x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
11 ყველაზე საშიში ადგილი მსოფლიოში

image



1. "სამეფო სპილოები" ჩონბურში, ტაილანდი


image


ტაილანდში არსებობს ასეთი ადგილი "სპილოების სამეფო", რომელიც ნიანგების სამყარო უფრო შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მათი რაოდენობა აქ ურიცხვია.


ნიანგების ამ ფერმაში ტურისტები მეპატრონისგან ქირაობენ პატარა ნახევრად დახურულ ტივტივებს, რომლითაც მიდიან ნიანდგებთან, რათა ნახონ ისინი და დააპურონ.


ისინი იყენებენ ძროხის ან ხორცის ნაჭრებს, რომლებიც მიმაგრებულია წნელებზე.






2. სიკვდილის ველი / აშშ



image


წყლის გარეშე აქ მხოლოდ 14 საათი გაძლება შეიძლება.


მთათაშორისი ღრმული აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის.


ველის ტერიტორიაზე მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი წერტილი (სიმაღლე ზღვის დონიდან -86 მეტრი). სიკვდილის ველის ტერიტორიაზე 1913 წელს დაფიქსირდა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი ტემპერატურა +56.7 °C. ვერცერთი მეცნიერი ვერ ხსნის გასაოცარ ფაქტს, რომელიც სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარე დამშრალი ტბის ფსკერზე ხდება, სადაც მოძრაობს 30 კილოგრამიანი და მეტი წონის მქონე ქვები, რომლებიც მინიმუმ 10 მეტრი სიგრძის კვალს ტოვებენ. (wiki)





3. აფარის ღრუ, ეთიოპია


image


ერტა ალევის ვულკანი, ეთიოპიაში აფარის რეგიონში, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვულკანია. რომელსაც მცირე მიწისძვრები სდევს თან და ქმნის უამრავ ღრმა უფსკრულს. კრატერი ორი ლავის ტბა მოძრაობს, ლავის რაოდენობა მუდმივად იცვლება და რყევებთან ერთად დედამიწის ზედაპირი იწყებს წვას.





4. გველის კუნძული, ბრაზილია


image


ეს კუნძული ფართოდ არის აღიარებული, როგორც პლანეტის ყველაზე საშიში ადგილი, რომელიც სავსეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი, ამერიკული შუბისთავა გველებით - ბოტროპსებით.


მკვლევარების შეფასებით, ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ხუთი გველი ბინადრობს.


არსებობს ამ გველების ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო როცა შუქურის მცველი იმსხვერპლა გველმა, მას შემდეგ ბრაზილიის მთავრობამ აკრძალა კუნძულზე ვიზიტორების დაშვება.




5. ნატრონის ტბა, ტანზანია


image



ეს სურეალისტური სურათი შეიძლება უცხოპლანეტელების ადგილს ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში ტანზანიის ნატრონის ტბის ფოტოა.


ტბის ზედაპირზე ტუტე მარილის ქერქი იმდენად საშიშია, რომ ყველა ცოცხალი არსება მასთან კონტაქტის შედეგად იღუპება. გასაგები მიზეზების გამო, ამ ტბაში ცურვა კატეგორიულად აკრძალულია. ესეც რომ არა, გოგირდწყალბადის ძლიერი სუნი, ამ ტბასთან დიდხანს გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ.





6. დანაკის უდაბნო, ერითრეა


image



აქ ტემპერატურა ისეთი ცხელია, რომ ხშირად 50 გრადუსს C აღწევს.


უამრავი აქტიური ვულკანი, გეიზერები, საიდანაც ტოქსიკურ გაზები იტყორცნება ჰაერში - ძნელი წარმოსადგენია უფრო სასტიკი ლანდშაფტი, ვიდრე აფრიკის დანაკილის უდაბნო. ვინც ეს ადგილი მოინახულა მიიჩნევს, რომ ის "ჯოჯოხეთია დედამიწაზე".


