x
image
ლანა92
ისინი მასიური სხეულით გამოირჩევიან - 10 ყველაზე მძიმე ცხოველი დედამიწაზე


image




1.აფრიკული სპილო

image


აფრიკულ სპილო მძიმემასიანი ცხოველია, რომელსაც ყოველდღიურად შეუძლია 130 კგ. საკვების ათვისება. არის ყველაზე ხმაურიანი და ერთ-ერთი მეტად საშიში ცხოველი.


2. აზიური სპილო


image


სპილოს სახეობებს შორის, აფრიკული სპილოს შემდგომ, აზიური სპილო ყველაზე მძიმეა. აზიური სპილოები შეიძლება, 5 ტონამდე იწონიდნენ, დღე-ღამეში 19 საათს უთმობენ ბალახის, ფოთლებისა და ფესვების ძებნას. ხორთუმი, ერთი მხრივ, ეხმარება საკვების ათვისებაში, მეორე მხრივ, სიცხეში ერთგვარი წყლის საწრუპი მილის ფუნქციას ასრულებს. გამომდინარე იქიდან, რომ აზიური სპილო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცხოველია, მისი მშობიარობის პეიროდიც ხანგძლივია - 22 თვე.





3.ლურჯი ვეშაპი



image


მასიური ლურჯი ვეშაპი იწონის 200 ტონამდე, ხოლო მისი ენის მასა უტოლდება ზრდასრული სპილოს სხეულისას.





4.ვეშაპის ზვიგენი


image


ესაა ყველაზე მძიმე და დიდი თევზი მსოფლიოში. ვეშაპის ზვიგენი ვეშაპის მსგავსად ძუძუმწოვარია. ის შეიძლება, იყოს 18 000 კგ.





5.ბეჰემოთი

image


ეს აფრიკული არსება მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ცხოველად დედამიწაზე და იწონის 3500 კილოგრამამდე. ბეჰემოთები ცხოვრობენ სამხრეთ აფრიკაში და თავიანთი სიცოცხლის დიდ ნაწილს ატარებენ წყალში. ამის წყალობით ისინი ცურვის ოსტატები არიან.


image





6. თეთრი მარტორქა


image

ეს აფრიკული ცხოველი არაერთი მიზეზით გვაკვირვებს:

ა.თეთრი მარტორქა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცხოველია, რომელიც შეიძლება, იწონიდეს 1500-დან 3500 კილოგრამამდე.

ბ. თავზე აქვს დიდი რქები, რომელთა სიგრძემ შეიძლება, 1.5 მეტრამდე მიაღწიოს.

გ. თეთრ მარტორქას უწყლოდ 5 დღე შეუძლია, გაძლოს. ეს უნარი ეხმარება მშრალ, ცხელ ჰავასა და საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტაციაში.




7.ჟირაფი

image


ამ მაღალ ცხოველს ვხვდებით სამხრეთ აფრიკაში და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაუნის ბინადარია. სიმაღლეში ჟირაფი შეიძლება, გაიზარდოს 6 მეტრამდე და იწონიდეს 680 კილოგრამამდე. ჟირაფს საათში 50 კმ. სიჩქარით შეუძლია სირბილი, რათა მტაცებლებს დაუსხლტეს ხელიდან.



8.აზიური გაური

image

ხარის ეს სახეობა სამხრეთ აზიის ენდემური ცხოველია. რქოსანთა შორის გაური აზიური ყველაზე მძიმემასიანია, 1100 კილოგრამამდე იწონის.




9.ავსტრალიური ზღვის ნიანგი

image


ნიანგის ბევრი სახეობა არსებობს, რომელთაგან ყველაზე მძიმე ავსტრალიური ზღვის ნიანგია. სიგრძეში ნიანგები შეიძლება, აღწევდნენ 1. 8-დან 7.5 მეტრამდე, ხოლო მასა 1000 კგ.-ზე მეტი ჰქონდეთ.




10.კადიაკი

image


მურა დათვი კადიაკი წარმოშობით ალიასკიდან, კადიაკიდანაა და სახელიც აქედან მიიღო. იგი შეიძლება, სიმაღლეში გაიზარდოს 3 მეტრამდე, ხოლო მასა აღწევს 800 კგ. მდე.



სტატია არ მოიპაროთ !!!


0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0