x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ჩოხატაურში დაპირისპირება მოხდა მეჩეთის მშენებლობის გამო - დაშავდა 3 ადამიანი

image


როგორც ტელეკომპანია "პირველები" იუწყება ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე, ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმანურ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. კონკრეტულად კი მეჩეთის მშენებლობის გამო, რა დროსაც 3 ადამიანი დაშავდა.



ქრისტიანული მოსახლეობის გაღიზიანება სალოცავის გაკეთებამ გამოიწვია, რომელიც მუსლიმანურმა მაცხოვრებლებმა საკუთარი ხარჯებით გააკეთეს, რისთვისაც იყიდეს სახლი.


"პირველების" კორესპონდენტის თქმით ადგილობრივმა მთავრობამ კარგა ხანია იცის ამ პრობლემის შესახებ, რადგან სოფელში მცხოვრები მუსლიმანები მეჩეთის აშენების ნებართვას კარგა ხანია ითხოვენ, თუმცა არცერთი მიმართულებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დღემდე არაფერი გაუკეთებია.



ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ მუსლიმებს უთხრა რომ ამ საკითხე ხვალ შეხვდნენ და ხვალ დაილაპარაკონ.



ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა




5
93
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
93
  
2021, 14 იანვარი, 1:38
არა ნინო მსგავსი რამ არ წერია კონსტიტუციაში და მართლმადიდებლებისაგან სხვა კონფენსიების ჩაგვრა ისტორიას არ ახსოვს, მუდამ მართლმადიდებლებს გვიწევდა თავის დაცვა.
მაჭახელას ხეობაა ამისი ცოცხალი მოწმე და მემატიანე.
მუსლიმია და ამის გამო ვინ ძრახავს? როცა ორი სალოცავი გაქვს და შიგნით ლოცვისას მრევლი ეტევა მესამის აგება, თან თურქული ფულით არ უნდა მოითხოვო, რადგან ქართველი ხარ და მტრის საკეთებელი არ უნდა აკეთო.
აი ნახეთ, რამხელა ბოღმას ატარებთ თურმე გულში, ქართველზე ტოლერანტი ერი არ არსებობს.
ვერ ყოფილხართ დიდი შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილის გვარის ტარების ღირსი.
პირდაპირ გეუბნებით, დაუფარავად.
2021, 14 იანვარი, 0:26
კონსტიტუციაში ხომ არაფერი რომელიმე რელიგიის უპირატესობაზე. პირადად ჩემთვის გაუგებარია, მართმადიდებლები რატომ ცდილობენ პრივილებირებულობას და რატომ ითხოვენ უპირატესობას? გასაგებია, მთავარ მოტივად ასახელებენ რომ ოდითგანვე ქრისტიანული ქვეყანა იყო, მაგრამ ეს ხომ სხვა რელიგიური კონფესიების ჩაგვრას უნდა ნიშნავდეს, რადგან ყველას აქვს რელიგიური აღმსარებლბოის თავისუფლება.
რაც შეეხება ისტორიას, ის ხალხი მუსლიმანია ახლა, და ესაა მთავარი. პატივისცემა მათდამი ახლა, აწმყოში.

საქმე იმაშია, რომ ქართველი ერის ტოლერანტობა ყოველთვის ფარისევლობაა და ეს ჩნდება კიდეც კრიტიკულ სიტუაციებში.
2021, 13 იანვარი, 18:54
ეს მართლმადიდებლური ქვეყანაა.
აჭარლებს კი დედაწულიანად ამოხოცილი სოფლების ფასად მიაღებინეს ძალით ისლამი.
ჭოროხი წითლად მოედინებოდაო!-ასე წერს მემატიანე და ასეთი კითხვა არ უნდა დაგესვათ.
2021, 13 იანვარი, 18:52
საქართველოში ათასობით ეკლესიაა და კიდე რო აშენებენ რა საჭიროა?
2021, 13 იანვარი, 14:00
სოფელში ორი სალოცავი უკვე ჰქონიათ და მესამე რა საჭირო იყო, პროვოკაციის სუნი უდის ამ საქმეს!
0 1 5