x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რ ბგერის წარმოთქმის პრობლემები და ,თუ რა გზით შეუძლია პედაგოგს ყოველივე ამის აღმოფხვრა
image

ვინ არის პედაგოგი?რა არის პედაგოგის მოვალეობა?მხოლოდ ნიშნების წერა და ცოდნის გაზიარება? პედაგოგს ძალიან ბევრი მოვალეობა აქვს .პედაგოგს შეუძლია ერთ-ერთი ენათმეცნიერების დარგის, ფონეტიკის, დახმარებით აღმოფხვრას მოსწავლის მეტყველების დარღვევები.ახლა მინდა, რომ გაგაცნოთ რ ბგერის წარმოთქმის პრობლემები და, თუ რა გზით შეუძლია პედაგოგს ყოველივე ამის აღმოფხვრა.რ სამეტყველო ბგერათა შორის ყველაზე ძნელად წარმოსათქმელი ბგერაა. ამ ბგერის წარმოთქმისას ენას სჭირდება მეტად რთული და დიფერენცირებული მოძრაობის შესრულება: რ ბგერის წარმოთქმისას ენა განსაკუთრებით დაძაბულია და სწორი არტიკულაციიდან მცირეოდენი გადახრა იწვევს ამ ბგერის დაზიანებას.

რ ბგერის დარღვევას ეწოდება როტაციზმი, მისი სხვა ბგერის შენაცვლებას კი პარაროტაციზმი.რ-ს წარმოთქმის დარღვევის გამოსწორებისათვის საჭიროა პედაგოგმა გამოიყენოს მხედველობითი, სმენითი და კინესთეზიური ანალიზატორები და მუშაობა ჩაატაროს შემდეგნაირად:

1) სარკის წინ უნდა დავანახოთ რ - ბგერის სწორი არტიკულაცია და გავაცნობიეროთ მათი ნაკლი.


2) შევამოწმოთ ფონემატური სმენა და საჭირო შემთხვევაში ჩავატაროთ მუშაობა მის გასავითარებლად.

3) ჩავატაროდ არტიკულაციური ვარჯიშები. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ენის მოქნილობას, დიფერენციული მოძრაობებისა და თრთოლვის უნარის გამომუშავებას:

ა) ენის აწევ-დაწევა და ენის წვერისათვის სხვადასხვა მდგომარეობის მიცემა (ნიჩბისებური, კოვზისებური, ისრისებული).

ბ) ენის წვერით ტუჩების, კბილების და ალვეოლების შეხება და მოლოკვა; ენის ზურგის შუა ნაწილის აწევ-დაწევა.

გ) ვარჯიშები ენის წვერის ასათრთოლებლად:

1) მიწოვითი სასიდან, ენის ზურგის მიწოვა და მოცილება.

2) შებერვითი - ტუჩებით შებერვა თფრრს მსგავსი ბგერების მისაღებად, შებერვა კბილთაშუა გამოყოფილ გაბრტყელებულ ენაზე, იგივე ვარჯიში ცხვირის ნესტოების დახშვით, ენის წვერზე მიწებებული ქაღალდის მოცილება შებერვით, შებერვა მსუბუქ საგნებზე (ქაღალდზე, ბამბაზე, ბუმბულზე).

სარკის წინ გავაღოთ პირი და წარმოვთქვათ დ-დ-დ ტემპის თანდათანობითი აჩქარებით. ამით ვითარდება ენის წვერის მოქნილობა და სწრაფი პერიოდული რხევის უნარი.წარმოვთქვათ რ ბგერა დაჭიმული ენის წვერით და გაბმით რრრრრ.

რ-ს ძლიერი ვიბრაციით წარმოვთქვამთ:რირ, რერ, რარ.რორ, რურ.

ბგერა რ გამოვიყენოთ სიტყვებში, ენის გასატეხებსა და სავარჯიშო ფრაზებში.

რიყე, აპრილი, მარილი, პური, ნაცარი, წვრილი, ყრილობა, ქამარი, ზღაპარი, გიშერი...

თრითინა, თრთოლა, თეთრი, რთველი, ქართული, ტრაქტორი, კიტრი, მტრედი, სტრიქონი, დროშა, ფერდობი...

„კარო რკინის კოჭიანო
რას ჭრიჭ-მიჭრიჭ-მოჭრიალობ,
რა გაქვს საჭრეჭ-საჭრიალო?“

„რვალი რამ რეკდა, რემანი
რბოდნენ, რანდავდნენ რიდეთა.
რულში როკავდა რამინი-
რეტის რტოს რგავდა რიდითა.“

ამ გზით შეუძლია პედაგოგმა რ ბგერის წარმოთქმის პრობლემების გამოსწორებაში მოსწავლეს დაეხმაროს.თუმცა, არსებობს ისეთი სახის პრობლემები, რომელთა გასწორებაც მხოლოდ ლოგოპედს შეუძლია ამ შემთხვევაში პედაგოგი ვერ დაეხმარებს .

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ინნაბ ასლანოვა
ინნაბ ასლანოვა
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0