x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ორგანიზმისთვის სასარგებლო 5 დიეტა. II – ხმელთაშუა ზღვის დიეტა (+ რეცეპტი – თევზი ბოსტნეულით)

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ევროპის მასშტაბით, ყველაზე ჯანმრთელი და დღეგრძელი ადამიანები ცხოვრობენ. მეცნიერები ამის მიზეზს დიდი ხნის მანძილზე სწავლობდნენ და ბოლოს დაადგინეს, რომ აღნიშნულ რეგიონში, ადამიანების ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა, მათ კვების რაციონს უკავშირდება.


image


ხმელთაშუა ზრვის დიეტა, სასარგებლო დიეტების სიაში, მეორეა ― პირველი იყო კეტოდიეტა.


I – კეტოდიეტა (+ კივის სმუზის რეცეპტი)


II – ხმელთაშუა ზღვის დიეტა


image


სხვა დიეტებისგან განსხვავებით, ამ დიატაში მკაცრი შეზღუდვები არ არის და ის მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება:

რაც შეიძლება იშვიათად მიირთვით საქონლის ხორცი და ტკბილეული;

კარაქი ― ჩაანაცვლეთ ზეითუნის ზეთით;

რაციონში შეიტანეთ თევზი და ფრინველის ხორცი, დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ლობიო და სხვა პარკოსნები, ხილი, რძის პროდუქტები და თხილეული.
ეს დიეტა ორგანიზმს ყველა საჭირო საკვები ელემენტით უზრუნველყოფს და ამცირებს ისეთი დაავადების განვითარების რისკს, როგორიც არის დიაბეტი და ალცჰეიმერის დაავადება.

ხოლო ქვემოთ, უნეივრსალური ცხელი კერძის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც შესაფერისია როგორც სადილის და ვახშმის, ― ისე საზეიმო სუფრებისთვის.


თევზი ბოსტნეულით



image


ინგრედიენტები:


imageბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო ― 400 გრ.
თევზის ფილე ან სტეიკი ― 500 გრ.
ლიმონის წვენი ― 50 მლ.
ზეითუნის ზეთი ― 3 ს. კ.
მარილი, სანელებლები და მწვანილი ― გემოვნებით


მომზადება:


I. თევზი დაჭერით;
II. შეურიეთ ერთმანეთს მარილი და სანელებლები და წაუსვით თევზის ნაჭრებს ყველა მხრიდან > თასში ჩაასხით ლიმონის წვენი და ზეთი > დაამატეთ დაჭრილი მწვანილი > ჩააწყეთ თასში თევზი და ხელით ამოურიეთ;
III. თასი შედგით მაცივარში და იქ 2 სთ-ით გააჩერეთ;
IV. დაჭერით ბოსტნეული > მოათავსეთ ორთქლის ქვაბში და ხარშეთ 5 წუთი;
V. ზემოდან დააწყეთ თევზის ნაჭრები და ყველაფერი ერთად, ხარშეთ კიდევ 10 წუთი.imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. ცხიმების «მჭამელი» 3 წასახემსებელი პროდუქტი

6. საქართველო და მსოფლიო – რას ვყიდით და რას ვყიდულობთ


0
69
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0