x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
კლასგარეშე სასწავლო პროცესი
image

გაკვეთილი არის მიზანმიმართული პროცესი, სადაც კონკრეტული გეგმის მიხედვით ხდება ცოდნის გადაცემის ორგანიზება. არანაკლებ მნიშვნელოვანია კლასგარეშე სწავლების ფორმები - ექსკურსიები, ლაშქრობები, მოსწავლეთა ტურიზმი და ა.შ. სადაც ბავშვები იცვლიან გარემოს და შემეცნებით პროცესი სკოლის გარეთ განაგრძობს მოქმედებას.

სიტყვა ექსკურსია ლათინური წარმოშობისაა და გასვლას, გასეირნებას, რომელიმე კონკრეტული ადგილის დათვალიერებას ნიშნავს.

ექსკურსია სწავლების ერთ-ერთ პრინციპს - თვალსაჩინოებას ემსახურება. როგორც ვიცით, ამ დროს ჩართულია ბავშვის გრძნობადი ორგანოები, რაც ნანახის უკეთ დამახსოვრებას უწყობს ხელს. საგნებსა და მოვლენებზე უშუალო დაკვირვებისას, მოსწავლეები უფრო ღრმად აღიქვამენ მათ თვისებებს, მახასიათებლებს. კლასგარეშე სწავლება ეხმარება ესთეტიური, ზნეობრივი თვისებების განვითარებას.


თითოეული ასეთი კლასგარეშე ვიზიტები შეიძლება ძალიან ეფექტურად მიებას სასწავლო საგანს და გახადოს საინტერესო მისი შესწავლის პროცესი.

კლასგარეშე სასწავლო პროცესი შედგება სამი ნაწილისგან:

შესავალი - გასვლითი პროცესის თემის, მიზნის, გეგმის გაცნობა. მიმართულების მიცემა, თუ რაზე გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება;

ძირითადი ნაწილი - სადაც ხორციელდება კლასგარეშე სასწავლო პროცესის მიზნის განხორციელება;

დასკვნითი ნაწილი - ნანახის შეჯამება, ანალიზი, მაგალითების მოყვანა, შთაბეჭდილებების გაზიარება.

სასწავლო ექსკურსია დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს ორგვარი: ერთი - როცა ექსკურსიის ამოცანას შეადგენს რომელიმე პროგრამული საკითხების უშუალოდ ცხოვრების სინამდვილეში შესწავლა. ასეთ ექსკურსიას სასწავლო-დაკვირვებითი ექსკურსია ეწოდება, მეორე- როცა გვაინტერესებს სკოლაში უკვე შესწავლილის განმტკიცება. ასეთ ექსკურსიას საილუსტრაციო ექსკურსია ეწოდება. ორივე სახის ექსკურსია ერთმანეთს ავსებს.

ექსკურსია ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მოვლენებისა და საგნების უშუალო აღქმის საფუძველზე შესწავლას, მიღებული ცოდნა-ჩვევბის განმტკიცებას, პრაქტიკული შრომა-საქმიანობისათვის საჭირო ჩვევების გამომუშავებას.

ექსკურისია არა მარტო სწავლების ორგანიზაციის დამხმარე ფორმაა, არამედ აღზრდის ძლიერი ფაქტორიც.


0
12
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0