x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რეპერ აზილიას ფანები გაუნაწყენდნენ,რადგან მკვდარი კატა ამოთხარა და მოხარშა
image

29 წლის პოპულარული რეპერი აზილია ბენქსი მოულოდნელად სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა არა დადებითი კუთხით.



ცოტა ხნის წინ, გოგონამ გამოაქვეყნა ვიდეოსერია, სადაც ის ღამით მიწიდან თხრის რაღაცას და ამბობს: "კატა ტომარაში". შემდეგ კი ის ქვაბში ამზადებს უცნობ, ბინძურ და სქელ ნივთიერებას, სადაც ცხოველის თავის ქალა ჩანს. საშინელი ვიდეოს ქვეშ რეპერმა მიაწერა, რომ "ეს იყო მისი კატა ლუციფერი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკვდა".


ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რეაქცია მოჰყვა გულშემატკივრების მხრიდან ამ ვიდეოს . თავიდან ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს მხოლოდ ბოროტი ხუმრობა იყო, თუმცა როგორც გაირკვა ეს სიმართლე აღმოჩნდა.


სოციალურ ქსელში აღშფოთებული ადამიანების მოზვავების შემდეგ, აზილიას პოსტი გაქრა - თუმცა, ცნობილი არ არის, მან თავად წაშალა ვიდეო თუ ინსტაგრამის ადმინისტრაციამ. ბევრმა მედიასაშუალებამ მოითხოვა კომენტარი მომღერლის წარმომადგენლებისგან, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს, წერს Lad Bible.


მოგვიანებით, აზილიამ გამოაქვეყნა ფოტო-კომპოზიცია, რომელიც ამშვენებს მის ოთახს. მასში, შამპანურის ბოთლთან და ტოტებთან ერთად, ცხოველის თავის ქალა დევს.

image

თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის საწყალი სერვალი ლუციფერი, რომელიც რეპერს ეკუთვნოდა.


ამ სკანდალის შემდეგ, თაყვანისმცემლებმა გაიხსენეს 2016 წელს მომხდარი ინციდენტი, მაშინ აზილიამ აღიარა, რომ ის აფრიკულ ჯადოქრობით იყო გატაცებეული და მსხვერპლთშეწირვას ახდენდა- ის სახლში ქათმებს კლავდა.



აზილია ბენქსის მუსიკალური კარიერა 2011 წლიდან იწყება, დღეისთვის ჩაწერილი აქვს ორი ალბომი, ორი მიქსტეიპი და ათზე მეტი სინგლი, მათგან ყველაზე ცნობადია სიმღერა "212".

image



0
134
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0