x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იაპონელი მეცნიერების კვლევებით, ჩვენ შავ ხვრელში ვიმყოფებით და ვთვლით, რომ ვცხოვრობთ მუდმივად გაფართოებად სამყაროში
image
იაპონელი მეცნიერები
აღწერენ მექანიზმს, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს მეზობელი სამყაროების არსებობა. კვლევა ჩაატარა IPMU-მ. მათი სცენარით, შავ ხვრელებს გალაქტიკებისა და ვარსკვლავების წარმოქმნამდე შეეძლოთ გაჩენა. მვლევარებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე პირველი შავი ხვრელები ჩნდებოდნენ "ახალშობილი სამყაროებისგან", რომელთა ფორმირებაც ძირითადი სამყაროს გაფართოებისას მიმდინარეობდა. მცირე სამყაროები ძირითადი სამყაროს სწრაფად მზარდი ენერგიის ქვეშ იწყებენ დაშლას და შავ ხვრელებად გადაქცევას.
თუ ახალშობილ სამყაროს აქვს საკმარისად დიდი ზომები, მაშინ გარე დამკვირვებელი მას ხედავს როგორც შავ ხვრელს, ხოლო შიდა დამკვირვებელი მას დაინახავს, როგორც გაფართოებად სივრცეს
ასტრონომებმა პირველადი შავი ხვრელები დაინახეს
Hyper Suprime-Cam კამერით ჰავაის ტელესკოპ Subaru-დან და დააფიქსირეს ვარსკვლავის სიკაშკაშის ზრდა, რომელმაც გაიარა შავ ხვრელთან. ანუ შავი ხვრელის მასის გამოთვლა შესაძლებელია ამ სიკაშკაშის ცვალებადობის ხარისხით. ასრონომებმა რომ ცოტა ხნის წინ პატარა შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომლის მასა მთვარის მასას უტოლდება, ესეც ირიბად ადასტურებს მულტისამყაროს ჰიპოთზას.
თუ ამ კვლევას ლოგიკურად მივყვებით, გამოდის, რომ ჩვენ ახლა შავ ხვრელში ვიმყოფებით და ვთვლით, რომ ვცხოვრობთ მუდმივად გაფართოებად
სამყაროში.
0
201
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0