x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გენიოსები ციდან არ ცვივა. მიქელანჯელო თუ შონჰაუერი?

image

2008 წელს ეს ტილო სოთბის აუქციონზე 2 მილიონ დოლარად გაიყიდა მეტროპოლიტენ მუზეუმი მიიჩნევს, რომ ის მიქელანჯელოსია.(ზუსტად არაა დადგენილი). ამჟამად იგი ტეხასში არცთუ ცნობილმა კიმბერლის მუზეუმმა შეიძინა 6 მილიონად. ეს თანამედროვე სახელოვნებო აუქციონის ფასებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული ფასია.
თუ ნახატი "წმინდა ანტონის წამება" მართლაც მიქელანჯელოს ეკუთვნის, მაშინ ეს ყოფილა ბავშვის მიერ შექმნილი ყველაზე ძვირად ღირებული ფერწერული ტილო მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. თუ კარგად დააკვირდებით, დავაკვირდებით, ეს უნდა იყოს მარტინ შონჰაუერის ცნობილი გრავიურის თითქმის კომპოზიციური ასლი. უმდიდრეს კატალოგებში ე.წ. "The Complete Painting and Dravings"-ში ვერსად იპოვით მიქელანჯელოს ამ ნახატს. სამაგიეროდ, იპოვით შონჰაუერის "წმინდა ანტონის წამების" გრავიურას და შეადარებთ ერთმანეთს. მან იგი 1475–ში, მიქელანჯელოს დაბადების წელს დახატა. 41 წლის გერმანული ადრეული აღორძინების მხატვარი 1491 წელს გარდაიცვალა მაშინ, როცა მიქელანჯელო 16 წლის იყო. გვახსოვს, რომ 13 წლის მიქელანჯელო დომენიკო გირლანდაიოს შეგირდი იყო სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი ევროპელი მხატვრების ნამუშევრების გადახატვით იყო დაკავებული, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. ჰოდა, შესაძლოა, სწორედ აქ, გირლანდაიოს სახელოსნოში ნახა დიდი გერმანელის ეს გრავიურა და მისი უკვე ფერწერული ასლი გააკეთა. თუ დავაკვირდებით გვიანი მიქელანჯელოს "განკითხვის დღეს", განსაკუთრებით, ჯოჯოხეთის სცენებს, უფრო ცხადი გახდება, რომ მის ფრესკულ შემოქმედებაზე ბავშვობაში (და ალბათ არა მარტო) გერმანელ მხატვართა გრავიურების (და ალბათ ფერწერული ასლებისაც) გაცნობას დიდი გავლენა მოუხდენია. ეს არაა გასაკვირი, რადგან შონჰაუერის წინაშე ვალშია თვით გენიალური ალბრეხტ დიურერიც თავისი საოცარი გრავიურებით. შონჰაუერი კი ბოსხსაც წააგავს, ანუ ჩრდილოეთ აღორძინებას. მათიას გრიუნევალდი? ძალიან დიდი ჯაჭვია ურთიერთგავლენის.
ასე რომ გენიოსები მაინცდამაინც და მთლად ციდან არ ცვივა, ერთმანეთის მიღწევებსაც იზიარებენ და ავითარებენ ბავშვობაშიც და დიდობაშიც.
2
33
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
33
  
2021, 14 იანვარი, 2:16
დიდი მადლობა!
2021, 14 იანვარი, 1:46
საინტერესო სტატიებს წერთ, ყოჩაღ თუთიკო...
0 1 2