x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საყვარელი პროდუქტების სასიკვდილო დოზები

ოდესმე დაინტერესებულხართ თუ რამდენი პროდუქტის მიღებაა სიცოცხლისთვის საშიში?image

ყავა-ეს სასმელი თითქმის ყველას უყვარს და მის გარეშე დილას როგორც წესი, არავინ იწყებს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ყავის დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ დეში მხოლოდ 2 ჭიქა ყავით შემოიფარგლოთ.image

რა თქმა უნდა ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია და ციფრებიც მიახლოებითი, მაგრამ იმისთვის, რომ ყავის დოზა სასიკვდილო აღმოჩნდეს, ამისთვის დღეში 180 ფინჯანი ძლიერი ყავაა საკმარისი, 140 ფინჯანი კი ესპრესო.image

ძეხვეულობა- პრაქტიკულად ყველას უყვარს ხორცი სხვადასხვა სახის, მაგრამ ფაქტია, რომ ძეხვეულობა ყავასავითაა, მასაც შეუძლია დიდი დოზის გამო ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს, ან საერთოდაც, მოგკლათ. ადამიანის მოკვლა 3 კილოგრამ ხორცს შეუძლია, აქ საქმე გაუწყლოებაშია და არა რაოდენობაში, რა თქმა უნდა 3 კილოგრამი ხორცი კუჭს კოლოსალურად დააწვება, მაგრამ 100 გრამი ხორცი 2 გრამ მარილს შეიცავს, აქედან გამომდინარე, 3 კილოგრამ ხორცში 70 გრამი მარილია, რაც სასიკვდილო დოზაა ადამიანისთვის.image



სტაფილო- უცნაურია არა? როგორც წესი სტაფილოზე მხოლოდ კარგი გვესმის, ის ხომ უამრავ ვიტამინს, მინერალს და მიკროელემენტებს შეიცავს. ყველა ამ სარგებლის გარდა, სტაფილო შეიძლება საშიში გახდეს მისი დიდი რაოდენობით მოხმარების გამო, ორგანიზმში გამოიყოფა ბეტა-კაროტინი. მის გამოა სტაფილო ასეთი ნარინჯისფერი. იმისათვის, რომ კაროტონემია დაგეწყოთ, საჭიროა 2 თვის განმავლობაში დღეში 100 სტაფილო მიიღოთ.image


წყალი- ორგანიზმისთვის ყოველ დღე 2 ლიტრი წყალი სასარგებლოა, მაგრამ რა მოხდება ამ დოზას 3 ჯერ თუ გავზრდით? ამ შემთხვევაში თირკმელები ზედმეტი სითხის გამოდევნას ვერ მოასწრებენ და მოიწამლებით.image

ბანანი- 400 ბანანის მიღებაა საჭირო ერთ ჯერზე რომ მოიწამლოთ.image

0
167
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0