x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"აღარ მინდა შენი ნახვა"-გოგონამ 30 კილო დაიკლო მას შემდეგ,როდესაც მის დაბადების დღეზე ბიჭმა პაემანზე უარი უთხრა
image
24 წლის უელსელმა ლორი ბოლმა(
Lori Ball) მოულოდნელი დარტყმა მიიღო ბიჭისგან. სწორედ ამან უბიძგა მას კარდინალურად შეეცვალა ცხოვრება.


გოგონას პატარა ქალაქ სენტ- ასაფიდან (დენბიგშირი, ჩრდილოეთი უელსი) ზედმეტი წონა ტანჯავდა.


”დიდი ხნის განმავლობაში უბედურად მიმაჩნდა თავი. წონაში დაკლება ვცადე, მაგრამ დიეტის დაცვას უბრალოდ ვერ ვახერხებდი, რადგან მიყვარდა ჭამა. მე საჭმლით ვცხოვრობდი ”, - აღიარა ლორიმ.

image


ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გოგონას არ ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა. იგი აღფრთოვანებული დარჩა, როდესაც როგორც იქნა სადილზე მიიწვია ბიჭმა, რომელიც მან ინტერნეტით გაიცნო. მას ეგონა, რომ პირველმა პაემანმა კარგად ჩაიარა.


"ვისეირნეთ, კარგად გავერთეთ, შევთანხმდით ჩემი დაბადების დღეზე სადმე წავსულიყავით", - იხსენებს გოგონა.


ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ერთ კვირაში ნახავდნენ. ლორი ბოლი საგანგებოდ მოემზადა შეხვედრისთვის, თუმცა მოულოდნელად, პაემნამდე რამდენიმე საათით ადრე, ახალგაზრდა კაცმა დაურეკა.:

” ნამდვილად ვწუხვარ, რომ ამას ვაკეთებ. მაგრამ აღარ მინდა შენი ნახვა, რადგან იმაზე დიდი ხარ, ვიდრე ველოდი ”, - უთხრა მან.


გოგონას თქმით, იგი განადგურებული იყო . თავს შერცხვენილად და უარყოფილად გრძნობდა. ბიჭმა მიატოვა ისე, რომ დაბადების დღეც კი არ მიულოცა. ”ის ჩემთან ძალზე ცივი იყო”.


ამასთან, ახალგაზრდა კაცის ნათქვამმა იგი აიძულა ემოქმედა. მხოლოდ ექვს თვეში ლორიმ დაიკლო 30 კგ. მისი ტანსაცმლის ზომა 16-დან 10-მდე შემცირდა.(ბრიტანული სტანდარტით)

image

. ”ეს მართლაც ძალზე მტკივნეული იყო ჩემთვის. ამისთვის ახლა მას მადლობას ვუხდი, რადგან სწორედ მაშინ გადავწყვიტე სიტუაციის შეცვლა. და მე ეს გავაკეთე. ამან ნამდვილი სტიმული მომცა ”, - განაცხადა ლორიმ.

image

გოგონამ გაამხილა თავისი ფენომენალური ტრანსფორმაციის საიდუმლო. მან აღიარა, რომ ძალიან უყვარს მაღალკალორიული საჭმელები, კრეკერი და მდნარი ყველი. ლაური ჯანსაღ კვებაზე გადავიდა. მან დაიწყო საყვარელი დელიკატესების მომზადება სახლში, მაგრამ ისეთი რეცეპტებით, რომელშიც კალორიების შემცველობა გაცილებით დაბალია.


უქმე დღეებში მისი დიეტა 1500 კალორია იყო, ხოლო სპორტულ დღეებში - 1900 კალორია. ნაბიჯების რაოდენობა, რომელსაც იგი სპეციალური გაჯეტით ზომავდა, 3000-დან 15000-მდე გაიზარდა. ბოლმა აიყვანა პირადი მწვრთნელი და სპორტულ ვარჯიშებს კვირაში ექვსჯერ აკეთებდა.


მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ბიჭი სოციალურ ქსელში გამომწერთა სიაში იყო . ლორი წონის დაკლების შემდეგ სიამოვნებით ტვირთავდა სურათებს.


ახალგაზრდამ ისევ გამოიჩინა ინტერესი მის მიმართ. კომპლიმენტებით ავსებდა, დაინტერესდა, ისევ თავისუფალი იყო თუ არა და ეპატიჟებოდა პაემანზე. თუმცაგოგონა ყველა მის შეტყობინებას უგულებელყოფდა. ამის შემდეგ ბიჭმა ტელეფონზე დაურეკა. და ლორის შეხვედრა სთხოვა, რაზეც გოგონამ ხმამაღლა გაიცინა.


გოგონას თქმით, წონის დაკლება ბიჭის უხეშობის საპასუხო შურისძიება იყო .


ახლა გოგონა ბედნიერია, ურთიერთობს სემ რობერტთან . მან იგი ახალი ცხოვრების დაწყების დროს გაიცნო.image


0
756
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
756
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0