მაგრამ ის მაინც იზიდავს უამრავ მამაც მოგზაურს მთელს მსოფლიოში. გაითვალისწინეთ, რომ დანიაკის უდაბნოში ვიზიტი, გამოცდილი მეგზურის გარეშე, კატეგორიულად აკრძალულია.





7. სიკვდილის ხეობა, კამჩატკა, რუსეთი


image


მოქმედი სტრატოვულკანის გამო, აქ აღმოჩენილია ტოქსიკური გაზების მაღალი კონცენტრაცია, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ყველა ცოცხალ არსებას: მცენარეები და ცხოველები სწრაფად იღუპებიან, ხოლო ადამიანებს მალევე ეწყებათ თავბრუსხვევა, თავისტკივი და ციებ-ცხელება.






8. სინაბუნგის ვულკანი, ინდონეზია


imageimage


ეს არის აქტიური ვულკანი, რომელიც მდებარეობს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაში.


ამოფრქვევები აქ ძალიან ხშირია, რის გამოც ათასობით ადამიანი თავშესაფრისა და საარსებო წყაროს გარეშე რჩება. მიმდებარე ქალაქები და სოფლები უკვე რამდენჯერმე დაიფარა ლავითა და ფერფლით.


ამოფრქვევები დაიწყო 2010 წლის 29 აგვისტოს გვიან ღამით, და გაგრძელდა 2013, 2014, 2016, 2017, 2018, 2019, 2020 წლებში.

ბოლო ამოფრქვევა მოხდა, ახლახან 2021 წლის 3 იანვარს დილის 09:34 საათზე და არავინ იცის რა მოხდება იქ ხვალ თუ ზეგ.


2010 წლამდე ვულკანს 400 წელი ეძინა.





9. ბიკინის ატოლი, მარშალის კუნძულები


image


სადღაც ოკეანეში ჩაკარგული ეს კუნძული სამოთხეს ჰგავს არა? ვერ იფიქრებთ რომ აქ რამე იყოს საშიში. მაგრამ ბიკინის ატოლზე უამრავი (20-ზე მეტი) ბირთვული ცდების (ბირთვული აფეთქებები), გამო ულამაზესი კუნძული რადიოაქტიურ უდაბნოდ გადაიქცა.


imageატოლის სურათი კოსმოსიდან. ჩრდილო-დასავლეთ კონცხზე ჩანს კრატერი,
რომელიც 1954 წლის 1 მარტს "კასტლ ბრავოს"
ბირთვული ცდებისას ჩამოყალიბდა



მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და დღესაც კი საშიშია იქ არსებობა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთმის. აქ დაფიქსირებულმა არანორმალურად მაღალმა რადიოაქტიურმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კიბო.





10. ნიუ-ჯემპშირის მთა, იგივე ვაშინგტონის მთა, აშშ


image



მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის მთა არც ისე მაღალია (1, 917 მეტრისაა სულ), ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი მწვერვალია.


ეს მთა დედამიწის ზედაპირზე ყველაზე სწრაფი ქარის ადგილითაა ცნობილი. დაფიქსირებულია 327 კმ / სთ. სიჩქარე.


გარდა ასეთი სწრაფი ქარისა, აქ ტემპერატურაც მომაკვდინებელია რომელიც შეიძლება დაეცეს -40 გრადუსამდე, რასაც თან სდევს უწყვეტი ძლიერი თოვა.





11. მადიდის ეროვნული პარკი, ბოლივია


image



ერთი შეხედვით, ეს ადგილი ძალიან თვალწარმტაცი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საშიშია. იმის გამო, რომ აქ მდებარეობს ყველაზე შხამიანი ბუნება მსოფლიოში.


ამ პარკში რომელიმე მცენარესთან შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ქავილი, გამონაყარი და თავბრუსხვევა. მომაკვდინებელია მცირე ნაკაწრიც კი, რადგან შეიძლება დაინფიცირდეთ ტროპიკული პარაზიტებით.





0
702
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0