x
image
მაია 24
2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის იქნება ხარის წელი წარმატებული

image


რა ელის ხარის ხელში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ფინანსური თვალსაზრისით:


  • ვერძი

რეალურად გაქვთ იმის შანსი, რომ გამდიდრდეთ. მთავარია, დაკვირვებული იყოთ და წარსული შეცდომები აღარ გაიმეოროთ. ზომიერება შეინარჩუნეთ ხარჯში. მოიძინეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. პლანეტების - სატურნისა და იუპიტერის მხარდაჭერა გაქვთ, რომ მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიოთ.


2020 წლის 19 დეკემბერს გულუხვი პლანეტა იუპიტერი მერწყულის ნიშანში გადავიდა. უკვე ამ პერიოდიდან შეგიძლიათ ელოდოთ შემოსავლის გაზრდას. დააკვირდით საქმიანი პარტნიორების რჩევას, ყური დაუგდეთ კოლეგების იდეებს. განსაკუთრებით, თუ სარფიანი პროექტის დაწყებას გთავაზობენ. როცა იუპიტერი თევზებში გადავა, გულუხვობა თავად უნდა გამოავლინოთ, ქველმოქმედებას მიჰყოთ ხელი, გაჭირვებულებს დაეხმაროთ. სულიერ ღირებულებებს ნუ დაივიწყებთ.


თუ ახალი ბიზნესის დაწყებას აპირებთ, რჩევა ისეთ ადამიანებს ჰკითხეთ, ვინც საფუძვლიანად გაგარკვევთ სიტუაციაში. ისე იმოქმედეთ, რომ კონკურენტებთან დამოკიდებულება არ გაიფუჭოთ და ლიდერის პოზიცია დაიკაოთ. თუ ოფისის თანამშრომელი ხართ, ჩამოწერეთ თქვენი კონკრეტული მიზნები. იშრომეთ, რათა უფრო მეტს მიაღწიოთ, ვიდრე წინა წლებში.


მაქსიმალურად ეცადეთ არ აიღოთ ვალი და კრედიტი. მოერიდეთ ავანტიურულ მაქინაციებს, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ზაფხულიდან დეკემბრის ჩათვლით აკონტროლეთ შემოსავალი, საიდან შემოედინება ფული. თუ ყველაფერი სტაბილურადაა, შეინარჩუნეთ ასეთი მდგომარეობა.


ბიზნესმენმა ვერძებმა შეიძლება მატერიალური მხარდაჭერა გავლენიანი მეგობრებისგან მიიღოთ. დაქირავებული თანამშრომლები ფრთხილად უნდა იყოთ ტექნიკასთან. ერთმა არასწორმა ქმედებამ შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი მოგიტანოთ.


  • კურო

რეალისტი და დანაზოგის მოყვარული ხართ. მიუხედავად დიდი ხარჯისა, მაინც შეინარჩუნებთ სტაბილურობას. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სატურნი დაგეხმარებათ შემოსავლის დამატებითი წყაროც გაიჩინოთ და უძრავი ქონებაც შეიძინოთ. ზოგიერთმა შეიძლება დიდძალი მემკვიდრეობა - ფული, ბინა, ბიზნესი - მიიღოთ. გირჩევთ, დღესასწაულებზე, გართობასა და სარისკო ქმედებაზე ბევრი ფული არ გაფლანგოთ. აკოტროლეთ თითოეული თეთრი. 14 სექტემბერის შემდეგ სულიერ განვითარებასაც მიაქციეთ ყურადღება. ახლა კი მოგიწევთ ფულის დახარჯვა განათლებაზე, სასარგებლო ლიტერატურის შეძენაზე, ინტელექტუალურ განვითარებაზე.


იანვარ-ივლისში წვრილმანებზეც კი არ გარისკოთ. აკონტროლეთ შემოსავალ-გასავალი. მატერიალური დახმარება შეიძლება ახლობლებისგან მიიღოთ. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, უნდა იმუშაოთ და არ დაინანოთ არც დრო და არაც ენერგია პროექტების გასავითარებლად. სხვათა შორის, შეიძლება ერთდროულად რამდენიმეზე მოგიწიოთ მუშაობამ ან სხვადასხვა მიმართულების. შედეგი სასიამოვნო იქნება. სირთულეებს თუ თავად არ მოიგონებთ, არ შეგექმნებათ. პოზიტიურად იფიქრეთ, პროფესიონალებს მიმართეთ რჩევისთვის და დღის განრიგი შეადგინეთ, რომ არ იზარმაცოთ და დროულად გააკეთოთ ყველაფერი.


