x
image
თორნიკე55
ფოტოზე ხედავთ რიტუალს, რომლის დროსაც სასქესო ორგანოს უმოწმებენ მომავალ პაპს
ფოტოზე ხედავთ რიტუალს, რომლის დროსაც სასქესო ორგანოს უმოწმებენ მომავალ პაპს. რიტუალი აუცილებლად სრულდებოდა პაპის კურთხევამდე რამდენიმე დღით ადრე.
მომავალი პაპი ჯდება სავარძელზე, რომლის ქვეშაც დამალულ სივრცეში ექცევა მისი სასქესო ორგანოები. ამის შემდეგ სავარძლის ქვეშ ხელს ჰყოფს დიაკონი ან რომელიმე კარდინალი და უმოწმებს მამაკაცურ ღირსებას. იმის შემდეგ რაც ხელით მოსინჯავს და დარწმუნდება რომ ყველაფერი რიგზეა, ის ორჯერ დაიყვირებს "ovum - კვერცხი" .
ეს რიტუალი სათავეს იღებს მას შემდეგ, რაც რომის პაპებს შორის ქალი "გაეპარათ".
წყაროების მიᲮედვით 855 წელს რომის პაპი ლევ მეოთხეს სიკვდილის შემდეგ მის ადგილას ავიდა "პაპესა იოანა" . ის, რომ ქალი იყო, აღმოაჩინეს 857 წლის 20 ნოემბერს, როდესაც პაპესას პირდაპირ ლიტურგიის დროს დაეწყო სამშობიარო ჭინთვები. თან დაეწყო ზუსტად იმ დროს როცა მიდიოდა მსვლელობა კოლიზეუმსა და წმინდა კლიმენტის ეკლესიას შორის. ქალი იმ წამსვე ჩაქოლეს ქრისტიანებმა თავისივე ახალშობილი ბავშვითურთ, როგორც რწმენის შეურაცწმყოფელი. პაპესა იოანას სიკვდილის ადგილას დიდი ხნის მანძილზე იდგა სამრეკლო. თუმცა ვატიკანს სურდა მოეშორებინა ეს სამარცხვინო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან და სამრეკლო აიღო. ასევე გაქრა საფლავის ქვაც პაპესას დაკრძალვის ადგილიდან.რომი
0
438
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0