x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვახ, რა შარში ვარ!.. ნიძლავი წავაგე“ - ახდენილი წინასწარმეტყველება
image


„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში წერს.

.

ივანიშვილიეს ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს იწინასწარმეტყველა დავით ჭიჭნაძემ, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან საუბრისას.


ახლა გრიგოლია, სოციალურ ქსელში, აზიარებს ვიდეოს და წერს:

„ჭიჭისთან წამიგია ნიძლავი, ვახ, რა შარში ვარ”

.

ჟურნალისტი არ ახმოვანებს და არ აკონკრეტებს რას ეხება მათ შორის დადებული სანაძლეო, თუმცა არქივიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ მათ ერთი სურვილის ასრულებაზე დადეს ნიძლავი, თუმცა ამჯერად ღიად არ კონკრეტდება რა არის ეს ერთი სურვილი და რა უნდა შეუსრულოს ინგა გროგოლიამ ტრიბუნას ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს.

.

1
708
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
708
  
2021, 12 იანვარი, 19:58
ქალი საქონელი
0 1 1