  • ტყუპი

თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე მრავალი სიტუაცია იმოქმედებს. კარგია, რომ დანაზოგი გაქვთ. ვერ ვიტყვით, რომ ვალებში გადავარდებით, მაგრამ ვერც გულხელდაკრეფილი ჯდებით. ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. იყავით ყურადღებით.


თუ პირადი ბიზნესის დაწყებას აპირებთ, 2021 წლის ზაფხულამდე უნდა მოასწროთ. აგვისტოში აუცილებლად დაისვენეთ, უმჯობესია ივლისის ბოლოდან დაწეროთ შვებულების განცხადება. უპირატესობა ოჯახთან ერთად ყოფნას მიანიჭეთ. შემოდგომიდან რეგულარული და სტაბილური შემოსავალი გექნებათ.


დეკემბერში ფულის ინვესტირებას მხოლოდ სწავლაში და ახლობლების მკურნალობაში გირჩევთ. აუცილებლად იზრუნეთ თინეიჯერ ბავშვებზე, მათზეც ვინც ინსტიტუტში აპირებს ჩაბარებას.


რატომ არ გწამთ საკუთარი შესაძლებლობების? თუ კარგად დაფიქრდებით, იმაზე მეტი შეგიძლიათ და იცით, ვიდრე აკეთებთ. წლის პირველი 6 თვე აქტიურ ქმედებებს დაუთმეთ, იყავით მომართული ბიზნესის გაფართოებაზე. თუ გვერდით მოვლენებზე არ მოცდებით, შეკვეთებს მუდმივად დროულად და საუკეთესოდ დაასრულებთ. არავის გაცურება კარგს არ მოგიტანთ. მუშაობის პარალელურად ნურც დასვენებას დაივიწყებთ, ბალანსი უნდა დაიცვათ, პირადი ცხოვრება რომ არ დაზარალდეს.


ივლისიდან დეკემბრის შუალედში შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. შეიძლება გავლენიანი ადამიანისგან მიიღოთ დახმარების შემოთავაზება. თქვენი მისიაა, დაამტკიცოთ პროფესიონალიზმი. შეიძლება "სხვა ბიძაზე" მოგიწიოთ მუშაობამ, მაგრამ ჯილდოსაც შესაფერისს მიიღებთ. შემოდგომაზე სიახლეები მოგინდებათ. მცირე პროექტებით დაიწყეთ, რომლებიც მატერიალურ შედეგს მალევე მოგიტანთ. როგორც კი ფულს მოიგდებთ, ახლობლები საჩუქრებით გაანებივრეთ.


  • კირჩხიბი

ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი იქნებით. ამ სფეროში პრობლემები არ გელით. თანაც, თავადაც იცით, რომ ეკონომიური და მარაგის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით. მსხვილი საყიდლები არ გელით, მაგრამ მოგზაურობასა და ახალი ავტომობილის შეძენაზე უარს ნუ იტყვით. ფულის ნაწილი შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დაგეხარჯოთ. თუმცა, თუ რამის შეძენას გადაწყვეტთ, ერთი და ხარისხიანი იყიდეთ.


გააქტიურდით, რომ მოიძიოთ დამატებითი შემოსავლის წყარო. ენერგია და დრო გაქვთ და იაქტიურეთ, სიზარმაცე კატეგორიულად გეკრძალებათ. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხება. სხვათა შორის, მათვე შეიძლება ოჯახური ბიზნესი გახსნან; აგვისტო-დეკემბრის შუალედში. რა თქმა, შემთხვევითი ხალხი გვერდით რომ არ უნდა დაიყენოთ და მათთან საქმეები აწარმოოთ, ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ფულის დაბანდებაც თქვენს ყურადღებას მოითხოვს.


მატერიალური მდგომარეობა მეტად სტაბილური გექნებათ, თუ მაცდუნებელ გასართობზე არ დახარჯავთ. ეცადეთ, ყოველ თვე გარკვეული თანხა გადადოთ. ის გამოგადგებათ საოჯახო ხარჯისთვის. თუ კოლექტივში მუშაობთ, კარგი მუშაობისთვის დაწინაურება გელით. სამსახურში აუცილებლად შეგამჩნევენ და დაგაფასებენ.


