x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერთა მოსაზრება თუ როგორი იყო იესოს ნამდვილი სახე ტურინის სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულების მიხედვით

image

მეცნიერებმა ტურინში არსებულ სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულებიდან იესოს სახე აღადგინეს.

ყველა ჩვენგანისთვის ძნელი წარმოსადგენია მეცნიერთა მიერ აღდგენილი სახე, რადგან ყველას წარმოსახვაში უკვე იესო ღია ფერის კანით, გრძელთმიანი, თხელი ნაკვთებითაა გამჯდარი. თუმცა მეცნიერულ აზრსაც, რომელიც კვლევებს ეყრდნობა, აქვს არსებობის უფლება.

თითოეული დეტალი ისევ ბიბლიის საფუძველზეა აღდგენილი.

რატომ აკოცა იუდამ გაცემისას იესოს, მისანიშნებლად, თუ რომელი იყო მოწაფეთაგან იგი, თუკი ის ყველა დანარჩენისგან ისედაც განსხვავდებოდა კანის და თმის ფერით ან რაიმე დამახასიათებელი ნიშნებით?


იესოს რეალური სახის აღდგენა მანჩესტერის უნივერსიტეტიდან კრიმინალისტური ანთროპოლოგიის სპეციალისტმა, რიჩარდ ნივმა სცადა. მას ეხმარებოდნენ კოლეგები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მან გამოიკვლია იესოს დროინდელი ადამიანების სემიტური თავის ქალები. კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით მეცნიერებმა დამახასიათებელი თავისებურებები გამოავლინეს, რის საფუძველზეც მოხდა იესოს თავის ქალას მოდელირება.

მისი სახის აღდგენისას კი იხელმძღვანელეს ანთროპოლოგიის პროფესორის, მხატვრის, მ. გერასიმოვის მეთოდით.

ნივმა იესო წარმოადგინა მუქი ფერის თვალებით, წვერით, როგორებიც იმდროინდელი ებრაელები იყვნენ.

ჰქონდა თუ არა უფალს გრძელი თმა, ამის გასარკვევად მეცნიერებმა მიმართეს კორინთელთა პირველ ეპისტოლეს, რომელიც პავლე მოციქულის მიერაა დაწერილი:

"თუ ქმარი თმას იზრდის, ეს მისი უწესობაა". არადა პავლემ რეალურად ნახა იესო. ნივმა გადაწყვიტა, რომ იესოს მოკლე თმა ჰქონდა, და როგორც ყველა სემიტს, მასაც ხვეული.

მეცნიერებს გამოუვიდათ სურათი, სადაც მამაკაცს მუქი ფერის ხვეული თმა აქვს, ყავისფერი თვალები, მრგვალი პირისახე.

არქეოლოგებმა უამბეს ნივს, რომ პირველ საუკუნეში მამაკაცები დაბალი ტანადობის იყვნენ. მათი სიმაღლე არ აღემატებოდა160სმ-ს, ხოლო მათი წონა - 50 – 60 კგ იყო საშუალოდ.

იესო იყო ძლიერი აღნაგობის, გარუჯული. ის ხომ დურგლად მუშაობდა?

ევროპაში შექმნილია პროგრამა იტალიური პოლიციისთვის, რომელსაც შეუძლია სახის დაბერება. ამ პროგრამის დახმარებით, იტალიელი პოლიციელები პოულობდნენ მაფიოზებს, რომელთა მხოლოდ ახალგაზრდობის ფოტოები ჰქონდათ ნანახი.

ახლა კი პროგრამა უკუმიმართულებით გაუშვეს, რათა იესოს სახე გაეახალგაზრდებინათ. საწყის "ფოტოდ" გამოიყენეს ტურინში ცნობილ სუდარაზე აღბეჭდილი იესოს გამოსახულება.

ბევრი ქრისტიანისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელის კი შიძლება აღმოჩნდეს ასეთი სახემ მაგრამ სულ ტყუილად. მთავარი არა გარეგნობა, არამედ შენი სულია, ვინ ხარ, როგორი ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ... უბრალოდ, სტერეოტიპები იმდენად ძვალსა და რბილში გაგვიჯდა, რომ მცირე ცვლილებასაც მძაფრი კრიტიკით ვხვდებით და ეჭვის თვალით ვუყურებთ...


0
392
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0