x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ამერიკის კონგრესის წევრმა მიტინგზე გამოსვლისას ჰიტლერის სიტყვები გამოიყენა
image


ილინოისის შტატის კონგრესმენმა მერი მილერმა 5 იანვარს კაპიტოლიემის წინ გამართულ მიტინგზე განაცხადა ადოლფ ჰიტლერის საქმის სამართლიანობაზე, რის შემდეგაც იგი საზოგადოების კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა. ამის შესახებ იტყობინება სატელევიზიო არხი "WCIA'-ი.





მიტინგზე "დედები ამერიკისთვის" ქალმა განაცხადა, რომ საჭიროა ბავშვების გულისა და გონებისათვის ბრძოლა.





"თუ რამდენიმე არჩევნებში გავიმარჯვებთ, ჩვენ მაინც წავაგებთ. სანამ არ მოვიგებთ ჩვენი ბავშვების გულებს და გონებას. ეს არის ბრძოლა. ჰიტლერს ერთ რამეში მართალი იყო. მან თქვა:" ვისაც ახალგაზრდობა ყავს, მას მომავალი ექნება".





შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიტცკერმა დაგმო ქალის განცხადება და მის სიტყვებს ამაზრზენი უწოდა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ასეთი რიტორიკის ადგილი აღარ არის.





ამას გარდა, ილინოისის შტატის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ ტიმ შნაიდერმა, რომელსაც ციტირებს " NBC Chicago", მილერის სიტყვებს ასევე უწოდა"არასწორი და ამაზრზენი" და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

0
321
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0