შოუბიზნესი ახალგაზრდების მოყვარულები: ვარსკვლავები, რომლებიც პარტნიორებად ასაკით პატარებს არჩევენ 2021, 11 იანვარი, 20:58 ზოგიერთი ცნობილი ვარსკვლავი ხშირად ურთიერთობისთვის თავისზე გაცილებით უფრო ახალგაზრდა პარტნიორს ირჩევს. წლები მიდის, ხოლო ნახევარსაუკუნე გადაცილებულ სელებრითებსა და მათ მეორე ნახევრებს შორის ასაკობრივი სხვაობა სულ უფრო იზრდება და თვალშისაცემი ხდება. ეს უცნაური არც არის, რადგან ასაკით პატარა პარტნიორების გვერდით, ასაკში მყოფი ვარსკვლავები თავს ბევრად უფრო ახალგაზრდულად და მხნედ გრძნობენ. მადონა, ტომ კრუზი, ლეონარდო დიკაპრიო და ჰოლივუდის სხვა ცნობილი სახეები ცხოვრების მეგზურებად უმეტესწილად, ახალგაზრდებს არჩევენ. სწორედ დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ კიდევ რომელი მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენელი გახლავთ "ახალგაზრდებით" მეტისმეტად გატაცებული. წყვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობით დღეს ხომ უკვე ვეღარავის გააკვირვებ, განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე ცნობილ სელებრითებს ეხება.ტომ კრუზი, 58 წლის1990 წელს 27 წლის ტომი 22 წლის მსახიობ ნიკოლ კიდმანზე დაქორწინდა. წყვილმა ორი ბავშვიც იშვილა, თუმცა ვარსკვლავური ოჯახი განქორწინებისგან ვერც ამ ფაქტმა იხსნა, წყვილი ერთმანეთს 2001 წელს დაშორდა.42 წლის ასაკში ტომმა შეხვედრა თავისზე 16 წლით უმცროსს მსახიობთან, ქეით ჰოლმსთან დაიწყო. შეყვარებულები 2006 წელს დაქორწინდნენ, იმავე წელს წყვილს ქალიშვილი სური შეეძინა, თუმცა ფილმ "მაგნოლიას" ვარსკვლავისთვის ვერც ეს ქორწინება აღმოჩნდა იღბლიანი, 2012 წელს ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს დაშორდა.გავრცელებული ჭორების თანახმად, დღესდღეობით, 58 წლის "მარად ახალგაზრდა" ჰოლივუდის ვარსკვლავი 38 წლის ბრიტანელ მსახიობს ჰეილი ეტველს ხვდება.კორტნი კარდაშიანი, 41 წლისრეალითი შოუს ვარსკვლავმა ყოფილი მეუღლის, სკოტ დისიკისგან, რომელიც მასზე 4 წლით უმცროსია სამი შვილი გააჩინა.2016 წელს კორტნი მოდელ იუნეს ბენჯიმას ხვდებოდა, რომელიც მასზე 14 წლით უმცროსი გახლდათ.2018 წელს კი, გლამურულ ლამაზმანს ვნებიანი რომანი 20 წლის მომღერალ ლუკა საბატთან ჰქონდა. წყვილი ერთმანეთს 2019 წლის დასაწყისში დაშორდა.მადონა, 62 წლის2000 წელს პოპ- მუსიკის დედოფალი თავისზე 10 წლით უმცროსს, ცნობილ ბრიტანელ კინორეჟისორს გაი რიჩს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც მას ერთი ვაჟი ჰყავს, მადონა და გაი რიჩი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდნენ.განქორწინებიდან მალევე, მომღერალმა რომანი ბეისბოლის ვარსკვლავთან ალექს როდრიგესთან გააბა, სპორტსმენსა და პოპ - ვარსკვლავს შორის ასაკობრივი სხვაობა არც მეტი, არც ნაკლები 18 წელი იყო.სუპერვარსკვლავის ამჟამინდელმა რჩეულმა ასაკობრივ კატეგორიაში მის ყველა ყოფილ მეგობარ მამაკაცს აჯობა. 26 წლის მოცეკვავე აჰლამალიკ უილიამსი თავის რჩეულზე 36 წლით უმცროსია, ხოლო პოპ-მომღერლის ქალიშვილ ლურდესზე კი - ორი წლით უფროსი.კეით ბეკინსეილი, 47 წლის2004 წელს მსახიობი ცოლად თავის თანატოლს, რეჟისორ ლენ უაიზმანს გაჰყვა, რომელსაც 2015 წლის ნოემბერში დაშორდა.სამი წლის შემდეგ, მსახიობი თავისზე 15 წლის უმცროსს, ბრიტანელ კომიკოსს ჯეკ უაითჰოლს ხვდებოდა.2020 წლის დასაწყისში კი, ვარსკვლავმა რომანი ამერიკელ კომიკოსთან პიტ დევიდსონთან გააბა, რომელიც ლამაზმანზე 21 წლით უმცროსია. კალათბურთის მატჩზე წყვილის ვნებიანმა კოცნამ ყველა სოციალური ქსელი მოიარა.დღესდღეობით, კეით ბეკინსეილი 23 წლის მომღერალს გუდი გრეისს ხვდება.ლეონარდო დიკაპრიო, 46 წლისჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი და ქალების გულთამპყრობელი ლეონარდო დიკაპრიო ბრწყინვალე კინოკარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ მოდელს ხვდებოდა, რომელთა შორისაც მისი თანატოლი კრისტენ ზანგიც გახლდთ.მალევე კინოვარსკვლავმა თვალი ასაკით უფრო პატარა გოგონებს "დაადგა" და მისი რჩეული ამჯერად, მასზე 6 წლით უმცროსი ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი გახდა, რომელთანაც ის ურთიერთობაში 2005 წლამდე იმყოფებოდა.ლეოს რჩეულები წლებთან ერთად სულ უფრო ახალგაზრდავდებოდნენ. 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე 46 წლის სელებრითი 23 წლის მოდელსა და მსახიობს კამილა მორონეს ხვდება.275 შეფასება არ არის |