x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკული ოცნების დასასრული, ტრამპი და მოძრაობა QAnon
ქენონიQAnon - ასე ჰქვია მოძ­რა­ო­ბას, რომ­ლის მიმ­დევ­რებ­საც სჯე­რათ, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აწარ­მო­ებს სა­ი­დუმ­ლო ომს სა­ტა­ნის თაყ­ვა­ნის­ცე­მე­ლი პე­დო­ფი­ლე­ბი­სა და მათი მფარ­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც მა­თი­ვე თქმით, მრავ­ლად არი­ან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბა­ში, ბიზ­ნეს­სა და მე­დი­ა­ში. მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ულტრა მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც სჯე­რათ, რომ მსოფ­ლი­ოს მარ­თავს სა­ტა­ნის მო­ცი­ქუ­ლი კა­ნი­ბა­ლი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ბავ­შვთა ტრე­ფი­კინ­გის ქსელს, ტრამ­პი კი მას­თან მებ­რძო­ლია.

QAnon-ის შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, სა­ტა­ნის მიმ­დე­ვარ­თა ჯგუ­ფი და­კა­ვე­ბუ­ლია ბავ­შვე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ით და ასე­ვე თვლი­ან, რომ ისი­ნი ბავ­შვე­ბის სის­ხლით მა­რა­დი­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის ელექ­სირს ამ­ზა­დე­ბენ.

მოძ­რა­ო­ბის მიმ­დევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მალე იქ­ნე­ბა გან­კი­თხვის დღე, რო­მელ­საც თა­ვად "ქა­რიშ­ხალს“ უწო­დე­ბენ და ამ დღეს ეშ­მა­კის ათა­სო­ბით მო­ცი­ქულს და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ. მათ შო­რის, ლი­ბე­რალ ჰო­ლი­ვუ­დელ მსა­ხი­ო­ბებს, "დე­მოკ­რა­ტე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს და მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც ეშ­მა­კის მო­ცი­ქუ­ლის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან.

სჯე­რათ, რომ "ქა­რიშ­ხლის“ დროს ეშ­მა­კის ათა­სო­ბით მიმ­დე­ვარს გუ­ან­ტა­ნა­მოს ცი­ხე­ში ჩას­ვა­მენ, ან სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლის წი­ნა­შე წა­რად­გე­ნენ, ძა­ლა­უფ­ლე­ბას სამ­ხედ­რო­ე­ბი აი­ღე­ბენ ხელ­ში, შე­დე­გი კი იქ­ნე­ბა ხსნა და უტო­პია დე­და­მი­წა­ზე. მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი, ბა­რაკ ობა­მა და ჯორჯ სო­რო­სი არი­ან. რო­გორც BBC წერს, ეს არის ძი­რი­თა­დი თე­ო­რია, თუმ­ცა არ­სე­ბობს კი­დევ უამ­რა­ვი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია, რომ­ლი­საც ამ მოძ­რა­ო­ბის მიმ­დევ­რებს სჯე­რათ.


წლე­ბია, რაც ბავ­შვთა ტრე­ფი­კინგზე, ეშ­მა­კის მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, კა­ნი­ბალ ლი­დერ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი, თუმ­ცა მოძ­რა­ო­ბა QAnon-ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­რი­ღად 2017 წლის ოქ­ტომ­ბე­რი მი­იჩ­ნე­ვა, რო­დე­საც ანო­ნი­მურ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ინ­ტერ­ნეტპ­ლატ­ფორ­მა­ზე - 4chan გა­ნა­თავ­სა შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მთე­ლი სე­რია და და­ტო­ვა ინი­ცი­ა­ლი "Q". დღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ცნო­ბი­ლია სა­ხე­ლით - Q Clearance Patriot.

მის მიერ და­ტო­ვე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს "Q drops"-ს უწო­დე­ბენ. ის და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ და­შიფ­რულ წე­რი­ლებს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­და­სა­ჭე­რია ხოლ­მე.

მოძ­რა­ო­ბის მიმ­დევ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში იყე­ნე­ბენ ჰეშ­თეგს #WWG1WGA, რაც ასე იშიფ­რე­ბა - "Where We Go One, We Go All“ (სა­დაც მი­დის ერთი, მი­დის ყვე­ლა).

FBI-მ მოძ­რა­ო­ბა შიდა ტე­რო­რიზ­მის წყა­როდ და­ა­სა­ხე­ლა.

შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს ასო­ბით ათა­სი მიმ­დე­ვა­რი ჰყავ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში - Facebook-ზე, Twitter-ზე, Reddit-სა და YouTube-ზე, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს კი მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გა­ამ­კაც­რეს წე­სე­ბი და მოძ­რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ასო­ბით ან­გა­რი­ში წა­შა­ლეს. მაგ­რამ სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც QAnon-თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და უფრო მე­ტიც, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს სჯე­რა მოძ­რა­ო­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თე­ო­რი­ის მა­ინც.

და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­გორც უსა­ფუძ­ვლოს. QAnon-ის მომ­ხრე­თა ლექ­სი­კა სავ­სეა რე­ლი­გი­ურ კონ­ცეფ­ცი­ებ­თან და აპო­კა­ლიფსთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბით. ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ "ქა­რიშ­ხალ­სა“ და "დიდ გა­მოღ­ვი­ძე­ბა­ზე“. დო­ნალდ ტრამპს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც "არა­ჯე­რო­ვან ქრის­ტი­ანს“ (ან ნაკ­ლო­ვან ქრის­ტი­ანს), თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, მას ღვთის­გან მოვ­ლე­ნილ მე­სი­ას უწო­დე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ QAnon-ის მოძ­რა­ო­ბა აშშ-ში და­ი­წყო, თუმ­ცა ახლა შტა­ტებს გა­რე­თა­ცაა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ევ­რო­პა­ში.

მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყე­ნე­ბენ ჰეშ­თე­გებს და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც თა­ვად ბო­რო­ტე­ბად და სა­ტა­ნის მო­ცი­ქუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. მათი სა­მიზ­ნე რო­გორც წესი, არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ვარ­სკვლვე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი პე­დო­ფი­ლე­ბის მფარ­ვე­ლე­ბად ასა­ხე­ლე­ბენ.

რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, საფრ­თხე გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე მხო­ლოდ ონ­ლა­ინ თავ­დას­ხმა ამა თუ იმ ადა­მი­ან­ზე. მა­გა­ლი­თად, Twitter-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მოძ­რა­ო­ბამ, მათი მიმ­დევ­რე­ბის აზ­რებ­მა შე­საძ­ლოა, სა­ში­ში სახე მი­ი­ღოს ინ­ტერ­ნეტს მიღ­მა, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც. აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 2018 წელს მოხ­და, რო­დე­საც მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ჰუ­ვე­რის ხიდი გა­და­კე­ტა. ის QAnon-ის სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­და. მა­მა­კა­ცი ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია Wikipedia-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებ­ზე, cbsnews.com-სა და BBC.com-ზე დაყ­რდნო­ბით.

1
134
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
134
  
2021, 16 იანვარი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1