x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პროტესტი - ჟურნალისტმა მაიკო ლომიძემ ანანიაშვილის პუანტები ნაგავში გადაყარა „ახლა მივხვდი, მათი ადგილი სადაა“
image


ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

.

ნინო ანანიაშვილის ამ გადაწყვეტილებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ბალერინას ეს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა, მათ შორის „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მაიკო ლომიძისთვისაც, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა და პროტესტის ნიშნად პრიმა-ბალერინას პუანტები ნაგავში გადაყარა.


,

„რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობრებმა საქველმოქმედო აუქციონი მოაწყვეს. ნინო ანანიაშვილს ვთხოვეთ, რაიმე ნივთი შემოეწირა. მართლაც გადმოგვცა თავისი პუანტები, რომელშიც 1998 წელს უცეკვია. ერთი ბიჭი გამომყვა კაი ხანს ვაჭრობაში, მაგრამ არ დავუთმე და ყველაზე ძვირფასი ლოტი მე დამრჩა. მას შემდეგ კარადაში ვინახავდი, მათ გამოსაფენად შესაბამისი თარო, ნიშა, დისპლეი აქამდე ვერ მოვიფიქრე. ახლა მივხვდი, სადაა მათი ადგილი
ო, როგორ დამენანა!

.

პუანტებიც, ცხადია, მაგრამ უფრო მეტად ბრწყინვალე კარიერის ასეთი სამარცხვინო დასასრული.
რუსეთი ოკუპანტია!

ყველა კოლაბორაციონისტი - ნონ გრატა!

ხოლო ზოგიერთი - PRIMA NON GRATAE!“- წერს ჟურნალისტი.

.

.

განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის გამო გული აქვს გახეთქვაზე და პრიმა-ბალერინას ამგვარმა გადაწყვეტილებამ გული დაწყვიტა.

.

„როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებულ გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ბერლინიში, ბერლინის კაბარეებში უნდა გავართო გერმანელი ოფიცრებიო, მერე რა რომ ომი გვქონდაო...

.

ნინო ანანიაშვილი გენიალური ბალერინაა, არასოდეს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ იორკში, სადაც 50 წუთი ხალხი ტაშს უკრავდა.

.

ეს არის პირადი არჩევანი, რასც გამართლება არ აქვს... გული მაქვს გახეთქვაზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი აქცენტების“ ეთერში.

* * *

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი იუწყება, რომ აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან, ინ­ფორ­მა­ცი­ას „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს.

.

„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ).

.

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

.

ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, - წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე.

.

თავად ნინო ანანიაშვილს ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. თუცა, მანამდე ის აღნიშნავდა, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში ბევრი თეატრი გაჩერდა, მათ შორის უმოქმედოდაა ქართული დასი, ამდენად ის თავისუფალ დროს ნოვოსიბირსკის თეატრს მოახმარდა და პარალელურად ქართული ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად დარჩებოდა.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0