x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბიძინა წავიდა! მხოლოდ იმას განიცდის ნიკა გვარამიას დამარცხება ვერ შევძელიო" - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და პოლიტიკიდან და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის ფაქტს ეხმაურება. კილაძის თქმით, ივანიშვილმა წასვლამდე მთელი თავისი ქონება ფონდ "ქართუს" ბალანსზე გადაიტანა და აქტიური პოლიტიკიდან წასული მხოლოდ იმაზე წუხს რომ ნიკა გვარამია და "მთავარი არხის" ჟურნალისტები საბოლოოდ მაინც ვერ დაამარცხა: "ბიძინა ივანიშვილმა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი(პარტიაც) დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა !!!! თებერვალში 65 წლის ვხდები და კერძო ცხოვრებას ვუბრუნდებიო!! წასვლამდე პირად საკუთრებაში არსებული ქონება ფონდ "ქართუს" ბალანსზე გადაიტანა ! დაგვიტოვა კობახიძის ოცნება და ამ გავრილოვიადას გაზაფხულზე დავასრულებთ !!!! ასე იცის ჟღალი მიმინოს გაფარჩაკებამ ! წერილით მოვიდა და წერილით წავიდა ! პარტიის წევრიც აღარაა ! ბოლომდე წავიკითხე ვრცელი ბელეტრისტიკა-სააკაშვილის ხსენების გარეშე ვერ გაძლო, მხოლოდ იმას განიცდის რომ მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას, მთავარ არხს და ჟურნალისტებს ვერ მოერია ! სინანულით წერს მათი დამარცხება ვერ შევძელითო ! არადა, რაც ჩვენს ლანძღვასა და შავ პიარში ფული დაიხარჯა ! პიარშიკები არასოდეს უვარგოდა-დაჯექით, ორიანი ! გალანტურად წასვლაც შეიძლებოდა ! - წერს კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა. ამის შესახებ მან ოფიციალურად დღეს გავრცელებულ წერილში განაცხადა. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.









0
210
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
210