x
მეტი
  • 27.01.2021
  • სტატია:107279
  • ვიდეო:350489
  • სურათი:475011
ნინო ბურჯანაძე: "ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?!"-ბონდო მძინარაშვილის პასუხი
image
ჰაჰაჰაჰააააა... ამაზე როგორ უნდა გაბრაზდე?!
გიჟივით ვიცინი!
ნინო ბურჯანაძე: "ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?!"
აბა, რა! თქვენ გგონიათ, ნორმალური ფსიქიკის იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, წინანდალში რომ აცხოვრებდა ოჯახს?!
ანდა როსტომ წერეთელი იყო ნორმალური ფსიქიკის?! ნორმალური რომ ყოფილიყო, ოჯახს სხვიტორში აცხოვრებდა?!
და გრიგოლ ჭავჭავაძე?! ყვარელში, ხალხო, ყვარელში ზრდიდა ილია ჭავჭავაძეს! სოფელი იყო მაშინ ყვარელი! წარმოგიდგენიათ?!
ღმერთო, რატომ, რატომ?!
აი, ხომ ჩავფიქრდი, მაგრამ ისევ გიჟივით წამომიარა და ისევ ვიცინი.
რომელი საუკუნეა, ქალბატონო, რა ჭორვილა?!
ახლა რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ, - ჭორვილაში, წინანდალში, სხვიტორში თუ... ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში?!
რა მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია, თუ რამე არ გიჭირს?!
პირიქით არის ეგ, ქალბატონო ნინო, პირიქით:
როცა გიჭირს, მაშინ ვერ იცხოვრებ იქ, სადაც გინდა, თორემ, როცა არ გიჭირს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ?!
სადაც მოისურვებ, იქ იცხოვრებ!
Во деревня!
P. S.
„Ангорской кошки дикий взгляд,
И облик Иверской Мадонны,
Но все манеры говорят,
Что Вы, мадам из Зестафони."
პაოლო იაშვილი
წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.
4
457
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
457
  
13 იანვარი, 14:36
ბონდოია დედაგაბახებულო, ისე როგორ გძინავს რაც „უფალი“ წავიდა? გრძნობ დედისტყვნის მოახლოებას?
13 იანვარი, 13:26
გეთანხები
13 იანვარი, 13:16
ადამიანების უმრავლესობას იქ ურჩევნია ცხოვრება, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობა აქვს გატარებული. ამიტომ არ მიკვირს ბიძინას მშობლები ისევ ჭორვილაში რომ ცხოვრობენ
0 1 4