წლის მეორე ნახევარში მატერიალურად უფრო სტაბილურად იგრძნობთ თავს. იმოქმედეთ კარგად შედგენილი გეგმის მიხედვით. თუ დიდ შეკვეთას მიიღებთ, აუცილებლად გაუნაწილეთ თქვენს საიმედო კოლეგებს და მოგებაც გაუყავით. ამით მათ თვალში ავტორიტეტს აიმაღლებთ.


  • ლომი

ფული ხან გექნებათ, ხან არა. თქვენი ხარჯვის სტილიდან გამომდინარე მატერიალურ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებთ. შეიძლება ბიზნესპროექტების განსავითარებლად ნათესავების დახმარება დაგჭირდეთ. თქვენ ხომ მუდმივად საინტერესო იდეები გაქვთ განსახორციელებელი. წარმატება ელით ბიზნესმენებს, კომერციული სფეროს წარმომადგენლებს.


ზაფხულიდან ფინანსური მდგომარეობა დაგისტაბილურდებათ. ამას ისიც შეუწყობს ხელს, რომ ისწავლით ფულის სწორად გადანაწილებას. ძვირად ღირებული ნივთების (საჩუქრების) შეძენას კი გადაიფიქრებთ.


ნუ გაგიკვირდებათ, თუ მევალე ან კრედიტორი დროზე ადრე მოგთხოვთ ვალის დაფარვას. შეიძლება დახმარება დასჭირდეთ ახლობლებს და ვერც მათ ეტყვით უარს. ივლისიდან წლის ბოლომდე მხრებში გაიშლებით.


დაქირავებული თანამშრომლები ნუ ტკეპნით ერთ ადგილს, იბრძოლეთ, რომ მწვერვალები დაიპყროთ. პასუხისმგებლობის გრძნობა და მიზანმიმართულება დაგეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში. თუმცა, პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის გახლეჩა მოგიწევთ. თუ გუნდის წევრი ხართ, მათ ინტერესებიც გაითვალისწინეთ. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, ფული გააზრებულად დააბანდეთ.


  • ქალწული

ფინანსურ სფეროში უსიამოვნებები რომ აირიდოთ, ბიუჯეტი უნდა აკონტროლოთ. თუმცა, რაციონალურობა თქვენ ბუნებრივად გაქვთ, იყიდით იმას, რაც სარგებელს მოგიტანთ. ეს შენაძენი კი მთელი წელი "გამოკვებავს" თქვენს ოჯახს. გაფრთხილდით, თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.


მაისში გადახედეთ გარდერობს და რაც თქვენი არაა, გაყიდეთ ან გადაცვალეთ. ამავე პერიოდში ყურადღებით განიხილეთ შემოთავაზებები, თუ უძრავი ქონების ან ძვირად ღირებული ნივთის ყიდვას აპირებთ ან კაპიტალდაბანდებას. წუთიერმა აღტაცებამ მატერიალური დანაკარგი არ განგაცდევინოთ.


2021 წელს ზაფხულიდან ზამთრის ბოლომდე ჰარმონიული პერიოდი გექნებათ. იცით რაში უნდა დახარჯოთ ფული და სად არა. დაქირავებულები კარგად შესრულებული სამუშაოსთვის მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ. თუ პირადი ბიზნესის მფლობელი ხართ, მეტი დაკვირვება გამოიჩინეთ. თუ დამკვეთი კმაყოფილი იქნება თქვენ მიერ შესრულებული საქმით, ფული ყოველთვის გამოულევად გექნებათ.


  • სასწორი

ფულის დაბანდებისას და გადარიცხვებისას ყურადღება უნდა გამოიჩნოთ. უმნიშვნელო დეტალის გამო შეიძლება დიდი ზარალი განიცადოთ. აგრეთვე, თუ იბრუნებთ ხურდას, აუცილებლად ადგილზე გადაამოწმეთ.


რაც შეეხება კარიერას, დაწინაურების შანსი გაქვთ. გაბედულად იმოქმედეთ და ექსპერიმენტებს ნუ შეუშინდებით. ხელფასამდე ვალის აღებამ რომ არ მოგიწიოთ, ყოველი შენაძენის წინ კარგად დაფიქრდით. მამაკაცი სასწორები განსაკუთრებით იღბლიანები იქნებით ფინანსურ სფეროში. აკონტროლეთ ხარჯი. განსაკუთრებით, თუ პატარა შემოსავალი გაქვთ. წლის განმავლობაში შანსი მოგეცემათ, დაფაროთ კრედიტი და გაუსტუმროთ მეგობრებს ვალი. ფინანსური კრიზისი არ გელით. აწარმოეთ ხარჯის სია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დანაზოგის გამოყენება დაგჭირდეთ.


