x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ინვიქტა-დაუმარცხებელი

კალამი

ზაირა არსენიშვილი

დაუმარცხებელი, ზუსტად ეს სახელი ზუსტად შეესაბამება ჩვენი დროის ერთ-ერთ გენიალურ მწერაალს, ქალბატონ, ზაირა არსენიშვლს.


დაიბადა 1933 წლის 30 ნოემბერს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1956 წელს II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად, უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 70-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა კინოში, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, ერლომ ახვლედიანთან ერთადსსრკ სახელმწიფო პრემია, 1980), „დღეს ღამე უთენებია“ (1983 — საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1984), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ საეკრანო ვერსიისათვის (სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე, 1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა „ბედნიერება“ (ნუცა ალექსი-მესხიშვილი, 2009). იყო ავტორი რამდენიმე რომანისა, მ. შ., „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის“ (1997; საქართველოს სახელმწიფო პრემია – 1998)..

ეს მშრალი და მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაციაინვიქტასშესახებ.ვრცლად კი ახლა განვიხილავთ იმ რომანის ირგვლივ, რომელიც მან დაწერა და ქარრთველი მკითხველისთვის ცნობილი მხოლოდ 2019 წელს გახდა.ამ წიგნს “ვა, სოფელო” ეწოდება.

იგნი მოგვითხროს 20-30 წლების თელავის ცხოვრებას და სამი კონკრეტული ქალის ამბით აღწერს იმ ტრაგედიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სუფევდა.აღსანიშნავია, რო არ არსებობს სხვა ზაირასოდენა მწერალი ქართულ სივრცეში.გვყავდნენ მწერლები, მათ შრის, საბჭოთა საქართველოში, რომლებიც წერდნენ ქართულ ჭირზე, მაგრამ ეს ხდებოდა შეფარვით, რადგან ძრწოდნენ ცენზურის შიშით.როგორც თავად ქალბატონი ზაირა იხსენებს, როდესაც ქართულ წიგნებს კითულობდა და მას ამერიკულ ნაწაროებებს ადარებდა, იგი ვერ გრძნობდა იმ პატრიოტულ ამოძახილს, რასაც ფოლკნერის წიგნებში ხვდებოდა.

აირა, პატარა გოგონა რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო.მამაისი 1937 წელს დახვრიტეს, პაპამისი გააკულაკეს, ჩამოართვეს ის ქონება, რომელიც სისხლისა და ოფლის ფასად წლების მანძილზე დაააგროვა მისმა ოჯახმა.იგი იხსენებს “არ გეგონოთ საბჭოთა ხელისუფლება მშრომელი ხალხისთვის მოსულიყო, არა მათ ყველა ჭკვიან, მშრომელ, პატიოსან ადამიანს, იქნებოდა ეს გლეხი თუ თავადი, ჩამოართვეს ყველაფერი რაც გააჩნდათ და დაურიგეს ბოგანოო ადამიანებს, რომლემბაც სრულიად იავარქმნეს ჩვენი მემკვიდრეობა.წითელი არმია შეეხო ყველას, თავადსაც და გლეხსააც.პაპაჩემი გააკულაკეს და, იცით, კულაკები უწოდეს ტვინითა და ჯან-ღონით სავსე ადმიანებს, ვინც საკუთარი შრომით მოიტანა ცხოვრება ჩვენმდე.მამა 1937 წელს დახვრიტეს, პაპას ისეთი შავნაღვლიანობა შემოაწვა, რომ რამდენიმე თვეშ გარდაიცვალა.ასე ამბობდა, რამდენი სიმწარე მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ უბედური არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ეხლა უბედური ვარ რომ ჩემს შვილს ვერაფრით ვეხმარებიო.

მიუხედავად შავსიელის შვილობისა, მე არასსდროს მიგვრძნია შევიწროება და ჩაგვრა სკოლაში.ალბათ, მე თვითონ ვიყავი ეგეთი ტიპი, რომ არავის დავეჩაგვრინებოდი.როცა სტალინი გარდაიცვალა მაშინ მთელი ქალაქი კი არა მთელი ქვეყანა ტიროდა, მე, რა თქმა უნდა, არ განმიცდია და არ მწყენია მისი გარდაცვალება, მაგრამ მაინც ძალიან შეცბუნებული ვიყავი, ვფიქრობდი ნეტა რა იქნება?შემდეგ რა მოხდება?იმიტომ რომ სტალინი იყო ჩვენთვის ყველაფერი.ერთხელაც დედამ შემნიშნა, რომ ცოტა დათრგუნული ვიყავი და ძალიან გამიწყრა.შენ სადაური ჩემი შვილი ხარ, სტალინის სიკვდილს რომ დაუმწუხრებიხარო?შემდეგ იყო 9 მარტი, იცით აი გაგიჟებული ვიყავი, ღმერთო ჩემო ესენი ვის ჭირისუფლობენ?კაცს, რომელმაც სრულიად ფეხქვეშგათელა ქვეყანა და კაცს რომელიც ჩვენი ჯალათია, ნუთუ მაგას ჭირისუფლობენ?არ ვიცი, აი დღესაც კი ვერავინ, ვერსად ვერ შეედრება ამ კაცის სისასტიკეს, ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე და სისასტიკე.”

