x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ არ უნდა წარმოთქვა ის, რაც არ გინდა მოხდეს შენს ცხოვრებაში

სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ეს აღარ არის ახალი. "პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი". ბოლო დროს აქტუალურია აფირმაციები - პოზიტიური მტკიცებითი წინადადებები, რომლებზეც უნდა იფიქრო ან რომელიც უნდა წარმოთქვა და გაუშვა კოსმოსში პრინციპით: "გაუღიმე სამყაროს და სამყაროც გაგიღიმებს". თუმცა სამყაროს ერთნაირად ესმის რა გინდა და რა არ გინდა. სამყარომ არ იცის სიტყვა "არ" და ნებისმიერ სურვილს პოზიტიურ თუ ნეგატიურ კონტექსტში ერთნაირად აღიქვამს.
ამის მტკიცებულებად არაერთი ფაქტი არსებობს:
1974 წელს ამერიკელმა კალათბურთელმა პიტ მარავიჩმა ინტერვიუში განაცხადა: "მე არ მინდა ვითამაშო NBA-ში 10 წელი და მოვკვდე 40 წლის ასაკში ინფარქტისგან". შეიძლება მავანს უბრალოდ დამთხვევად მოეჩვენოს, რომ NBAში კარიერის დაწყებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, 1980 წელს, მარავიჩმა ტრავმა მიიღო და საკალათბურთო აქტივობა დაასრულა, ხოლო 1988 წელს, ზუსტად 40 წლის ასაკსი იგი მეგობრებთან ერთად სამოყვარულო თამაშის პროცესში გულის შეტევით გარდაიცვალა.
სიტყვებს და აზრებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო წარმოთქმისას, არამედ გაფიქრებისას და თუნდაც წერისას.
როგორც ფეხბურთის მოყვარულებმა იცით, საფეხბურთო კლუბის "ლივერპულის" ჰიმნია სიმღერა: "შენ არასდროს ივლი მარტო", ზუსტად ეს სიტყვები ამოიტვიფრა მეზღვაურმა ენდი გრანტმა ფეხზე.

ავღანეთში გაგზავნილი გრანტი ნაღმზე აფეთქდა და აუცილებელი გახდა ფეხის ნაწილობრივი ამპუტირება. ოპერაციისას ტატუ გადაიჭრა და გრანტს ფეხზე დარჩა სიტყვები : "შენ არასდროს ივლი". მართალია, ვეტერანი გრანტი შემდეგში ამ სიტყვებზე ბევრს იცინოდა და პროთეზირებული ფეხით სპორტულ შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა, მაგრამ მისი ეს მდგომარეობა ღირს დაფიქრებად, რა უნდა ამოიტვიფროთ ტატუდ სხეულზე და რა არა.
ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიტყვებთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო!imageimage



5
299
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
299
  
2021, 18 იანვარი, 3:53
იმდენი მეგობარი მყავს, ხელისმოსაკიდებელი ადგილი არ მრჩება , როცა პრობლემა მაქვს
2021, 17 იანვარი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 იანვარი, 14:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 იანვარი, 1:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5