x
image
Yoona
Mediator image
აუხსენით ბავშვს, რას ნიშნავს სიტყვის ჯადოქრობა და თავს შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს
როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ სიტყვას განსაკუთრებული წონა აქვს? და მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. ილუსტრატორი სვეტლანა დოროშევა შვილთან საინტერესო დიალოგს გვიზიარებს. კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება მნიშვნელოვანი რამ მარტივად და ადვილად ავხსნათ.

ვიმედოვნებ, რომ „სიტყვის ჯადოქრობას“ ყველა მხოლოდ კეთილი მიზნით გამოიყენებს.

image

ალიოშა სკოლის შემდეგ საჭმელს ელოდება:


– დედა, დღენაკლული ჩვილები ნორმალურები არიან?

– რა თქმა უნდა, ახლა ამის პრობლემა არაა. მათ უვლიან და შემდეგ ყველაფერი კარგადაა.

– მაშინ რატომ არის შეურაცხყოფა, როცა „დღენაკლულს“ გეძახიან?

– მიდი და გაიგე. რატომ არის „ძაღლი“ შეურაცხყოფა?

– მე ხომ დღენაკლული არ ვარ.

– ზუსტად რომ ვთქვათ, ვადაგადაცილებული ხარ. და რა? შენ ხომ ძაღლი არ ხარ. არადა შეიძლება გიწოდონ.

– მაშინ ასე რატომ მეძახიან?

– ყურადღებით მომისმინე. ახლა გაგიმხელ. დაიმახსოვრე, თუ ვერ მიხვდები. მზად ხარ?

– დიახ (ტელეფონი გადადო და გასწორდა).

– ეს ჯადოქრობაა.

– კარგი რა. აჰა ჰა ჰა ჰა.

– არა. სიტყვა ნამდვილი ჯადოქრობაა. ნახე. იმის გამო, რომ ადამიანს პირუტყვს ეძახიან, ადამიანს რქები და ჩლიქები არ ეზრდება, მაგრამ თუ ჯადოქრობის შესახებ არაფერი იცის, შეიძლება პირუტყვივით მოიქცეს: პასუხად ადამიანს ლანძღავს, იფურთხება და უჩინარი ჩლიქებით აბაკუნებს. აი, სხვა მაგალითი. ვთქვათ, ადამიანს დაარქვეს ...

– დებილი

– კარგია.

– წყალწაღებული.

– წყალწაღებული დებილი. შესანიშნავი მაგალითია. რა ხდება?

– ის განაწყენებულია.

– ის განაწყებულია, თავს ცუდად გრძნობს, სუნთქვა გახშირებული აქვს. მთლიანად წითელია. რატომ? მას ვინმე ცემს? არა. ფიზიკურად ტკივა? არა, მაგრამ იტანჯება. რატომ? ეს სიტყვა ტანჯვას აიძულებს. განა ეს ჯადოქრობა არაა? სიტყვას ჯადოსნური ძალა აქვს.

– შეურაცხმყოფელ სიტყვებს?

– ყველას, მაგრამ შეურაცხმყოფელს განსაკუთრებით. ეს ერთგვარი შავი მაგიაა. იმწამსვე მოქმედებს, მაგრამ ხშირად გვერდითი ეფექტები აქვს.

– და ჩვეულებრივი?

– ყველა სიტყვა ჯადოქრობაა. ნახე. მესამე მაგალითი. რესტორანში მიდიხარ და კითხულობ, თუ რა აქვთ სადილად. ოფიციანტი კი გეუბნება: „სტეიკი“.

image

– კარგია, მშვენიერია.

– ჰო, ახლა იგივე სიტუაცია. კითხულობ: „რა გაქვთ სადილად?“ ოფიციანტი გპასუხობს: „მკვდარი ძროხის შემწვარი ნაჭერი, რომელიც სასაკლაოზე ელექტროტოკით მოკლეს.“

– რა? ამას არ შევუკვეთავ.

– მაგრამ ეს ერთი და იგივეა. ერთი და იგივე კერძი, ოღონდ სხვადასხვა სიტყვებით ნათქვამი. მაგრამ შენი რეაქცია განსხვავებული იქნება. ერთი და იგივე. მაგრამ რეალობა იცვლება. ჯადოქრობა?

– დიახ.

– ეს მხოლოდ ანბანია. შემდეგ უფრო საინტერესოა. სიტყვა რთული ჯადოქრობაა. ჭამე შენი დაბეგვილი ხორცი.

– ეეე, ნაჭერი მკვდარი..

– არა, დაბეგვილი. ექსპერიმენტული ჯადოქრობის სესია დასრულდა.

და მან ჭამა.


ასევე დაგაინტერესებთ:

შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ

image

3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან

image

10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

image

მშობლებმა ბავშვი ბებიასთან თანმხლების გარეშე გაგზავნეს. მატარებელში ჩაჯდომამდე მამამ ჯიბეში წერილი ჩაუდო

image

თქვენი ბავშვები განსაკუთრებულები არიან, თუ თვის ამ რიცხვში დაიბადნენ

image

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
57