x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დისოციაციური იდენტობის აშლილობა (დია)

image

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დისოციაციური იდენტობის აშლილობაზე (დია). ეს არის ფსიქოლოგიური აშლილობა, როდესაც ინდივიდში არსებობს ორი ან მეტი ცალკეული პიროვნება. ყოველ მოცემულ მომენტში ერთ-ერთი მათგანი დომინანტურია და ინდივიდის ქცევას წარმართავს. ამ დროს თითოეული წარმოქმნილი პიროვნება რაიმე ნიშნით ორიგინალური მეს საპირისპიროა. იდენტობის დარღვევას თან ახლავს მეს განცდის და გაცნობიერებულ მდგომარეობაში მოქმედების წყვეტა. ამასთან, მდგომარეობა ხასიათდება ყოველდღიური მოვლენების, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დავიწყებით, ისეთი ჩავარდნებით, რომლებსაც უბრალო გულმავიწყობას ვერ დავაბრალებთ. ეს აშლილობა უმეტესად იწყება მოზარდობის პერიოდში. სიმპტომები უეცრად ვლინდება და გრძელდება მრავალი წლის მანძილზე, თუმცა თან ახლავს რემისიის პერიოდი. აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ კულტურაში ამ აშლილობას უკავშირებენ შეპყრობილობას.
ფსიქოლოგების, გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს აშლილობა ერთგვარი დამცავი მექანიზმის სახით არის აღმოცენებული. კლინიკური გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი აშლილობის მქონე პაციენტების უმრავლესობა ბავშვობაში მძიმე ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, რამაც შემდეგ განაპირობა დისოციაციური იდენტობის აშლილობის ჩამოყალიბება.
დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახხელმძღვანელოს მიერ არის გამოყოფილი ამ აშლილობის შემდეგი კრიტერიუმები:

1. ორი ან უფრო მეტი განსხვავებული იდენტობა ან პიროვნული მდგომარეობის არსებობა. თითოეულ მათგანს საკუთარი თავის და გარე სამყაროს აღქმის და გააზრების მეტ-ნაკლებად მყარი პატერნი ახასიათებს.

2.არსებული იდენტობიდან მინიმუმ ორი გარკვეული მონაცვლეობით აკონტროლებს პიროვნების ქცევას.

3.მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის დავიწყება.

4. დარღვევები არ არის განპირობებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების უშუალო ფიზიოლოგიური ეფექტებით ან სომატური დაავადებებით.

აქვე უნდა გავითავლისწინოთ, რომ ეს სიმპტომები არ უნდა დავუკავშიროთ ბავშვებში წარმოსახვით მეგობართან თამაშს ან სხვა მათ მიერ გამოგონილ თამაშებს.
ამ აშლილობაზე საუბრისას ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ვახსენო ბილი მილიგანი. ბილი ამ აშლილობის ყველაზე ცნობილი მაგალითია. ის მოხვდა თითქმის ყველა ფსიქიატრიულ წიგნში. ის არის ადამიანი, რომლის სხეულშიც 24 პიროვნება ცხოვრობდა. 24 პიროვნებიდან მთავარი იყო მხოლოდ ათი, ხოლო დანარჩენი მეორეხარისხოვანი.
მთავარი პიროვნებები იყვნენ:
1. თვითონ ბილი
2. არტური- განათლებული ინგლისელი, წესრიგზე პასუხისმგებელი.
3. რეიგენი-კომუნისტი, ფლობდა კარატესა და იარაღებს
4. ალენი-ქურდბაცაცა
5. ტომი-ელექტრო ტექნიკის ოსტატი
6. დენი- 14 წლის შეშინებული ბიჭი
7. დევიდი
8. კრისტინი- 3 წლის გოგონა
9. კრისტოფერი
10. ადალინა ( 19 წლის ლესბოსელი, ხელოვანი)

ეს თემა თუ თქვენთვის საინტერესოა, გირჩევთ წაიკითხოთ დენიელ კიზის წიგნი „ბილი მილიგანის მრავალი გონება“. ამ წიგნმა მე გამიმყარა ის ვარაუდი, რომ ეს აშლილობა დამცველი მექანიზმის სახით აღმოცენდება. დენიელ კიზიმ უამრავი შრომა გასწია იმისთვის, რომ დაახლოებოდა ბილი მილიგანს და შემდეგ ყველა ინფორმაცია შეეკრიბა. ეს წიგნი კარგად წარმოაჩენს ამ აშლილობას და მკურნალობის გზებს.


0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ფურცელაძე
ანი ფურცელაძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0