და მაინც რა არის ამ ქალში განსაკუთრებული?იგი არასდროს შედრკა, არსდროს გარდაიქმაახალ ადამიანად”, წიგნს სახელადვა, სოფელოწერდა იმ დროში, როცა ნახევარი საქართველო გაციმბირებული და გაუბედურებული იყო.მას არასდრპს შეშინებია, არასდროს დაუხევია უკან.ეს წიგნი ზუსტად, პირდაპირ, დაუფარავად გამოხატავს იმ დროის მუხანათობას, რომელშიც ცხოვრობდა.

ევრი ეუბნებოდა თურმე თავი დაანებე, დაგიჭერენ, დაგხვრეტენ, გაგაციმბირებენო, მაგრამ არა ზაირა, მაინც იმ იყალთოელ ჯიუტ გოგონად რჩებოდა, რომელსაც მამა წაართვეს, გამზრდელი პაპა ფაქტობრივად მოუკლეს და საკუთარი სახლიდან გამოაგდეს.ვერცერთი ქართველი მწერალი, ვერ ილია, ვერც დუმბაძე, ვერც ჯავახიშვილი ვერ შეედრება ზაირას პიროვნებას.ყველა მათგანის ნაწერში იგრძნობა შიში, გარდა ზაირას ნაწარმოებისა.იგი პირველად 2011 წელს გამოვიდა, სულ რაღაც 200 ეგზემპლარი და ვერც გაიცნო საზოგადოებამ, თუმცა 2019 წელს სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა და დღეს არისტოკრატ მკითხველთა თაროებზე აუცილებლად შეხვდებით, მათ თაროებზე, ვინც იცის რას ნიშნავს იყო ამ ქვეყნის შვილი.”ვა, სოფელოუკვე ფრანგულადაც ითარგმნა და მინდა აღვნიშნო, რომ მისი წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენც გაიმეოროთვა, სოფელო რაშიგან ხარ, რას გვარგუნებ, რა ზნე გჭირსა”.

ალბატონი ზაირა ოპერაში მუშაობდა 15 წლის მანძილზე და, როგორც თვითონ ამბობს, ეს მის ემოოციური წონასწორობის შენარჩუნებაში ძალიან დაეხმარა.სამწუხაროა, რომ ამ ქალბატონს სიცოხლეში არ ჰქოდა საკადრისი პატივისცემა, ის აუცილბლად უნდა ისწავლებოდეს სკოლებსა და სხვა სასწავლებლებში.შესაძლოა მისი ნაშრომი, ლიტერატურულ ჭრილში არ არის დიდებული, მაგრამ დიდებულია მისი დოკუმენტური სიზუსტე და ასევე დიდებულია თავად ავტორი.მისი პიტოვნების სიდიადე სცდება ყველა ჩვენთვის ცნობილი ქართველი მწერლისას.მიუხედავდ იმმისა, რომ დაიბადა და გაიზარხა საბჭოთა კავშირში, ის არასდროს გახდა ამ საზოგადოებრივი წყობის პროდუქტი.მისი სული ვერაფერმა დააპატიმრა, ისევე როგორც გონება.

არმოიდგინეთ, რომ ამ ქალმა იმ დროშივე სცადა წიგნის გამოქვეყნება, ეს წიგნი კი არა მხოლებაა, და ძიროთადად ასეთი მხილებები, ხომ მოგვიანებით ქვეყნდება ხოლმე, როცა გადავლილია შიში დასჯისა, მაგრამ, არა, ზაირამ მაშინვე მიიტანა ნწყვეტები გაზეთში.

ღსანიშნავია, რომ არსბებოდა, უამრავი პატრიოტი ადამიანი სახელმწიფო სამსახურებშიც კი, ასეეთია სწორედ იმ გაზეთის რედაქტორი, რომელშიც მიიტანა ტავისი ნაშრომი, რედაქტორს ჩაულაპარაკებია, ეს ქალი გიჟია თუ ჭკვიანი, როგორ გაბედა ამ ტექსტის გამომზეურებაო.რა თქნა უნდა, არ დაუბეჭდა, მაგრამ არც დაასმინა.სწორედ ესაა გმირობის ტოლფასი, მისგან, როგორც ჩვეულებრივი მუშაკისგან.არ დაასმინა და არც ირიბად მისცა სხვას ამის საშუალება.როგორც ჩანს, თავისი შეუპოვარი ბუნების გარდა ბედიც სწყალობდა ქალბატონ ზაირას, თორემ სხვა შემთხევავში აუცილებლად გააციმბირებდნენ.ეს არ იყო პირბელი შემთხვევა, როცა საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დააყენა, პირველად სკოლაში შემდეგ უნივერსიტეტშიც კი იყო შემთხვევები, როცა მისი ბედი სასწორზე ეკიდა.


