x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურქეთში გაპარული წყვილი შერიგების სუფრაზე ნათესავებმა დახოცეს
image
მანამდე მამაკაცი გააუპატიურეს კიდეც.


თურქეთში 24 წლის გოგონას ნათესავებმა შერიგების სუფრაზე მოკლეს შეყვარებული წყვილი, აღსანიშნავია, რომ ქალ-ვაჟი თავად მიიწვიეს ოჯახში. ამაზრზენი ამბის დეტალებს Daily Mail -ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.



როგორც ცნობილი გახდა ოჯახი გოგონას ბიძაშვილზე დაქორწინებას აიძულებდა, თუმცა გოგონა შეყვარებულთან ერთად გაიპარა.

image


გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ბაირამოზუში მცხოვრებ 24 წლის ვილდან ინცეზე ნათესავები ზეწოლას ახდენდნენ, რომ მისი ბიძაშვილზე რელიგიური წესით დაქორწინებულიყო. მაგრამ გოგონამ და მისმა 25 წლის შეყვარებულმა ოსმან ცელიკმა ორი თვის წინ გაქცევა მოახერხეს.


ოჯახი ეძებდა გაქცეულ წყვილს, მაგრამ ვერ მიაგნეს იმ მომენტამდე, სანამ საახალწლოდ თავად წყვილი არ დაბრუნდა სოფელში.გოგონას ოჯახმა გაიგო ეს ამბავი და წყვილი ოჯახში "შერიგების სუფრაზე" მიიწვია, სადაც ტრაგიკული მოვლენები დატრიალდა.


შეყვარებულები სასიკვდილოდ დაჭრეს, ხოლო მანამდე ახალგაზრდა კაცი გააუპატიურეს კიდეც. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მათი ცხედრები სოფლის გარეთ დაკრძალეს.

image

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ოსმანის ნათესავებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ვერ უკავშირდებოდნენ ბიჭს. გამოძიების დროს სამართალდამცავებმა გოგონას ოჯახი დაკითხვაზე გამოიძახეს, რომლის დროსაც მათ აღიარეს დანაშაული და ასევე მიუთითეს ის ადგილი, სადაც წყვილი დამარხეს.


გვამების აღმოჩენის შემდეგ, გოგონას მამა, ძმა, ბიძაშვილი, რომელზეც იძულებით ათხოვებდნენ და კიდევ ორი ​​ნათესავი დააკავეს

2
657
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
657
  
2021, 10 იანვარი, 0:12
რა ბარბაროსი არაადამიანი ერია, არ ვარ ნაცისტი, მაგრამ ამაზრზენია რასაც ვკითხულობ, უკვე მერამდენე შემთხვევაა!
2021, 9 იანვარი, 15:44
გამეგლიჯა გული. რა საშინელი ხალხიაააა
0 1 2