განვითარებაში ფულის დაბანდება ნუ დაგენანებათ. დახმარებისთვის ნათესავებსაც შეგიძლიათ მიმართოთ. იყავით მობილიზებული სარფიან საქმეებზე.


წლის მეორე ნახევარში ნელ-ნელა გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საკუთარი პრინციპების ერთგული იყავით და უცხო ხალხის რჩევებს ნაკლებად დაუგდეთ ყური. ოფისის თანამშრომლებმა მიმართეთ უფროსს დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის მოთხოვნით.


  • მორიელი

თავიდანვე გეტყვით, რომ ფინანსურ სფეროში პოზიტივი შეინიშნება. მართალია, მილიონებს ვერ გამოიმუშავებთ, მაგრამ საკუთარ თავს უარს არაფერზე ეტყვით. ოჯახის წევრებს საყიდლებზე უარს ვერ ეტყვით, მაგრამ პრაქტიკული ნივთები შეიძინეთ, სახლისთვისაც. ზოგმა შეიძლება იყიდოს ბინა, ავტომობილი ან გაარემონტოს.


თუ გარკვეული თანხა გაქვთ, შეგიძლიათ ფული დააბანდოთ და პროცენტებით იცხოვროთ. შემოსავლის გაზრდას დაელოდეთ იანვარ-ივლისში. მოთოკეთ ამბიციები, თუ ბიზნესით ხართ დაკავებული. თუ კოლექტივში მუშაობთ, მეტად შრომისმოყვარე უნდა იყოთ, მიზანმიმართული გამარჯვებაზე. არის შანსი, რომ 2021 წელს დაწინაურდეთ, მოგემატოთ ხელფასი. ახალი საქმეები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყეთ, თუ გამარჯვებაში დარწმუნებული ხართ და მოგებასაც დიდს მიიღებთ. მცირე თანხისთვის ნუ გაირჯებით.


წლის მეორე ნახევარში საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. გადაწყვეტილებები მშვიდად და გააზრებულად უნდა მიიღოთ. ემოციურობამ შეიძლება ყველაფერი დაგაკარგვინოთ. გახსოვდეთ, რომ გარშემო ბევრი თაღლითია და ნუ გამოაყენებინებთ თავს. ნუ გასცემთ მატერიალურ დაპირებებს.


  • მშვილდოსანი

მთელი წლის განმავლობაში, რა სიტუაციაც გექნებათ, მატერიალურ სფეროში, საკუთარი თავის გარდა არავინ დაადანაშაულოთ. თუ თავად არ მოინდომებთ, ფული არ გაგეფლანდებათ. იყავით რაციონალური, მომჭირნე. ძვირად ღირებული და არაფრის მომცემი საყიდლები ცუდად აისახება თქვენს ჯიბეზე.


მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ივლისი-დეკემბრის შუალედში გელით. როგორც კი ფულის თემა მოგვარდება, განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. ეცადეთ, ყოველ თვე მცირე თანხა მაინც გადადოთ. ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. ზოგიერთმა ფული შეიძლება მოიგოთ ლატარიაში, საფონდო ბირჟაზე. წლის ბოლო, თუ სურვილი გაქვთ, მანქანის შეძენასაც კი შეძლებთ.


თუ ფულის დაბანდებას აპირებთ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ სამშენებლო ბიზნესი. მოერიდეთ ილუზიებს, აფერისტ ადამიანებთან საქმის დაჭერას. თუ ოფისის თანამშრომელი ხართ, მეტად გამოავლინეთ თქვენი კრეატიული ნიჭი, რათა უფროსმა შეგამჩნიოთ. ყური დაუგდეთ კოლეგების რჩევებს. ერთად განახორციელეთ ახალი იდეები, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.


  • თხის რქა

მსხვილ ხარჯს მოერიდეთ. წლის ყველაზე რთული თვეები იანვარ-თებერვალია. მერე ფინანსური საკითხები უკეთესად განვითარდება. კრიზისი რომ არ შეგექმნათ, ფულს ნუ გაფლანგავთ აგვისტოში. ნოემბერ-დეკემბერში ამოსუნთქვის შესაძლებლობა მოგეცემათ. კარგ შედეგს მიიღებთ, თუ თქვენი საქმიანობა კომერციასთანაა კავშირში.


