x
მეტი
  • 21.01.2021
  • სტატია:107061
  • ვიდეო:350357
  • სურათი:474502
ნუ დაალევინებთ პატარას რძეს ბოთლიდან! - 11 სახალისო ტაბუ კვებასთან დაკავშირებით


image





1.არ მიირთვათ არაფერი,

გარდა ბაყაყების, ვირთხების, ციყვებისა და წვრილი თევზებისა!-





image

მალაიზიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ორანგ ასლის ტომის ქალებს ორსულობის პერიოდში აქვთ მკაცრი აკრძალვები კვებასთან დაკავშირებით, უნდა დაიცვან მკაცრი დიეტა.

კერძოდ,

ტომის ტრადიციების შესაბამისად, მათთვის ნებადართულია მხოლოდ წვრილი არსებებით, ცხოველებით: ვირთხებით, ბაყაყებით, ციყვებით და პატარა თევზებით კვება, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არსებები უფრო სუსტ სულებს შეიცავენ და ამდენად, უარყოფით გავლენას ვერ მოახდენენ ნაყოფის ჯანმრთელობაზე.



2. არ მიირთვათ

ხორცისმჭამელი თევზები!





image

ბრაზილია ცნობილია არა მხოლოდ ფეხბურთით, არამედ ხმაურიანი დღესასწაულებითა და კარნავალებითაც. ამასთანავე, ქვეყანაში პოპულარულია ზღვის პროდუქტები, თუმცა აკრძალულია ხორცისმჭამელი თევზებით კვება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი შეიძლება, შხამის, ან რამე დაავადების მატარებელნი იყვნენ. ამის მაგალითია თუნდაც შხამიანი თევზი ფუგუ.




3.ნუ დაალევინებთ ახალშობილს რძეს

პირდაპირ ბოთლიდან!


image


შეიძლება, უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პატარას რძის გამოკვებასთან დაკავშირებით არაერთი ტაბუ არსებობს. მაგალითად, ნიგერიის ზოგიერთ მხარეში მიაჩნიათ, რომ თუ პატარას ქოქოსის რძეს სისტემატურად დაალევინებენ, ისინი სიმაღლეში უაზროდ, ზედმეტად გაიზრდებიან.

იამაიკაში მშობლებს არ მოსწონთ ახალშობილების რძით ბოთლის გამოყენებით გამოკვების იდეა. მიაჩნიათ, რომ ეს პატარებს უბიძგებს მავნე ჩვევისაკენ, ზრდასრულობისას მათ ექნებათ ალკოჰოლიზმისაკენ მიდრეკილება (ბოთლი ხომ ალკოჰოლთან ასოცირდება, ძირითადად).




4.არ გაბედოთ ძროხის ხორცის მირთმევა!

image


იდოეთში ძროხა წმინდა ცხოველად მიიჩნევა და მისი ხორცით კვება აკრძალულია, ისევე, როგორც მაჰმადიანურ ქვეყნებსა და ებრაელებში ღორის ხორცია აკრძალული, რადგან იგი უწმინდურ, ბინძურ ცხოველად და ამდენად, მისი ხორცი ჯანმრთელობისათვის საშიშად მიიჩნევა.






5.ნუ მიირთმევთ ახალ ხილსა და ბოსტნეულს!


image

პაპუა-ახალ გვინეაში ქალებს კრიტიკულ დღეებში აკრძალული აქვთ ქორფა, ახალი ხილის, ბოსტნეულისა და ხორცის მირთმევა, არც სხვებისათვის ახალი კერძების მომზადების უფლება აქვთ. ტომში

არასწორი წარმოდგენა აქვთ კრიტიკულ დღეებზე და ეს სავსებით ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესი დაავადებად მიაჩნიათ, რომელიც შეიძლება, სხვებსაც, მამაკაცებსაც გადაედოს.





