x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"კაპიტოლიუმში "ქოცები" შეიჭრნენ"-მიხეილ სააკაშვილი
image

ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ნიკა გვარამიას კითხვას, ვაშინგტონის ამბავი საქართველოზე რომ გადმოვიტანოთ​, კაპიტოლიუმში „ქოცები“ შეიჭრნენ, თუ „ნაცებიო", ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა:


"რა თქმა უნდა "ქოცები" შეიჭრნენ და 2012 წლის არჩევნები გაიხსენა, სადაც აღნიშნა, რომ სენატორ შაჰინმა და სენატორმა რიშმა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის მას მადლობა გადაუხადეს.


"შაჰინი მოვიდა მეორე საღამოს სენატორ რიშთან ერთად, რომელიც ახლა არის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე. მათ მითხრეს დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა. ისინი მოვიდნენ მადლობის სათქმელად, მე ვუთხარი, ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რაღაცაში. ამის შემდეგ ვნახე ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი. რამდენიმე კვირაში ფენიქსში, მაკკეინმა მიგვიწვია თავისთან სახლში. ამ შეხვედრას ესწრებოდა დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე. მათი თანდასწრებით მან თქვა, რომ შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონი. ჯორჯ ვაშინგტონი იყო ადამიანი, ვინც იყო ამერიკის წარმატებული პრეზიდენტი, ამერიკის დამფუძნებელი მამამთავარი, რომლის სახელიც ჰქვია ამერიკის დედაქალაქს, რომელსაც შესთავაზა კონგრესის უმეტესმა ნაწილმა, რომ მას თავი გამოეცხადებინა მეფედ და სამუდამოდ დარჩენილიყო ამერიკის მმართველად. ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა, რომ ამერიკა არის რესპუბლიკა და მე არასდროს ვიქნები მუდმივი მმართველი. მე ვზღუდავ ჩემს ვადას და მივდივარ მმართველობიდან. აქედან მოდის ამერიკის ფილოსოფია, რომ ქვეყანა არ ეკუთვნის არავის, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტი, ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის შენობაში იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც კონგრესში სხდომა უნდა გამართულიყო, ტრამპის მხარდაჭერები ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსა და აშშ-ის კონგრესისგან მოითხოვდნენ არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამარჯვების უარყოფას.

image

არეულობის დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო ათეულობით - დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შეჭრისას გარდაიცვალა, ხოლო კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი ბრაიან სიკნიკი აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლჩამქრობით მასზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა.

0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0