x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ნაცისტების 10 ყველაზე დაუჯერებელი და გიჟური იდეა, რომელთა განხორციელებაც სურდათ

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელმა ხალხმა ჰიტლერის ხელმძღვანელობით ქვეყანა ისევ აღადგინა, იდეოლოგიამ, რომელიც ეფუძნებოდა არიული რასის უპირატესობას სხვებზე, ბევრი დააჯერა, რომ იმ დროისთვის გერმანელებისთვის ყველაფერი იყო შესაძლებელი. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე დაუჯერებელ და სადისტურ იდეას, რომელთა განხორციელებაც ნაცისტებს სურდათ.image


ადამიანების ახალი ჯიშის გამოყვანა

პროექტი “ლებენსბორნი" სადისტურ- ევგენიკური პროგრამა იყო, რომელთა არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ბავშვებს ოჯახებს ართმევდნენ და მათ იდეალურ “არიებად" გარდაქმნას ცდილობდნენ. 1935 წელს დაარსებული ორგანიზაციის, ლებენსბორნის მიზანი იყო მსოფლიოში ქერათმიანი და ცისფერთვალება ადამიანების წარმოშობა და ლიდერობა.image
“წმინდა სისხლი" გერმანელებს უბრძანეს დაპყრობილ ტერიტორიებზე რაც შეიძლება მეტი ქალის დაორსულება. ათასობით ბავშვი იქნა გადაყვანილი სახელმწიფო დაწესებულებებში. მკაცრ დიეტას ისინი ძლიერები და ჯანმრელები უნდა გაეზარდა, ულტრაიისფერ დასხივებას კი ქერათმიანებად უნდა ექცია. ამის შემდეგ ბავშვებს “წმინდა სისხლის" წყვილებს აბარებდნენ გასაზრდელად.image

მეოთხე რეიხი

როდესაც გერმანიის მთავრობა მიხვდა, რომ ომს აგებდნენ, მათ მეოთხე რეიხის დაგეგმვა დაიწყეს. ეს იყო სტრატეგია, რომელიც ნაცისტურ ოცნებას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. მათ სურდათ მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს გადატანა ნეიტრალურ შვეიცარიაში და ქონების იქ “დაკონსერვება", რათა რეიხის სიმდიდრე შეენარჩუნებინათ. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, ამბობენ, რომ ეს გეგმა შეიძლება დღემდეც სრულდება.წწ არსებობს დაუმტკიცებელი აზრიც, რომ სწორედ ამ რეიხის წყალობით შეძლო გერმანიამ ეკონომიკური აღზევება.image


კონტროლი ტელევიზიების საშუალებით

1945 წელს ჰიტლერი გერმანიის ტერიტორიაზე დიდი ტელეეკრანებიის დამონტაჟებას გეგმავდა ნაცისტური პროპაგანდის გასავრცელებლად, ახალი ამბების და განათლებითი პროგრამების ჩათვლით. ხალხის თავშეყრის ადგილას კი იმ ადამიანების დასჯის კადრები უნდა ეჩვენებინათ, რომლებიც რეჟიმის ღალატში იყვნენ დადანაშაულებულები.

პატარა ეკრანები უნდა დაემონტაჟებინათ ყველა ბინაში. იოსებ გებელსი თვლიდა, რომ გერმანიის ძალის დემონსტრაციას მაყურებლისთვის პატრიოტული გრძნობები უნდა აღეძრა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი ომის დამთავრებამ შეუშალა.

image

მომაკვდინებელი სიგარეტი

გერმანული წარმოება მრავალ პროდუქტს ქმნიდა ჯეიმს ბონდის სტილში. მათ შორის იყო მოწამლული შოკოლადი, სარკე, რომლის გახსნის დროს მკვლელი ბაქტერიები თავისუფლდებოდნენ და ასევე სიგარეტი, რომელიც რა თქმა უნდა მოწამლული იყო. ჯასუში თავის თანამოსაუბრეს სიგარეტს სთავაზობდა, რაც შემდგომში თავის ტკივილს იწვევდა. ამის შემდეგ ის მსხვერპლს ყალს ასპირინს სთავაზობდა, რომელიც თავის მხრივ უკვე ადამიანის სიკვდილს იწვევდა.image

პაპის მოტაცება

1943 წელს რეიხის მეთაურმა რომის პაპის, პიუს XII ს გატაცების ბრძანება გასცა, რათა ქრისტიანული რელიგია შეერყიათ და ახალი, ჰიტლერის რელიგია ჩაენერგათ. გერმანელების ორი ჯგუფი უნდა შეჭრილიყო ვატიკანში, მოეტაცებინათ პაპი და ჩაეკეტათ ვატიკანიდან წამოღებულ ძვირფასეულობასთან ერთად.image

წმინდა გრაალის პოვნა

ჰაინრიხ ჰიმლერი, მონსერატის სააბატოში ბარსელონაში იმყოფებოდა 1940 წელს, იმ იმედით, რომ იპოვნიდა წმინდა გრაალის კვალს. წმინდა გრაალს უნდა ეჩვენებინა ხალხისთვის, რომ იესო არიულ რასას მიეკუთვნებოდა ასევე ეძებდნენ ატლანტიდას, არიელების წინაპართა სამშობლოს.image

ასაფეთქებელი შოკოლადის ბატონები

ნაცისტები დიიდ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მკვლელობას ლამობდნენ ასაფეთქებელი შოკოლადების საშუალებით, რადგან ყველამ იცოდა ჩერჩილის ტკბილეულობისადმი დამოკიდებულება. ეს შოკოლადები მინისტრის მაგიდაზე უნდა დაედოთ და აფეთქების შემთხვევაში ოთახში ვერავინ გადარჩებოდა. დივერსანტების გეგმის შესახებ ცნობილი გახდა და გეგმაც ჩაიშალა.image

სუპერკოღოები

1942 წელს დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში დაარსდა კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მწერების შედეგად გადაცემულ ავადმყოფობებს შეისწავლიდა. შეიმუშავეს გეგმაც გენეტიკურად შეცვლილი კოღოების შესახებ, რომლებიც ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებში მალარიას გაავრცელებდნენ. სუპერკოღოები დიდხანს ცოცხლობდნენ და სითხის და საკვების გარეშე 4 დღე ძლებდნენ.image

მზის იარაღი

გერმანიას გიგანტური იარაღის შექმნა სურდა, რომელსაც ორბიტაზე გააგზავნიდნენ. იარარი ფაქტობრივად დიდი სარკე უნდა ყოფილლიყო, რომელიც მზის სხივებს აირეკლავდა და დედამიწაზე, ანტიჰიტლერულ ქალაქებს დაეცემოდა. მომაკვდინებელი სარკის შექმნა საბედნიეროდ ვერ შეძლეს.image


სუპერჯარისკაცები

1944 წელს გერმანელებმა შექმნეს ნივთიერება D-IX, რომელიც ძირთადად კოკაინისგან, მეტამფიტამინისგან და ტკივილგამატუჩებლისგან შედგებოდა. ნივთიერება ტყვეებზე გამოსცადეს.image

0
1446
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0