x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები

image

როგორც ვიცით, სტივ ჯობსი იყო კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.
"მე მივაღწიე წარმატების უმაღლეს მწვერვალს ბიზნეს სამყაროში. სხვების თვალით ჩემი ცხოვრება წარმატების არავისთან იგივდება. თუმცა იგი მხოლოდ მუშაობის პროცესითაა სავსე და ნაკლები სიხარულით. ბოლოს და ბოლოს, სიმდიდრე უბრალოდ ფაქტია ცხოვრებაში, რომელსაც შევეჩვიე. ამ წუთში, როცა მძიმე ავადმყოფი ვწევარ საწოლში და თვალს ვავლებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ვაცნობიერებ, რომ ყველა წარმატება და აღიარება, რომელიც მაქვს, უაზრობაა... მოკლებულია უმაღლეს აზრს გარდაუვალი სიკვდილის წინაშე..
თქვენ შეიძლება აიყვანოთ თქვენი ავტომანქანისთვის მძღოლი, შეიძლება აიყვანოთ ადამიანები, რომლებიც გამოიმუშავებენ ფულს თქვენს გასამდიდრებლად, მაგრამ ვერ აიყვანთ მთელი თქვენი ქონებით და ავლადიდებით ვერავის, ვინც თქვენს ნაცვლად ამ ავადმყოფობას აიტანს და ზიდავს... შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია - ვერ იყიდი "სიცოცხლეს."
გააფუფუნეთ თქვენი თავი და დააფასეთ სხვები.
რაც გვემატება წლები, მით უფრო გონიერები ვხდებით, რომ საათი, რომელიც $30 ღირს და საათი, რომელიც $300 ღირს, ერთსა და იმავე დროს აჩვენებს.
150 000 $-იანი ავტომანქანით ვივლით, თუ 20 000$-იანით, გზა და მანძილი ერთნაირია და დანიშნულების ადგილამდე ორივე მიგვიყვანს.
სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, 300 კვადრატული მეტრი ფართობისაა თუ 3000 - ორივეში ერთნაირად მარტოსული ხარ....
თქვენი ნამდვილი შინაგანი ბედნიერება მატერიალური ნივთებიდან არ გამომდინარეობს....
რა მნიშვნელობა აქვს პირველი კლასით მიფრინავ თუ ეკონომ-კლასით, თუ თვითმფრინავი ვარდება...
თქვენ ბედნიერი ხართ მხოლოდ მაშინ, თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც გიგებენ, რომლებსაც უყვარხართ და რომლებთანაც შეგიძლიათ გულწრფელად დაიცალოთ!
ხუთი ფაქტი, რომელზეც კამათი უაზრობაა:
1. ნუ აღზრდით შვილებს ისე, რომ იყვნენ მდიდრები. აღზარდეთ ისინი ისე, რომ იყვნენ ბედნიერები... როცა ისინი გაიზრდებიან, ეცოდინებათ ყველაფრის ფასეულობები და არა ფასები.
2. მიირთვით საკვები, როგორც წამალი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წამლებს საკვების ნაცვლად...
3. ისინი, ვისაც უყვარხართ, არასდროს მიგატოვებენ მაშინაც კი, თუ 100%-იანი მიზეზი აქვთ უარი თქვან თქვენზე. ასეთები ყოველთვის იპოვიან ერთ მიზეზს მაინც, რომ არ დაგტოვონ..
4. არსებობს დიდი განსხვავება ამ ორ მდგომარეობას შორის: იყო ადამიანი და იყო ადამიანური.
5. თუ თქვენ გინდათ იაროთ ჩქარა, იარეთ მარტო. მაგრამ თუ თქვენ გინდათ წახვიდეთ შორს, იარეთ ერთად.
მსოფლიოს ექვსი საუკეთესო ექიმია ცხოვრების ყველა ეტაპზე:
1.მზის სინათლე;
2.დასვენება;
3.სპორტული ვარჯიში;
4.დიეტა;
5.საკუთარი თავის რწმენა;
6.მეგობრები.
0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0