x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ორგანიზმისთვის სასარგებლო 5 დიეტა. V – მოცულობითი დიეტა (+ რეცეპტი – ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ-სუპი)

ეს დიეტა ამერიკელმა დიეტოლოგმა ბარბარა როსმა შექმნა და მისი უპირატესობა, სხვა დიეტებთან შედარებით, იმაში მდგომარეობს, რომ კალორიების დათვლა და კვებაში მკაცრი შეზღუდვების დაწესება საჭირო არ არის.
თავის წიგნში — «The Volumetrics Eating Plan», მოცულობითი დიეტის ავტორმა აღნიშნა, რომ დანაყრების შეგრძნება კერძის კალორიულობაზე კი არა, მიღებული საკვების მოცულობაზე არის დამოკიდებული.


image

მოცულობითი დიეტა, სასარგებლო დიეტების სიაში, მეხუთეა:


I – კეტოდიეტა (+ კივის სმუზის რეცეპტი)


II – ხმელთაშუა ზღვის დიეტა



III – ფლექსიტარიანული დიეტა


IV – ცილოვანი დიეტა


V – მოცულობითი დიეტა


image


ექსპერტები პროდუქტებს, მოხმარების რაოდენობის და სიხშირის მიხედვით, ოთხ ჯგუფად ყოფენ და მათი რჩევების გათვალისწინებით, აღნიშნული დიეტის დაცვა რთული ნამდვილად არ იქნება:

image1. სუპები, ხილი და ბოსტნეული სახამებლის გარეშე — რეკომენდირებულია ძირითად რაციონში ჩართვა და დიდი რაოდენობით მირთმევა;

2. ქატოს პური, მჭლე ხორცი, დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები, ნებისმიერი სახის ხილი — შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე მიირთვათ;

3. ცხიმიანი ხორცი, თეთრი პური და ყველი — იშვიათად და მცირე პორციებით;

4. თხილეული, ტკბილეული, სწრაფი კვების კერძები — მთლიანად გამორიცხეთ მენიუდან.

ბარბარა როსის სისტემა, წონის კლებასთან ერთად, ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს, რაც სამომავლოდ, ორგანიზმისთვის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ვიდრე წონის დაკლების ნებისმიერი სწრაფი დიეტა.

imageმოცულობითი დიეტა, ისე უნდა იყოს მიღებული, როგორც რეკომენდაციების ერთობლიობა და ექსპერტის რჩევების გათვალისწინებით, შეგძლიათ, საკუთარი, იდეალური მენიუს შედგენა.

დიეტები, მათი კლასიკური გაგებით, წარსულს ჩაბარდა. დღეს, აღარ არის საჭირო კვების შეზღუდვა და არარეალური მიზნების დასახვა. უფრო მნიშვნელოვანი ― სწორი ჩვევების გამომუშავება და დაბალანსებული მენიუს არჩევა... და ამის გაკეთება, ბევრად მარტივია ნატურალური პროდუქტებით და მარტივი რეცეპტებით, რომლებიც ყოველთვის ხელთ გვაქვს.

მაგ., აქ, უმარტივეს რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც აღნიშნულ დიეტას ნამდვილად რომ მოუხდება.



ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ-სუპი


image


ინგრედიენტები:


კარტოფილი —500 გრ.
ყვავილოვანი კომბოსტო — 600 გრ.
რძე —2 ჭიქა
მარილი და მწვანილი — გემოვნებით


მომზადება:


I. გაფრცქვენით და ნაჭრებად დაჭერით კარტოფილი;

II. კარტოფილი მოათავსეთ ქვაბში, ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად > დაასხით წყალი, ისე რომ ბოსტნეული დაფაროს;

III. დაამატეთ მარილი და ხარშეთ 25-30 წთ;

IV. დაამატეთ ცხელი რძე;

V. სუფრაზე მიტანის წინ, გააფორმეთ მწვანილით.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ
2. საინტერესო ფაქტები ჩინეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის შესახებ
3. საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. პასუხები კითხვებზე, რომელიც თითქმის ყველას აინტერესებს

6. ჰოლივუდის ყველაზე კეთილი მსახიობი

0
50
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0