x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მხოლოდ საკუთარს ენდობა- ირანმა აკრძალა ამერიკული და ბრიტანული ვაქცინა
image

ირანმა აკრძალა ბრიტანული და ამერიკული COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ განაცხადა.


მისივე თქმით, ქვეყანაში ამ ქვეყნებიდან პრეპარატის შემოტანა აკრძალულია. ამჟამად ირანი დამოუკიდებლად ამუშავებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს.


ირანული ვაქცინის "კოვი-ირანის"გამოცდა 29 დეკემბერს დაიწყო, პირველ ფაზაში 56 ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას, მთლიანად 60 000-მა მოხალისემ გამოთქვა სურვილი.



პირველი ვაქცინა სავარაუდოდ უკვე გაზაფხულზე გამოჩნდება, ხოლო კიდევ ორი ​​ან სამი პრეპარატის წარმოება იგეგმება ზაფხულისთვის.


პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსით დაინფიცირდა 1, 2 მილიონი ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 55, 933, გამოჯანმრთელდა 1 მილიონზე მეტი.



2020 წლის დეკემბერში შეერთებული შტატები დათანხმდა, რომ განბლოკავდა ირანის აქტივებს, რათა COVID-19 ვაქცინის შეძენა შეძლებოდათ.


ირანის ცენტრალური ბანკის მმართველის, აბდულნასერ ჰემატის განცხადებით, ამერიკელებმა თავად დააწესეს სანქციები ქვეყნის ყველა ბანკის მიმართ.


მანამდე დიდი ბრიტანეთი იყო მსოფლიოში პირველი, ვინც დაამტკიცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა AstraZeneca.


ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი იმედოვნებს, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიიღებს პრეპარატს გაზაფხულისთვის, რაც დააჩქარებს COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე ცნობილია, რომ პირველი და მეორე დოზების ინექციებს შორის სხვაობა 12 კვირა უნდა იყოს.

0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0