x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კონფლიქტი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში
კონფლიქტი

როგორც სოციალურ ცხოველებს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან სხვადასხვაგვარად მოპყრობა – შეგვიძლია, ვიყოთ კეთილიც და ბოროტიც, გულისხმიერიც და ეგოისტიც, ყურადღებიანიც, მოსიყვარულეც და უხეშიც, როგორიც გნებავთ (Aronson, 2001). ვინაიდან “სოციალური ცხოველია“, ადამიანს მუდამ აქვს მოთხოვნილება, ჰქონდეს ურთიერთობები. რთულად იპოვნით სფეროს, სადაც კომუნიკაცია უმნიშვნელო იქნება. ჩვენ მუდამ გვსურს საზოგადეობასთან სოციალური ურთიერთობების დამყარება პიროვნული, მორალური თუ ინტელექტუალური განვითარებისთვის, პირადი და პროფესიული ინტერესების გამო.

ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ფასეულია ინტერპერსონალური ურთიერთობები. ეს გულისხმობს კომუნიკაციას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთზე დამოკიდებულნი და დაკავშირებულნი არიან (სუმბაძე & მახარაძე, 2010). ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონფლიქტს. წარმოუდგენელია პიროვნებათშორისი ურთიერთობები კონფლიქტის გარეშე, რადგან თითოეული ადამიანი განსხვავებულია, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და განსხვავებული მიზნები, დამოკიდებულებები, ცხოოვრებისეული ხედვები გააჩნიათ. ამიტომაც, ურთიერთობისას ვერ ავუვლით გვერდს კონფლიქტს. უამრავი ადამიანი კონფლიქტს, როგორც ცუდ, ნეგატიურ მოვლენად აღიქვამს, რომელსაც უამრავი “მახინჯი“ გრძნობის გამოწვევა შეუძლია და ზიანს აყენებს ურთიერთობებს. თუმცა შეიძლება მას დადებითი შედეგები ჰქონდეს? როგორც თითქმის ყველაფერს, კონფლიქტსაც აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე - შეუძლია თუ არა კონფლიქტს, ხელი შეუწყოს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას - არის, დიახ.

ინტერპერსონალური კონფლიქტი გულისხმობს ერთმანეთთან დაკავშირებული ინდივიდებს შორის შეუთანხმებლობას. ასეთი ინდივიდები საკუთარ მიზნებს ერთმანეთთან შეუთავსებლად აღიქვამენ (სუმბაძე & მახარაძე, 2010).


პიროვნებათშრის კონფლიქტს ადგილი აქვს მაშინ, როცა: ა) ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან და ერთის ქცევა მეორისაზე ახდენს გავლეას. ბ) ორივე მხარემ იცის, რომ მათი მიზნები შეუთავსებელია და ერთის მიღწევის შემთხვევაში მეორე მიუღწეველი რჩება. გ) კონფლიქტის დროს ადამიანები ერთმანეთს აღიქვამენ, როგორც დაბრკოლებას საკუთარი მიზნის მიღწევაში.

ხშირად კონფლიქტის მოგვარებას ხელს უშლის მცდარი შეხედულებები. ადამიანები ფიქრობენ, რომ: 1. კონფლიქტისთვის თავის არიდება უკეთესია და დროის გასვლასთან ერთად პრობლემებიც თავისით გვარდება; 2. ორ ადამიანს შორის კონფლიქტი თავისთავად აყენებს საფრთხის ქვეშ მათ ურთიერთობებს - კონფლიქტი ურთიერთობების გაფუჭების ნიშანია; 3. კონფლიქტი აზიანებს პიროვნებათშორის ურთიერთობებს; 4. დამანგრეველია, რადგან ხაზს უსვამს ჩვენი პიროვნების უარყოფით მხარეს და 5. ნებისმიერ კონფლიქტში აუცილებლად უნდა იყოს წაგებული და მოგებული.

