x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
მიხეილ ბოჭორიშვილი - მივიწყებული საზოგადო მოღვაწე
image

მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილი — ქართველი მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუტაისის სასულიერო სასწავლებელი. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. მან სახალხო მასწავლებლობის უფლება მოიპოვა და სოფლის სამრევლო სკოლაში დაიწყო მუშაობა. მასწავლებლობდა სოფლად, ხელმძღვანელობდა კოოპერატივს. დაინტერესებული იყო ხალხოსნურ რევოლუციური მოძრაობით. შეურთდა სოციალისტ რევოლუციონერთა პარტიას. 1918 წელს გახდა ტყიბულის მაღაროების სამეურნეო ნაწილის გამგე.

1910 წელს ბოჭორიშვილი გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე ერთ-ერთ მაშინდელ ცნობილ გაზეთში მიხ. დაჩაგრულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა მინიატურა „ჩონჩხები“. მისი მოთხრობების უმეტესობა დაიბეჭდა ქუთაისის გაზეთ „შრომაში“, ალმანახ „სხივში“, „თემში“, მინიატურები — „თეატრი და ცხოვრებაში“ (აქვე დაბეჭდა პიესა „ვნების ბრჭყალები“). იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და მწერალთა კავშირის წევრი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. დააპატიმრეს შიომღვიმეში.


1922 წლის 23 ივნისს მწერალთა კავშირის სხდომამ დადგენილება გამოიტანა გალაკტიონისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ „დაესწრნენ: კ. მაყაშვილი, ი. აგლაძე, კ. აბაშიძე, ვ. რუხაძე, ა. აბაშელი. განიხილეს: გ. ტაბიძის საღამოს აფიშებში გამოცხადებულია, რომ ის არის პოეტების მეფე.დაადგინეს: მოისმინა რა გალაკტიონ ტაბიძის საღამოს აფიშების შინაარსი, სადაც გ. ტაბიძე თავისთავს პოეტების მეფედ აღიარებს, საბჭოს სრულიად შეუფერებლად მიაჩნია ასეთი საქციელი საბჭოს წევრისა და პოეტის სახელისათვის, უცხადებს მას საყვედურს, მით უმეტეს, რომ გ. ტაბიძე არც ერთი ორგანიზაციის ან საზოგადოების მიერ არ არის არჩეული პოეტების მეფედ. ვინაიდან საზოგადოებაში ხმებია გავრცელებული, თითქოს ეს საღამო იმართება საბჭოს ინიციატივით, გამოცხადდეს პრესაში, რომ მას არავითარი დამოკიდებულება არ აქვს ამ საღამოსთან.თავმჯდომარე კ. მაყაშვილი. მდივანი მ. ბოჭორიშვილი“.

image

წყარო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება.

ფოტოზე: გალაკტიონი მთაწმინდაზე.1947 წლის 12 სექტემბერი.დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

მიხეილ ბოჭორიშვილი თავის დროისთვის საკმაოდ ცნობილი და პოპულარული შემოქმედი იყო. ათიანი წლების პრესა სავსეა მისი ლექსებით. ანტიკომუნისტური აჯანყების მონაწილე და მერე ბუნებრივია ყველაფრიდან ამოღებული და სადღეისოდ ძალიან მივიწყებული.

გალაკტიონის და მიხეილის მეგობრობა დასტურდება გალას ენიგმატურ ლექსში.

გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "აივანზე", რომელიც ტერცინას ფორმითაა დაწერილი და ასე ბოლოვდება:

"მანსარდაზე დგას შენი მხატავი

პოეტი სული ირმიგალისა

აი, რა არის თავი და თავი"

ირ-აკლი; მი-ხეილი; გალ-აკტიონი

ანუ

ირმიგალი

დიახ, ირმიგალი აერთიანებდა სამ უახლოეს მეგობარს გალაკტიონ ტაბიძეს, ირაკლი ტოფაძესა და მიხეილ ბოჭორიშვილს.

მიხეილ ბოჭორიშვილი მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. მას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კომიტეტისა და აჯანყების მტავარი შტაბის წევრს, ბოლშევიკებმს სასჯელის უმაღლესი ფორმა დახვრეტა მიუსაჯეს რაც მოგვიანებით გადასახლებით შეუცვალეს. სამშობლოსთვის თავგანწირული ვაჟკაცი "ხალხის მტრად" გამოაცხადეს - მისი სახელის ხსენებაც კი გაქრა. იგივე დაემართა მის შემოქმედებასაც, სამწუხაროდ არ არსებობს მისი კრებულები, მის ნაწარმოებებს მხოლოდ ძველი გაზეთების ნაგლეჯებზე თუ შეხვდებით...

2
93
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
93
  
2021, 16 იანვარი, 1:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 15 იანვარი, 20:50
საინტერესო სტატიაა
0 1 2