„ო, გევედრები მუხლმოყრილი, ღმერთო მაღალო,
ხალხის ბედ-იღბალს ნუ მიანდობ უგულო ჯალათს,
ვისაც ღირსება და სიცოცხლე იმავ ხალხისა
ჩირად არ უღირს.
ხელაპყრობილი გსასოებ, ღმერთო,
ნუ აღაზევებ ქვეყნის გამგედ ხარბს და უტიფარს,
ვინც თავის მოძმეთ, ვით ბოგანო აღზევებული,
წაგლეჯს მონაგარს... და ვინც ქვეყანას,
ვით ეშმაკი უპატრონო ეკლესიას
შეესევა წასაბილწად და დასამხობად.
უფალო, კვლავაც გევედრები,
მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს და უმეცარს,
ვის ტვინშიაც ჩიტი ნისკარტს ვერ დაისველებს,
შენ შეაფერხე ფუჭი სრბოლა მწყრების სპასპეტთა,
თქარათქურით რომ მიაჭენებენ ცხოვრების შარას,
და მხოლოდ მტვრით და კორიანტელით გვივსებენ თვალებს...
ო, არა, არა, უფალო ჩემო, არ აბოგინო წინამძღოლად ის მობურთალი,
რომელიც ლამობს, დედამიწა გააბურთაოს!!“

ეს ერთ-ერთი მისი გამოქვეყნებული ლექსია, ალბათ თავად განსჯით ვისთნ გაქვთ საქმე.ამ ქალმა შექმნა არა მხოლოდ წიგნი, არამედ ისეთი სახელმძრვანელო, როგორიც აქამდე არ არსებულა და სავარაუდოდ ახლო მომავალშიც არ იარსებებს.განცდები, სურვილები, მოლოდინები , რომელიც მის წიგნშია აღწერრილი ნამდვილად რომ უნაკლო და პირველყოფილია, თავისუფალია ყველანაირი ცოდვისგან და საზოგადოებრივ-კულტურული წნეხისგან.

ოგორც იცით, წითელი ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედაც რომ ახალი ადამიანის შექმნა და კაცთა გარდაქმნა იყო.ეს მათ ნამვდილად მოახერხეს, ნამდვილად!სამწუხაროდ გარდაქმნეს ყველაფერი, კულტურა, საზოგადოება, კინო, თეატრი, წიგნი, სულიც და გონებაც, მაგრამ ერთ-ერთი ფენომენი, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს ეს ზაირა არსენიშვილია.ასეთი ადამიანები სულ თითზე ჩამოსათვლელია ჩვენს რეალობაში.შეგვიძლია ის ჯორჯ ორუელს შევადაროთ, მაგრამ მასზე კიდევ ბევრად მაღლა დგას, რადგან, ჯორმაც კი არ თუ ვერ მოიხსენია კონკრეტული სახელები და ადამიანები შეუცვლელად, მაგრამ ზაირამ ეს შეძლო და შეძლო პროცესის მომენტში, მაშნრ როცა ეს ყველაფერი უშუალოდ ხდებოდა.წერდა, წერდა და ამს დიდი ოსტატობით აკეთებდა, ამ ქალში არ მოიძებნება შიშის სულ მცირე მისხალიც კი, უფრო მეტიც ზაირას რომ სხვა ქვეყანაში ეცხოვრა, მისი შემოქმედება ნამდვილად მოახდენდა გადატრიაებას.იგი არისდაუმარცხებელი გენერალი”, რომელმმაც შეძლო და შეუნახა საზოგადოებას იმ დროის სიცხადე, რომელშიც დაიბადა, გაიზარდა, იცხოვრა და ფაქტობრივად გარდაიხვალა კიდევ, იმიტომ რომ დიდად ვერცვერაფერი იხილა მან შეცვლილი და გადასხვაფერებული სიცოცხლის ბოლო წლებში, მიუხედავდა იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ.

ასეთმა ადამიანებმა შეძძლეს სამყაროში დემოკრატიის დამკვიდრება და ადამიანის უფლებების დაცვა.

ზაირა არსენიშვილი, იყალთოელი, შემდგომ თელაველი და ბოლოს ვერელი ქალი არის უნიკალური ფენომენნი ჩვენს ქვეყანში, რომელსაც უბრალოდ ანალოგი არ ჰყავს.ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო და ჩვენამდე, უცვლელად მოიტანა მისი დროება.

ინვიქტა-დაუმარცხებელი ქალი, იგი მართლაც იმსახურებს სამყაროს ყველა ჯილდოს, რომლებიც შეიძლება გადაეცეს თავისუფალ ადამიანს.მან მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის ტყვეობაში გაატარა, მაგრამ ბოლომდე დარჩა ჩიტივით კი არა ცასავით თავისუფალი.

ზაირა

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0