x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამ ხალხის ვერ გამიგია, ყველა პატიმარს ერთნაირად უნდა მიუდგეს შეწყალების აქტიო

image თბილისში და რუსთავში სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან პატიმრების ოჯახის წევრები და ნათესავები აქციებს მართავენ, შეწყალების აქტი ყველას შეეხოსო!
თქვე კარგი დედის გაზრდილებო, მესმის ის პატიმრები თქვენთვის ძვირფასი ადამიანებია და გინდათ შეწყალება შეეხოთ, მაგრამ მათგან დაზარალებულ ოჯახებს რა პასუხს სცემთ?
ჩემი აზრი ასეთია შეწყალების და ვადის შემცირების აქტი აუცილებლად უნდა შეეხოს იმ პატიმრებს, ვინც მსუბუქი დანაშაულის გამო იხდის სასჯელს, მაგრამ ეს აქტი არ უნდა შეეხოს რეციდივისტებს, მკვლელებს და მძიმე მუხლით ბრალდებულებს.
როგორ შეიძლება ერთ ჭრილში განვიხილოთ ციხეში უმსხვერპლო ავარიის გამო მოხვედრილი პატიმარი და ნარკოტიკების გასაღებისთვის ან მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მისჯილი პატიმარი?
იმედია მძიმე დანაშაულისათვის მისჯილი პატიმრების ნაცვლად სრული შეწყალების და სასჯელის ვადის შემცირება შეეხება ციხეში პირველად, მსუბუქი დანაშაულისათვის მყოფ პატიმრებს.
რაც შეეხება კოვიდ ინფექციას, ეს მართლაც არაა სახუმარო თემა და იმედია სათანადო ზომები იქნება გატარებული ციხეების თანამშრომლების და პატიმრების უსაფრთხოებისათვის.

0
85
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0