x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ორგანიზმისთვის სასარგებლო 5 დიეტა. III – ფლექსიტარიანული დიეტა (+ რეცეპტი – ბოსტნეულის სალათი სიმინდით)

ე. წ. მოქნილ ვეგეტარიანობას დიეტოლოგები ხორცზე უარის თქმის ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევენ. ფლექსიტარიანულობის მიმდევრები ზომიერად მიირთმევენ ცხოველური წარმოშობის საკვებს, რაც მათ ტონუსის შენარჩუნებაში და მკვებავი ნივთიერებების მაქსიმალურად მიღებაში ეხმარებათ, თან ყოველგვარი ბიოლოგიური დანამატების გარეშე.


image

ფლექსიტარიანული დიეტა, სასარგებლო დიეტების სიაში, მესამეა:


I – კეტოდიეტა (+ კივის სმუზის რეცეპტი)


II – ხმელთაშუა ზღვის დიეტა



III – ფლექსიტარიანული დიეტა


image


ფლექსიტარიანელები ცდილობენ, რაც შეიძლება იშვიათად ჩართან საკუთარ რაციონში ხორცი. თუმცა, ამავდროულად, დიეტის კლასიფიკაციისთვის ხორცის მოხმარების განსაზღვრული რაოდენობა არ არსებობს.

ინგლისურ ენაში flexitarian ორი სიტყვის გაერთიანებას წარმოადგენს flexible (მოქნილი) და vegetarian (ვეგეტარიანელი). სიტყვა «ფლექსიტარიანელობა» 1992 წელის ოქტომბერში დაფიქსირდა.

აღნიშნული დიეტა უფრო მეტად არის დაბალანსებული, ვიდრე ვეგეტარიანული ან ვეგანური. ფლექსიტარიანელები ყოველდღიური რაციონიდან არ გამორიცხავენ რძეს და რძის პროდუქტებს, თევზს, კვერცხს. ისინი მიირთმევენ მეტ ბოსტნეულს და ხილს, საკუთარი სურვილის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. აღნიშნული დიეტის რაციონი იდეალურია დიდი ქალაქების და მეგაპოლისების მაცხოვრებლებისთვის.
ეს დიეტა უამრავი ექსპერიმენტის (მაგ., ჩახოხბილ ქათმის მომზადებისას, შეიძლება ხორცის კონსერვირებული მწვანე ბარდით ჩანაცვლება) და უჩვეულო კომბინაციების საშუალებას იძლევა. აქ კი, უგემრიელესი სალათის რეცეპტს გთავაზობთ:



ბოსტნეულის სალათი სიმინდით


image


ინგრედიენტები:


წითელი ხახვი ― 1 ცალი
პომიდორი ― 2 ცალი
მწვანილი გემოვნებით ― 1 კონა
კონსერვირებული სიმინდი ― 200 გრ.
ლაიმი ― 2 ცალი
ზეითუნის ზეთი ― 4 ს. კ.
თხევადი თაფლი ― 2 ჩ. კ.
მარილი და პილპილი ― გემოვნებით


მომზადება:


I. დიდ ნაჭრებად დაჭერით ბოსტნეული და მწვანილი;
II. დაამატეთ სიმინდი და კარგად ამოურიეთ;
III. ერთმანეთს შეურიეთ ლაიმის წვენი, ზეთი და თაფლი;
IV. დაამატეთ სალათს, ამოურიეთ და მოაყარეთ მარილი და პილპილი.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. ცხიმების «მჭამელი» 3 წასახემსებელი პროდუქტი

6. საქართველო და მსოფლიო – რას ვყიდით და რას ვყიდულობთ


0
68
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0