიმებს კვლავ სალოცავი სივრცე სჭირდებათ და სოფლებში კვლავ სამლოცველოებს აწყობენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეთნო-ნაციონალიზმითა და შეუწყნარებლობით ამბიონიდან მოწამლული სამწყსოს ნაწილს კი, ეს კვლავ არ მოსწონს. კვლავ იწყება კონფლიქტი, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკმარისად არასდროს გმობს ძალადობას, არასდროს აკეთებს საკმარისს გრძელვადიანი მშვიდობისთვის, ზოგჯერ კი, უშუალოდ ახალისებს მას.

1
96
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
96
  
14 იანვარი, 1:49
თორნიკე ჩემი თხოვნაა ეს სტატია აიღო, გურიაში როგორც იქნა შეთანხმება მოხდა და ცეცხლზე ნავთის დასხმა გამოვა.
დამიჯერე, არ მოიტანს ეს კარგ მოვლენებს, თან გაითვალისწინე წელს უმთავრდება ყარსის ხელშეკრულებას ვადა და ზოგიერთ მადა გაღვიძებულ მეზობელს ნუ მივცემთ ქართველები გინდა მუსლიმი და გინდა ქრისტიანი საბაბს.
0 1 1