x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სელჩუკ ბაირახტარი, უახლოეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ეფექტური დამრტყმელი დრონების " Bayraktar" შემქმნელი და თურქეთის პრეზიდენტის სიძე

image "დრონის ხმა მესმის მას კი ვერ ვხედავ"-ეს გამოთქმა უკვე ანდაზად იქცა და ეს ითქვა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.
სწორედ თურქული წარმოების დამრტყმელმა დრონბმა გადაწყვიტა ომის ბედი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სასარგებლოდ და საერთოდ " Bayraktar"-ის დამრტყმელმა დრონებმა თავი გამოიჩინა სირიაში და ლიბიაშიც.
მისი ავტორი და შემქმნელი ინჟინერი კი გახლავთ ძველ სტამბოლში დაბადებული სელჩუკ ბაირახტარი. ბაირახტარს ახალი თაობის თურქების თაობას უწოდებენ. ისლამის ერთგულების, სამშობლოს სიყვარულის და კარგი განათლების გამო.
სელჩუკი პროფესიით სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორია, მან განათლება თურქეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო.
ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ასაკში მან შექმნა მაღალტექნოლოგიური კომპანია " Baykar Makina", რომელიც ავიატექნიკის შექმნით და წარმოების დაპროექტებით იყო დაკავებული.
სწორედ ამ კომპანიაში შექმნა მან დამრტყმელი დრონი " Bayraktar"-ი, რომელსაც უკვე ყიდულობენ უკრაინა, სერბეთი და მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან მათ შესაძენად.
image სელჩუკის უფროსი ძმა ხალუკიც ბიზნესმენი და სამხედრო ინჟინერია და დაკავებულია სამხედრო საავიაციო წარმოებით.
სელჩუკი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის სიძეა, მან 2016 წელს გაზაფხულზე იქორწინა თურქეთის პრეზიდენტის ქალიშვილზე სიუმეიეზე, დღეისათვის წყვილი ერთად ზრდის გოგონას ჯანან აიბუკე ბაირახტარს (გოგონა 2017 წელს დაიბადა).
სელჩუკის და სიუმეიეს ქორწილის დღე
image
"მე თავადვე არ ველოდი ჩემს მიერ შექმნილი დრონების ასეთ წარმატებებს, დიდი იმედი მაქვს ეს დრონები მთიან ყარაბაღში და საერთოდ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას მოემსახურება"-ასეთი ინტერვიუ მისცა 40 წლის სელჩუკმა თურქულ მასიური საინფორმაციო საშუალების წარმომადგენლებს.

სელჩუკ ბაირახტარი მეუღლესთან და შვილთან ერთად
image
თურქეთის პრეზიდენტი ამაყობს მისი სიძის მიერ შექმნილი დრონებით, სირიაში გაგზავნის წინ მან საკუთარი ხელით წარწერაც გაუკეთა თურქულ დრონს.
image
თავად ბაირახტარი არ ჯერდება მიღწეულ შედეგებს და ახალი მრავალფუნქციური დრონის შექმნას აანონსებს.
თავად სელჩუკის გვარი ბაირახტარი მედროშეს ნიშნავს, რაც ახალგაზრდა ინჟინერს დამატებით სტიმულს აძლევს საქმიანობაში.




0
334
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
334