x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
როგორ ამოვიცნოთ ყალბი კოსმეტიკა - 7 ხრიკი
image



საიდუმლო არ არის, რომ მაღალი კლასის კოსმეტიკური ბრენდების ბევრი ასლი არსებობს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ხარისხთან.


გარდა იმისა, რომ უსიამოვნოა როცა ყალბს ორიგინალად გასაღებენ, ის ჯანმრთელობისთვისაც საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.


ეს რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ გაარჩიოთ ნამდვილი კოსმეტიკური საშუალება ყალბისგან.



image


#შეიძინეთ კოსმეტიკა მხოლოდ ავტორიზებულ საცალო მოვაჭრეებისგან


შეეცადეთ კოსმეტიკა ყოველთვის ოფიციალურ საცალო მაღაზიებიდან შეიძინოთ.


თუმცა აქაც ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ზოგჯერ ოფიციალური საცალო ვაჭრობა რეგულარულად ყიდის კოსმეტიკურ საშუალებებს დაბალ ფასებში, უკიდურესად მაღალი ფასდაკლება კი შეიძლება ყალბ კოსმეტიკაზე მიანიშნებდეს. ორიგინალი სილამაზის პროდუქტების გაყიდვა შეუძლებელია, მაგალითად 80% ფასდაკლებით.


სამწუხაროდ, მაღალი ფასი ყოველთვის არ არის მაღალი ხარისხის გარანტია. სანამ შენაძენს გააკეთებთ, სთხოვეთ გაჩვენოთ ხარისხის სერთიფიკატი. თუ ამაზე უარს იტყვიან, უბრალოდ არ შეიძინოთ ეს პროდუქტი.


image



#ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას

ზოგიერთი შეფუთვა იმდენად ცუდია, რომ ნამდვილად არ შეცდებით გარჩევაში. მაგრამ არსებობს იმდენად დახვეწილი ორიგინალის მსგავსი პროდუქტი, რომ გარჩევა ძალიან რთულია.

ამის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია მწარმოებლის ვებ-გვერდის მონახულება, რომ გადაამოწმოთ არის თუ არა პოდუქტი ზუსტად იგივე რაც ვებ-გვერდზე.

მცირედი შეუსაბამობა, შრიფტი, შეფუთვის ფერი, ზომა, ან თუნდაც პროდუქტის წონა, არის ყალბი პროდუქტის ნიშანი.

მართალია მაღაზიაში ვერ დაიწყებთ ნივთის აწონვას, მაგრამ მოსინჯეთ ხელში, თუ ნივთი ზედმეტად მსუბუქია, მაშინ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ანალოგი გიჭირავთ ხელში.


image






#შეამოწმეთ შტრიხ კოდი, სერიული ნომერი და სხვა წარმოების ინფორმაცია


თუ პროდუქტი ყალბია, მაშინ შტრიხ კოდის პირველი 2 ან 3 ციფრი შეიძლება არ ემთხვეოდეს წარმოების ქვეყანას.


სანამ რამეს შეიძენთ, დარწმუნდით, რომ პროდუქტის სერიული ნომერი თავად ემთხვევა კოლოფის ნომერს. ასევე, ავთენტურ პროდუქტებს ყოველთვის აქვთ მითითებული ინგრედიენტები. ნამდვილი მაღალი ხარისხის კოსმეტიკური ბრენდები ხშირად აწვდიან მომხმარებლებს დამატებით ინფორმაციას რამდენიმე ენაზე. თუ შეფუთვას ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს პროდუქტის შესახებ, მაშინ ის არ არის ნამდვილი.



image





#შეამოწმეთ პროდუქტის ფერები

ყალბი თვალის ჩრდილები, ფუნჯები, პომადა, და ფხვნილები ხშირად ისეთი ფერისაა, რაც არ გამოიყენება ორიგინალურ პროდუქტებში. ყალბის ყიდვის თავიდან ასაცილებლად ეწვიეთ მწარმოებლის ვებ-გვერდს, რომ ნახოთ რომელი მაკიაჟის პროდუქტის, რომელი ფერებია რეალური.



image






#ყურადღება მიაქციეთ სუნს და ტექსტურას

ორიგინალი კოსმეტიკურ საშუალებებს არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის უცნაური სუნი ან ფორმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტი მქრქალია.

ყალბი პომადა, როგორც წესი, ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება.

ნამდვილ ტუშს ყოველთვის აქვს ძალიან მსუბუქი სასიამოვნო სუნი.

თუ პროდუქტს აქვს ცუდი სუნი, ან მკვეთრი, არც ისე სასიამოვნო სურნელი, მაშინ ის ყალბია.

image





#შეამოწმეთ ფუნჯები

მაშინაც კი, თუ ყალბი პროდუქტის შეფუთვა ძალიან ჰგავს რეალურს, შეგიძლიათ ისინი განასხვავოთ ზომით, ფორმით ან ფერით.


image






#დატესტეთ შეძენამდე

ნუ დააყოვნებთ მაღაზიებში კოსმეტიკური ტესტერების მოსინჯვას. მაგალითად ნამდვილი პომადა ადვილად და თანაბარი ფერით უნდა იტანებოდეს.

ნამდვილი ტუში არასდროს იდღაბნება.

ნამდვილი ტონალური საშუალება კანის ნაკლოვანებებს ფარავს და არა პირიქით.


image















0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0