x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა-მისი წარმატების 5 ძირითადი პრინციპი
image

ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა, მისმა მთლიანმა ქონებამ 185 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც საფონდო ბირჟაზე მისი ავტომობილების Tesla– ს აქციების ფასი კიდევ ერთხელ გაიზარდა.


2017 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს სათავეში ედგა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.


რაში მდგომარეობს ილონ მასკის წარმატების საიდუმლო?


BBC-იმ წარმოადგინა მისი წარმატების 5 ძირითადი პრინციპი:


1)საქმე ფულში არ არის


ეს არის ბიზნესის კეთების ხედვის ძირითადი წერტილი. 2014 წელს ინტერვიუს დროს მან BBC- ს აღიარა, რომ არ იცის რა ქონების მფლოებლია.

”ეს არ არის ფულის ტომარა, ” - თქვა მან, ”უბრალოდ მე მაქვს გარკვეული წილები Tesla- ში, SpaceX- ში, SolarCity- ში და ბაზარი აფასებს მათ ღირებულებას.” მას სიმდიდრისკენ სწრაფისთვის არაფერი აქვს საწინააღმდეგო", თუ ეს "ეთიკური და წესიერია", მაგრამ ირწმუნებოდა, რომ მას სხვა რამ ამოძრავებს.

და ამ მიდგომა ნამდვილად გაამართლა. მასკის ქონება, რომელიც რკინის კაცის (ტონი სტარკის) პროტოტიპი იყო ამავე სახელწოდების ფილმში, 2014 წელს 10 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ახლა მან 185 მილიარდს გადააჭარბა.

მაგრამ მასკი, რომელიც წელს 50 წლის ხდება, არ აპირებს მდიდარი მოკვდეს. მან განაცხადა, რომ ფულის უმეტესობას მარსზე ბაზის მშენებლობისთვის დახარჯავს და არ გაგიკვირდეთ, თუ მთელი თანხას ამ პროექტზე დახარჯავს.



2) გაჰყევით იმას, რაც გიტაცებთ


იგივე მარსზე ბაზა პასუხს იძლევა, რასაც მასკი წარმატებად მიიჩნევს. ” მსურს მომავალში ყველაფერი უკეთესი იყოს, ” - განუცხადა მან BBC- ს, ” მსურს, რომ შეიქმნას ახალი და საინტერესო რამეები, რაც ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს”.

მაგალითად ავიღოთ SpaceX. იგი იმედგაცრუებული იყო ამერიკული კოსმოსური პროგრამის არასაკმარისი მასშტაბით.სწორედ ამიტომ შექმნა ეს კომპანია.

შემდეგ კი მასკს გაუჩნდა "მარსის ოაზისის მისიის" იდეა, რომლის ამოცანა იყო მცირე სათბურების გაგზავნა მარსზე. იგი იმედოვნებდა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ინტერესის აღდგენას კოსმოსური კვლევებისადმი და დაარწმუნებს აშშ-ს მთავრობას, გაზარდოს "ნასას" დაფინანსება. სანამ მასკი ცდილობდა თავისი იდეის განხორციელებას, მიხვდა, რომ მთავარი პრობლემა არის "არა სურვილი, არამედ შესაძლებლობების ნაკლებობა".

აღმოჩნდა, რომ კოსმოსური ტექნოლოგიები გაცილებით ძვირია. და ამის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე იაფი კოსმოსური რაკეტების შექმნის ბიზნესი დაიბადა.

მასკმა BBC- ს განუცხადა, რომ ის საკუთარ თავს უფრო ინჟინრად მიიჩნევს, ვიდრე ინვესტორად. ის აღიარებს, რომ მისი მთავარი მოტივაცია ტექნიკური პრობლემების მოგვარებით გატაცება არის.

სწორედ ამიტომ, მასკმა განაცხადა, რომ იგი Tesla-ს აპატენტებდა ზოგადი მოხმარებისთვის - ამ გზით მას იმედი ჰქონდა, რომ დააჩქარებდა ელექტრომობილების განვითარებას მთელს მსოფლიოში.



3)არ შეგეშინდეთ მასშტაბური მიზნების დაგეგმვა


მას სურს მოახდინოს რევოლუცია ავტოინდუსტრიაში, მარსის კოლონიზაცია, შექმნას სუპერ სწრაფი მატარებლები, რომლებიც ვაკუმიან გვირაბებში იმოძრავებენ, ასევე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ადამიანის ტვინთან და გამოიყენოს მზის ენერგია ბატარეების შექმნისთვის. ყველა ეს პროექტი ზუსტად იგივე ფუტურისტული ფანტაზიაა, რომლის პოვნაც 1980-იანი წლების ბავშვთა ჟურნალებში შეგეძლოთ.



4) არ შეგეშინდეთ გარისკვის


აქ ყველაფერი აშკარაა. წარმატების მისაღწევად თქვენ უნდა გქონდეთ რისკზე წასვლის სურვილი, მაგრამ ეს მასკის უფრო მეტად ეხება, ვიდრე მისი კოლეგების უმეტესობას.

2002 წლისთვის მან გაყიდა პირველი ორი ბიზნეს წილი, ინტერნეტ-მეგზური Zip2 და ონლაინ გადახდის კომპანია PayPal. მაშინ იგი 30 წლის იყო, ხოლო ანგარიშზე თითქმის 200 მილიონი დოლარი ჰქონდა. მასკი იხსენებს, რომ იგი აპირებდა თავისი ქონების ნახევრის გამოყენებას ბიზნესისთვის და დანარჩენი ნახევრის დაზოგვას. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

მისმა ახალმა კომპანიებმა ზარალი განიცადეს. SpaceX– ის პირველი სამი გაშვება უშედეგოდ დასრულდა, Tesla -ს კი მრავალი პრობლემა შეექმნა დიზაინის, წარმოების და მიწოდების თვალსაზრისით.

შემდეგ დაიწყო ფინანსური კრიზისი. მასკს ძალიან რთული არჩევანი ჰქონდა. "ან ფულს შევინახავდი, მაშინ ჩემი კომპანიები ალბათ ვეღარ გადარჩებოდნენ. ან ჩადებდი იმას, რაც მქონდა და შეიძლება გარკვეული შანსი მქონოდა", - იხსენებს მასკი .

მასკმა მეორე ვარიანტი აირჩია. ერთ მომენტში, მას იმდენი ვალი ჰქონდა, რომ მეგობრებისგან სესხის აღება მოუწია, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ერჩინა, აღიარა მან BBC-სთან.

ეშინოდა გაკოტრების? იგი ამბობს, რომ არა: "ალბათ ჩემს შვილებს საჯარო სკოლაში წასვლა მოუწევდათ. დიდი ამბავი! მე თვითონაც საჯარო სკოლაში ვსწავლობდი".



5) კრიტიკის უგულებელყოფა


ეს არის ილონ მასკის ბიზნეს- რჩევის გასაღები - ნუ უსმენთ მათ, ვინც გიკრიტიკებთ.

მასკმა BBC- სთან ინტერვიუში აღიარა, რომ SpaceX ან Tesla- ს შექმნის დროს მას არ სჯეროდა, რომ ეს კომპანიები ოდესმე მოგებას მოიტანდნენ. და არც სხვებს სჯეროდათ. მაგრამ მასკმა ყურადღება არ მიაქცია აპოკალიფსურ პროგნოზებს და მაინც წავიდა წინ. რატომ გააკეთა ეს? გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც წარმატებას განიხილავს არა მიღებული ფულის რაოდენობით, არამედ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრით.



0
253
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0