6.ნუ გადაყრით საკვებს, კერძს!


image

მუსულმანური კულტურის მრავალ ტაბუთაგან ერთ-ერთი მეტად საინტერესო ეხება კვებას. კერძოდ, თუ თქვენ ტრაპეზისას საკვები, მაგალითად, პურის ნაჭერი დაგივარდათ, უნდა აიღოთ იატაკიდან, აკოცოთ, მიიტანოთ შუბლთან და შემდგომ დააბრუნოთ თეფშზე. ამით უბრალოდ ნარჩენების ეკონომიას კი არ აკეთებენ, დანაკარგს კი არ ამცირებენ, არამედ საკვებისადმი პატივისცემას გამოხატავენ, რამდენადაც იგი ღვთის საჩუქრად მიაჩნიათ.






7.ნუ გამოკვებავთ პატარას

ქათმის ხორცითა და კვერცხით!


image

იამაიკაში მშობლებს სწამთ, რომ არ შეიძლება პატარასათვის ქათმის ხორცისა და კვერცხის მომზადება. მათ სჯერათ, რომ თავიანთი პატარები ვერასოდეს ისწავლიან ლაპარაკს, თუ პირველი ენის ადგმამდე გამოკვებავენ წიწილის ხორცით.

ნიგერიელი მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდი ბავშვების კვერცხით კვების შემთხვევაში, ისინი ქურდები იქნებიან.

ჩინელ მშობლებს სჯერათ, რომ ქათმის ხორცი უარყოფით გავლენას ახდენს სწავლის უნარზე, მეხსიერებაზე და ამდენად, აკრძალულია პატარებისათვის.





8.ნუ დათანხმდებით კერძის გადაღებაზე

პირველ ჯერზევე!


image

თუ თქვენი მასპინძელი იტალიელია, მაშინ ნუ დათანხმდებით პირველივე შემოთავაზებას კერძთან დაკავშირებით. არც იმაზე იდარდოთ, რომ გემრიელი ვახშამი, ან სადილი დაკარგეთ, რადგან მასპინძელი აუცილებლად შემოგთავაზებთ მას ხელმეორედ.

ამასთანავე, იტალიელ მზარეულს პირველი თქვენ ნუ სთხოვთ პარმეზანის ყველს, დაელოდეთ, სანამ თვითონ შემოგთავაზებთ. თქვენი მხრიდან ინიციატივის გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ სადილით//ვახშმით კმაყოფილი არ ხართ, რომ სუფრაზე არომატი დაგაკლდათ და ახალ გემოს ეძებთ.


9.ნუ დაიწყებთ სადილობას სუფრის უფროს წევრებზე ადრე!


image


თუ კერძის პირველად შემოთავაზებაზე უარით იტალიელი ბებოებისადმი

პატივისცემას გამოხატავთ, კოლუმბიაში სუფრასთან უპირველესად უფროსი ასაკის ადამიანს უნდა მოემსახურონ. აუცილებლად უნდა დაველოდოთ, სანამ ჯერ სუფრის უფროსი წევრი გადაიღებს პირველ კერძს და დაიწყებს ტრაპეზს.






10.ნუ გამოიყენებთ დანა-ჩანგალს

და ნურც მარცხენა ხელს!


image


მსოფლიოში ძირითადად ნორმად მიიჩნევა დანა-ჩანგლით ჭამა და თითებით ამის კეთება უხერხულია, თუ, რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება ბურგერებს, პიცას, ან სხვა მსგავს კერძებს. განსხვავებით მათგან, ინდოეთში თავაზიან ჟესტად მიიჩნევა თითებით ჭამა. კერძოდ, ინდოეთში ადამიანები იყენებენ თითებსა და პურის ნაჭრებს, რათა ბრინჯი, ან სხვა კერძი გადაიღონ საერთო თეფშიდან. ამასთანავე, ამ მიზნით დასაშვებია მხოლოდ მარჯვენა ხელის გამოყენება, ხოლო მარცხენა ხელის გამოყენება შეურაცხმყოფელად მიიჩნევა.






11."არა" ღორის ხორცს!

image


თუ ინდუსებისათვის ძროხაა წმინდა ცხოველია და ინდოეთში დაუშვებელია მისი ხორცის ჭამა, მაჰმადიანებისა და ებრაელებისათვის ღორი ბინძური, უწმინდური ცხოველია და ამიტომაც ერიდებიან მისი ხორცით

კვებას.










სტატიას ნუ მოიპარავთ !!!

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0