x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცხიმების «მჭამელი» 3 წასახემსებელი პროდუქტი

გახდომა, დიეტის გარეშე, ყველა ჭარბწონიანის ოცნებაა. ირგვლივ ხომ უამრავი მაცდური რამ არის, რომელიც დახვეწილ არომატს გამოსცემს და დასაგემოვნებლად «გვეპატიჟება»? გადის დრო და ყოველი თავშეკავება, სხეულის გარეგნობაზე აისახება. მაგრამ, რა ფასად... მკაცრი დიეტები და საკვების შეზღუდვა, არა მარტო ხასიათს აფუჭებს, – ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. თუმცა, ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი...

აქ წარმოგიდგენთ 3 პროდუქტს, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ცხიმს პირდაპირ «ჭამს!» და სასურველი გარეგნობის დაბრუნებაში ან შენარჩუნებაში გვეხმარება!


ქიშნიში


image


100 გრ. ქიშმიში 276 კკალორიას შეიცავს! ეს ძალიან ბევრია და იმაზე მეტია, რასაც იმავე რაოდენობის თეთრ პურში შეიცავს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ზედმეტი წონის მოსაცილებლად, მასზე უკეთესი საშუალება არა არსებობს. ამასთან, მუქი ფერის სახეობა უფრო ეფექტურია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხიმის მოცილება წელის არეში არის საჭირო.

დღეში 30 გრ. ქიშმიში წასახემსებლად, საუკეთესო საშუალებაა დასანაყრებლად და ზედმეტი ცხიმის დასაწვავად.

ქიშმიში შეგიძლიათ დღის საათებში მიირთვათ.


ნუში


image


დიეტოლოგების უმრავდესობის აზრით, გახდომის საიდუმლო დანაწევრებულ კვებაშია და რომ, დღის მანძილზე, ხშირი და ყოველ ჯერზე, რომელიმე სახის პროდუქტის მიღება, გახდომას ნამდვილად უწყობს ხელს. ხოლო, საღამოს საათებში, ნუში ხილთან ერთად — წახემსების საუკეთესო საშუალებაა.


ზეთისხილი

image


ეს პროდუქტი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას და აკონტროლებს წონის მატებას. დღეში 10 ცალი ზეთისხილი ან 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი, ხელს უწყობს ცხიმების და მარილების ათვისებას და მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნას.


ეს 3 პროდუქტი, განსაკუთრებული თვისებების წყალობით, ხელს უწყობს საკვების სწრაფ ათვისებას და მას ენერგიად და ვიტამნების კომპლექსად გარდაქმნის. ამასთან, ცხიმების დაგრაოვებას არ იწვევს. გარდა ამისა, აღნიშნული პროდუქტების რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში, ადამიანს შიმშილის გრძნობა უქრება. შესაბამისად, კვების რაციონი თავისთავად მცირდება და მასთან ერთად – ჭარბი წონაც.

imageimageimage

imageimageimageimage




0
632
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
632
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0