2021 წელს მეტად უნდა იზრუნოთ ახლობლებზე. იყავით გულუხვი მხოლოდ მათ მიმართ, ვინც გვერდით გყავთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ძვირად ღირებული საჩუქრებით ოჯახს ვერ შეინარჩუნებთ. კრიზისის დროს შეიძლება დახმარების ხელი ნათესავებმაც კი გამოგიწოდონ. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა ან მსხვილი თანხა. ზოგი კი სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ, რაც მთელი წელი "შეგინახავთ".


ოფისის თანამშრომლებმა მეტი სიახლე უნდა შეიტანოთ მუშაობაში, ძველი მეთოდებით შორს ვერ წახვალთ. იყავით მეტად თამამი და კრეატიული. შეიძლება მოგინდეთ ახალი პროფესიის ათვისება, კურსებზე ჩაწერა, დაფიქრდით, ცოდნამაც ფული უნდა მოგიტანოთ. მშრომელი რომ ხართ ყველამ იცის, ახლა ეცადეთ, შემოსავალ-გასავალიც აკონტროლოთ.


  • მერწყული

ძირითადად სტაბილურად იქნებით, მაგრამ მოულოდნელობებიც იქნება და მარტივად დააღწევთ თავს, თუ მცირე თანხა გექნებათ გადანახული. დაქირავებულებს გელოდებათ დაწინაურება და ხელფასის მომატება. თქვენს ნიშანში გადმოსული პლანეტა სატურნი ხშირად მოგიწყობთ გამოცდას. გაფრთხილდით, რათა სამსახურში არ გქონდეთ დანაკლისი. ვალად ფული არავის მისცეთ, ერთადერთი, თუ სამკურნალოდ დასჭირდება ნათესავებს. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ აიღოთ სესხი. სამ სამსახურში მოგიწევთ მუშაობა ვალის გადასახდელად. მხოლოდ აუცილებელი და ხარისხიანი ნივთები შეიძინეთ. დეკემბრის ბოლოს შემოსავალი გაგიუმჯობესდებათ. სხვათა შორის, მეგობრები გაჭირვებაში არ მიგატოვებენ.


იანვრიდან მოგემატებათ შანსი, რომ მიიღოთ სარფიანი სამსახური. თუ უკვე მუშაობთ, ხელფასის მომატება მოითხოვეთ. ბიზნესმენებს კარგი პერიოდი გაქვთ ზაფხულამდე. მერე მოგიწევთ ყოველი თეთრის გაკონტროლება. ამ პერიოდში ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. შეიძლება ძველი პროექტები განახორციელოთ და ამანაც მოგიტანოთ შემოსავალი. დაკვირვებით გადაამოწმეთ საქმიანი შემოთავაზებები და მხოლოდ საიმედოებს დათანხმდით.


  • თევზები

ფული საკმარისად გექნებათ, ყველა სურვილის ასრულებას - მოგზაურობა, საყიდლები, გართობა - შეძლებთ. მატერიალურ დახმარებას ნათესავებისგანაც მიიღებთ. გირჩევთ, გარკვეული თანხა დახარჯოთ რემონტსა და ბინის კეთილმოწყობაზე. იანვარში ძვირად ღირებული ნივთების შეძენა მოგინდებათ. გაზაფხულზე შეიძლება დამატებითი შემოსავალი გამოგიჩნდეთ. გირჩევთ, არ "დაგავიწყდეთ" სესხის დაფარვა, ვალის გადახდა.


დააბანდეთ ფული ოჯახის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ზოგიერთს შანსი მოგეცემათ, შეიძინოთ ბინა, აგარაკი, ავტომობილი, განაახლოთ ინტერიერი.


ნუ შეგაშინებთ დროებითი უსიამოვნებები. მათი გადალახვით მეტად გაგიჩნდებათ საკუთარი თავის იმედი. იყავით მობილიზებული პროექტების განხორციელებაზე. თუ არსებული სამსახური არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ შეიცვალოთ.


ზოგიერთი შემოსავალს მიიღებთ წლების წინ დაბანდებული თანხიდან. შეიძლება ძველი ვალებიც კი დაიბრუნოთ. დაქირავებულმა თანამშრომლებმა მეტად გამოავლინეთ თქვენი ოსტატობა და კრეატიულობა. 2021 წელის გაძლევთ შანს, რომ ფინანსურად მოძლიერდეთ და არ იზარმაცოთ.



ასევე ნახეთ:



ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის



2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში



2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"




დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ



2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!





ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
3107
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
3107
  
16 იანვარი, 1:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1