x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
თუკი ზოდიაქოს ეს ნიშანი შეგიყვარდათ, მას ვეღარასდროს დაივიწყებთ

image


თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შეგიყვარდებათ, იცოდეთ რომ თქვენ - განწირული ხართ. ის ყველა იმ პარტნიორისგან, ვინც კი ოდესმე აქამდე გყოლიათ რადიკალურად განსხვავდება, და ეს - მორიელია, ყველაზე ინტენსიური, რთული და ემოციური ნიშანი.


image


მორიელი ერთმნიშვნელოვნად კომპანიის სულია, მაგრამ თუკი გარშემო შემთხვევით არავინ აღმოჩნდება, ის კომფორტსა და ჰარმონიას საკუთარ თავთანაც უპრობლემოდ იპოვის.


მორიელი ყველაფერში უკიდურესია. ის გადარეული რომანტიკოსი და ნამდვილი რეალისტია. იშვიათია ეს ორი თვისება ვინმეს ერთდროულად ჰქონდეს, ის ასევე ტყუილსაც მარტივად ხვდება, და ღმერთმა ნუ ქნას, თუკი მას ვინმე მოატყუებს.


მორიელისთვის ერთგულება ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია. ღალატის შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა, მან იცრუოს ან როგორმე თავი დაიძვრინოს.


თუ მორიელის მეგობარი გახდით, მაშინ მისგან ნებისმიერ დროს მხოლოდ ერთგულებასა და დახმარებას უნდა ელოდოთ. ეს ძალიან საიმედო ნიშანია.


სხვათა შორის, მორიელი მეორე შანსს არასდროს იძლევა, რადგან დარწმუნებულია, რომ ადამიანი თავისი არსის დემონსტრირებას მხოლოდ ერთხელ ახდენს. პრინციპულია, ვერაფერს იტყვი...


მისი მტრობის გეშინოდეთ. ის უბრალოდ ჩუმად იძიებს თქვენზე შურს ან ყოველივეს კარმის უხილავ ძალას მიანდობს, ხოლო კარმაზე უარესი - თქვენით იმედგაცრუებული მორიელია.






0
192
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
192