x
მეტი
  • 19.01.2021
  • სტატია:106980
  • ვიდეო:350346
  • სურათი:474309
დავით გარეჯი კი არა, გელათი და სვეტიცხოველიც არ აგვაცალონ "ჩუმად"

image


საუბედუროდ, ისტორიულად მოგვდგამს ქართველებს, რომ დაკავებული ვართ შინაომებით და მიდის გაუთავებელი ბრძოლა ქართველ "კეთილებსა" და ქართველ "ბოროტებს" შორის. როცა ქართველები შიგა არეულობით არიან დაბრმავებულნი, სწორედ მაშინ ეკეტებათ დიდი ხნით ზოგადსაკაცობრიო გზა–სამანი გამოფხიზლებულებს. არავის ეგონოს, ნაძირალა ერდოღანმა ისე, ჰაერზე გადააკეთა აია–სოფიას ტაძარი მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს მეჩეთად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყარაბახისათვის ბრძოლის მთელი სცენარი როგორც აზერბაიჯანისათვის, ასევე სომხეთისათვის რუსეთში არ დაიწერა, უეჭველად სხვა გალაქტიკაში მიქრის სინათლის სიჩქარით. იქნებ ვინმეს ისიც ჰგონია, სატაშფანდუროდ დგებიან ყარაბახში რუსეთისა და თურქეთის ჯარები, ან ტყუილად კეთდება აზრბაიჯან– თურქეთის ახალი გზა ყარაბახზე გავლით. ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო ალიევს, ერდოღანს და პაშინიანს. დროა გამოვფხიზლდეთ და თვალი გავუსწოროთ ახალი უმწვავესი გეოპოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს ხელახლა "ისტორიულად" სულის ამოსახდელადაა გამიზნული. ყველამ ვიცით, ქართველს რომ 1453 წლის 29 მაისს - ბიზანტიის იმპერიის რუქიდან გაქრობის წელს- ჭკუა ეხმარა, დაევიწყებინა შუღლი, გიორგი VIII-ს დროებით შეეწყვიტა ჯაყელებთან, ათაბაგებთან, ბედიან-დადიანებთან და სხვა ნაძირლებთან შიგა ომი და ბიზანტიას მიხმარებოდა (ასე უნდა მოქცეულიყო ევროპაც, ჯვაროსნული ტრადიციების მქონე), ახლა აია-სოფიაც ჩვენი იქნებოდა, ბანაც, ხანძთაც, ბოსფორიც, ტაო-კლარჯეთიც და ბევრი სხვაც. სტალინსაც ჰქონდა ამის დიდი შანსი, მაგრამ ვერ ან არ გააკეთა. ასეთია, ალბათ, საქართველოს ბედი როცა საჭირო არ არის, მაშინ ვყრუვდებით და ვბრმავდებით და შემდეგ გამოფხიზლებულები თავში ვირტყამთ ხელს ძახილით, ამას რას ვხედავო. ასე მოუვიდა მაშინ ქართველს და როცა, ნუ დავმალავთ და ბიზანტიის დაცემით გარკვეულწილად ისიამოვნა, გამოფხიზლებულს მის ადგილას ათასჯერ საშინელი გველეშაპი დახვდა ნახევარმთვარით თავზე. მოგვდგა მერე და გვღეჭა და გვღეჭა, თუმცა მთლად ვერ გადაგვყლაპა, მაგრამ მაგრად გაგვატიალა და მოგვაოხრა კი. ხოლო ევროპას, რომელმაც ბიზანტიის ტრაგედიას ხელი არ შეუშალა, არანაკლები დღე დაადგა თურქებისგან და დღეს ბერლინის, პარიზის, ბრიუსელის პრესტიჟულ უბნებს სწორედ ისინი ფლობენ.
ძალიან ცდებიან ისინიც, ვინც ტრამპს მისტირიან, რადგან ტრამპი იყო რუსეთის ხელდასხმული ბოლო პრეზიდენტი ამერიკაში. ახლა, ისე როგორც არასოდეს სჭირდება საქართველოს ამერიკაც და ევროპაც. ნუთი ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის "საძმომ" ჩვენს სასიკეთოდ "გამართა ქეიფი" ჩვენ გარშემო?! საეჭვოა. დავით გარეჯი კი არა, გელათი და სვეტიცხოველიც არ აგვაცალონ "ჩუმად".

2
115
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
115
  
13 იანვარი, 23:53
წელს გასდის ვადა ყარსის ხელშეკრულებას და არ გამოვრიცხავ თურქეთმა აჭარასთან მიმართებაში პროვოკაციები მოგვიწყოს.
არც გურიაში მიმდინარე მოვლენები მგონია სპონტანურად მომხდარი, ისეთი ცნობადი სახეები ვნახე მედიით მანდ.
13 იანვარი, 23:51
საინტერესო და კითხვადი სტატიაა, მხოლოდ ერთში ვერ დაგეთანხმები ბედიან-დადიანების ნაძირლობაში.
ბედიაში საკათალიკოსო ტახტი იდგა და რელიგიის განვრცობით ჩრდილოეთ კავკასიაში იყო დაკავებული, დადიანებიც ყველა არ ყოფილა ერთნაირი.
გაიხსენე როგორ შესთავაზეს დადიანმა, გურიელმა, რაჭის ერისთავმა და იმერეთის მეფემ ერეკლე მეფეს გაერთიანებული საქართველოს მეფობა ეკისრა, ამით გეორგიევსკის ავადსახსენებელი ტრაქტატის ხელმოწერას და აქ რუსულ ჩექმას ავცდებოდით.
0 1 2