x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინა ექსტრადიციისათვის ამზადებს უკრაინის მხარეს ნაბრძოლ ამერიკელ მოხალისეს, რომელიც მის მიერ შექმნილი ჯგუფით ებრძოდა სეპარატისტებს

image თუ სახელმწიფო ხარ და ღირსება გაგაჩნია შენი ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისათვის ნაბრძოლი, მოხალისედ ჩამოსული უცხოელი სხვა სახელმწიფოს არ უნდა გადასცე სანამ მისი დანაშაულის მამხილებელ უტყუარ მტკიცებულებებს არ წარ მოგიდგენენ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს აშშ-ს მოქალაქე, ერაყისა და ავღანეთის ომების მონაწილე კრეიგ ლენგი. ლენგი უკრაინაში 2015 წელს ჩავიდა მოხალისედ, რათა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ებრძოლა.
ის შეუერთდა უკრაინულ "მემარჯვენე სექტორს", ჩამოაყალიბა უცხოელი მოხალისეებისაგან შემდგარი ჯგუფი და აქტიურად ებრძოდა დონბასში სეპარატისტებს და რუსეთიდან ჩასულ დაქირავებულებს თუ იქ მყოფ რუს სამხედრო ინსტრუქტორებს.
ლენგს ამერიკაში ორი მოხუცის მკვლელობას ედავებიან, თითქოს მან ჯერ გაძარცვა შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დახოცა ისინი.
ლენგს ამერიკაში ექსტრადაციის შემთხვევაში იმ შტატის კანონების შესაბამისად, სიკვდილით დასჯა ემუქრება ელეტროსკამით.
"ჩვენ ვიცით, რომ ლენგზე ამერიკულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცუდი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინისათვის გმირია და ჩვენი ვალია ის დავიცვათ"!-განაცხადა ლენგის ადვოკატმა დიმიტრი მორგუნმა.
კრეიგ ლენგს თავის დროზე "ქართული ლეგიონის" მებრძოლებთან ერთად დადებული აქვს კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და აქვს უკრაინული სამხედრო ბილეთი.
image ლენგი სამხედრო მოქმედებების ზონაში
imageimageimage ლენგი მის მიერ უცხოელი მოხალისეებისაგან შემდგარ ჯგუფთან ერთად
image
ამ სურათზე წინა პლანზე ჩემი კოლეგა და მეგობარი სამხედრო ინჟინერი ედიშერ კვარაცხელიაა, თავისი საქმის პროფესიონალი კაცი.
image ლენგის ადვოკატებმა გაასაჩივრეს უკრაინის გენპროკურატურის დადგენილება-ლენგის ამერიკისათვის გადაცემის თაობაზე.
ლენგის უკრაინელმა ადვოკატმა ლენგის საქმე შეადარა თემურ ტუმგოევის საქმეს, როცა უკრაინულმა მხარემ ინგუში 2018 წელს რუსეთს გადასცა.
"ესაა ტუმგოევი-2". უკრაინის გენერალურ პროკურატურას უნდა უკანონოდ გადასცეს ლენგი ყოველგვარი სრულფასოვანი გამოძიების გარანტიის გარეშე"-განაცხადა ვერეემენკომ.












0
547
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
547