x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ლიდერობის ფილოსოფია განათლებაში

image

ლიდერობის თემა არის ძალიან ფართო და რთული, იმდენად, რომ არ არსებობს ტერმინის ცალკეული განმარტება. “ლიდერობა არის...’’ ამ წინადადების დამთავრება რთულია, რადგან ლიდერობის იმდენივე განმარტება არსებობს, რამდენ ადამიანსაც შეუძლია მისი განსაზღვრების შემოთავაზება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიდერობა ეს არის უნარი მიიზიდო ადამიანები საკუთარი თვისებებით და შესთავაზო საკუთარი თავი როგორც მენეჯერი, ლიდერი და ასე შემდეგ. ლიდერი უნდა იყოს თავმდაბალი, მაგრამ არა მორიდებული, ლიდერი უნდა იყოს თავდაჯერებელი, მაგრამ არა მჩაგვრელი.

ადამიანის ცხოვრებაში სკოლა დიდ როლს თამაშობს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოვალეობაა ბავშვებში მრავალი თვისების განვითარების ხელშეწყობა. დრევანდელობაში ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება- ლიდერობაა, ამიტომაც სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მომავალი ლიდერების ფორმირებას. სკოლა ცდილობს ბავშვები აღზარდოს ისე, რომ შეეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და ერთმანეთთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

საგანმანათლებლო ლიდერის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ფუნქცების სწორედ გადანაწილება. სკოლა თავისი თანამშრომლებით აქტიურად უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. ამისათვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ჯანსაღი სასკოლო კლიმატი, რომლის მეშვეობითაც პედაგოგები იქნებიან მოტივირებულნი კარგი თანამშრომლობისთვის. ამისთვის საჭიროა ნამდვილი ლიდერის ფორმირება, რომელიც დაეხმარება სკოლის ადმინისტრაციას ისეთი ერთეულების ჩამოყალიბებაში როგორიც არის პროფესიული თანამეგობრობა. რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სკოლას უკეთ მართოს სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. ფუნქციების სწორად გადანაწილებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს თანამშრომელთა პასუხისმგებლობების ზრდას, რაც დადებითად აისახება სკოლის მიღწევებზე.

ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანი არის გამორჩეული სხვებისგან. გამორჩეულები კი ყველგან საჭიროს ისევე როგორც განათლების სფეროში. ქარიზმულ ლიდერს შეუძლია განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინოს მოსწავლეზე და ამით შეცვალოს მათი ცხოვრება. ლიდერობის დროს წარმოიშობა კონკურენცია. ეს უკანასკნელი შეიძლება წარმოიშვას როგორც პედაგოგებს ასევე მოსწავლეთა შორის. ლიდერი მოსწავლე ან მასწავლებელი უბიძგებს თავის გარემოში მყოფთ კონკურენციისკენ, რაღაც ახალის შექმნისკენ. იმ შემთხვევაში, თუ შეჯიბრი იმართება რაღაც ახლის შექმნის, ათვისების, გამოვლენის მიზნით, ამგვარ კონკურენციულ უნარებს ძალიან დიდი დადებითი შეიძლება მოვუძებნოთ. სწორედ, იმიტომ რომ, ახლის შექმნის დროს ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს ისეთ უნარებსა და შესაძლებლობებს, რომელიც შესაძლოა მანამდე არც კი ჰქონდა შემჩნეული.

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ინა მანასიან
ინა მანასიან
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0