x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ!“ - სუხიტაშვილი წიკლაურს
image


მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით დაინფიცირდა. მას ვირუსის მძიმე ფორმა აქვს. წიკლაური, გორის ჰოსპიტალში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.' სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, რომ წიკლაური გორის ჰოსპიტალში უკვე თვეზე მეტია იმყოფება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯოესება ვერ ხერხდება.

.

მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრი ადამიანი განიცდის და სოციალური ქსელის საშუალებით შეძლებისდაგვარად ამხნევებენ მას. წიკაურის გულშემატკივრებს შორის ერთ-ერთი მისი კოლეგა, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილია.


.

„არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ და გვინდა, კიდევ დიდხანს იყო“, – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი და უფროს კოლეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

.

რაც შეეხება წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავისი მეგობრის, ნუგზარ კვაშალის თქმით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

კვაშალი საზოგადოებას წიკლაურისთვის ლოცვას სთხოვს.

0
302
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0