x
მეტი
  • 19.01.2021
  • სტატია:106981
  • ვიდეო:350346
  • სურათი:474310
რა ღირს დედამიწა?

image

ჩვენი მშობლიური პლანეტა-ყველაზე ძვირფასი ადგილია ადამიანებისთვის, თუმცა მას ფასი არ აქვს. დედამიწის რესურსების და ფასეულობების, რომელსაც ის ადამიანებს სთავაზობს, მატერიალური ღირებულება უცნობია. ჩვენ, როგორც სახეობა, არასოდეს დავფიქრებულვართ ჩვენი სამყაროს ყიდვასა ან გაყიდვაზე, თუმცა კონკრეტულ ციფრებს შეუძლია დაგვეხმაროს უკეთ გავიგოთ მისი ღირებულება. როგორც Treehugger იტყობინება, ერთ-ერთმა მეცნიერმა შეადგინა ფორმულა, რომლის დახმარებითაც ამის გაგებას შევძლებთ.

image

სანტა-კრუზეს კალიფორნიის უნივერსიტეტის, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პროფესორის ასისტენტის, გრეგ ლაფლინის გაანგარიშების მიხედვით, დედამიწა დაახლოებით 5 კვადრილიონი (ანუ 5 000 000 000 000 000) დოლარი ღირს. იგი ამ დასკვნამდე მივიდა პლანეტის მასის, ტემპერატურის, ასაკის და სხვა ფაქტორების, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებასთან, გაზომვების და გაანგარიშებების შემდეგ. რაც უფრო დიდი ასაკი აქვს ასტრონომიულ ობიექტს, მით უფრო ძვირადღირებულია იგი, იმიტომ, რომ პლანეტას ჰქონდა "მომწიფების" დრო და ტემპერატურის და სხვა პარამეტრების გაუმჯობესების საშუალება. შემდეგ მხედველობაში მიიღება ობიექტის მასა და ზომა. როგორც წესი, თუ პლანეტა დაახლოებით ემთხვევა დედამიწის მახასიათებლებს, იგი შეიძლება ჩაითვალოს ძვირადღირებულად. სულ ლაფლინმა შეისწავლა 1200 ასტრონომიული ობიექტი, მაგრამ ბევრმა მათგანმა ვერ მიიღო მაღალი შეფასება მკაცრი კლიმატის გამო. ჩვენი ახლო მეზობელი, მარსი, დაახლოებით იმდენივე ღირს, რამდენიც მეორადი ავტომობილი-16 000 დოლარი, ვენერა კი საერთოდ 1 ცენტი. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ პლანეტები ღირებულებით 80 მილიონი დოლარი, იმსახურებს დეტალურ შესწავლას, ნაკლები ღირებულებისა-არა.

ლაფლანი არ ფიქრობს, რომ ეს ციფრები რეალურ სამყაროში ვინმეს გამოადგება, თუმცა იმედი აქვს, რომ აიძულებს ადამიანებს უფრო მეტად დააფასონ თავიანთი "სახლი".

image





იხილეთ შემდეგი სტატიებიც:




1. რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით

image


2. ჩვენი სამყარო სიმულაციაა და არარეალურობაში ვცხოვრობთ?

image


3. გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.

image


4. როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ

image


5. რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?

image




0
71
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0