ყველა ეს დაშვება მცდარია და ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარებას. ამ დროს მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დამოკიდებულება კონფლიქტის მიმართ, ვინც მასში უშუალოდაა ჩართული. ზოგჯერ კონფლიქტი განაპირობებს ადამიანებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარებას და მათი ურთიერთობის გაუმჯობესებას. დანარჩენ შემთხვევებში კი, კონფლიქტი ზიანს აყენებს ურთიერთობას. კონფლიქტი არ გულისხმობს რომელიმე მხარის მოგების აუცილებლობას, რადგან შესაძლებელია ორივე მხარე გამარჯვებული დარჩეს.

ამავე დროს, კონფლიქტური სიტუაციები ხშრად მოითხოვს რთული, კომპლექსური ინფორმაციის ფრთხილად დამუშავებას, როგორიცაა მოწინააღმდეგის მოტივები და მიზნები, სტრატეგიები და მოქმედებები. ეს ნიშნავს რომ კოფლიქტის კონსტრუქციულად მოსაგვარებლად დიდი კოგნიტური ძალისხმევა გჭირდებათ.

პიროვნებათშორის ურთიერთობებზე კონფილქტის დადებითი ან უარყოფითი გავნელა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა სტრატეგიით მოგვარდება იგი. ადამიანები ამ სტრატეგიებს სოციალიზაციის პროცესის დახმარებით სწავლობენ. კონფლიქტის უარყოფითი შედეგები ძირითადად უკავშირდება მონაწილეებს შორის უარყოფითი ემოციების გამძაფრებას (სუმბაძე & მახარაძე, 2010). კონფლიქტი ხშირად იწვევს ძლიერ ნეგატიურ ემოციებს, ბრაზს, რისხვას, იმედგაცრუებას, ეჭვს... ასევე სტრესსა და შფოთვას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ძილზე, პროდუქტიულობის შემცირებაზე, შემოქმედებით მარცხზე...

კონფლიქტის დადებითი შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ადამიანს ხშირად დააფიქრებს პრობლემურ სიტუაციაზე და იძულებულს ხდის მისი მოგვარების გზებზე იფიქროს. პროდუქტიული გზებით კონფლიქტის გადაჭრა ურთიერთობის გაძლიერებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს. თუ ადმაიანი ინტერპერსონალური კონფლიქტის გადაწყვეტას ცდილობს, ე.ი. მისთვის ეს ურთიერთობა ღირებულია და მისი შენარჩნება სურს.

კონფლიქტის დადებითი შედეგებზე საუბრისას აღსანიშნავია ის, რომ იგი ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ხაისათის გადამოწმების საშუალებაა (ქაჯაია, 2002). ნორმალური ურთიერთობის დროს ადამიანები კონფლიქტს პოზიტიური ქცევების დახმარებით მართავენ. ისინი ცდილობენ, ერთმანეთთან ითანამშრომლონ და დაპირისპირება აგრესიულ, დესტრუქციულ ქცევებში არ გადაიზარდოს. ურთიერთობებში კონფლიქტს შეუძლია წარმოქმნას ჯანსაღი, ახალი გაგება. კონფლიქტი იმ პრობლემას წარმოაჩენს, რომელიც გადაჭრას, მოგვარებას მოითხოვს. მაგალითად, ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყოველთვის გულისხმობს გარკვეული სახის დაპირისპირებას. თუ ცოლ-ქმარი რაიმე პრობლემის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ან გააკრიტიკებენ, სავარაუდოა, რომ მას ეს ტკივილსა და წყენასაც გამოიწვევს, მაგრამ თუ მათი ურთერთობა ორივესთვის მნიშვნელოვანია, ისინი ეცდებიან, პრობლემაზე ღიად ისაუბრონ და მისი მოგვარების გზები ეძებონ, საჭიროების შემთხვევაში კი, წავიდნენ გარკვეულ კომპრომისებზე. შესაბამისად, თუ ურთიერთობა ღირებულია იგი მანამდე გაიზრდება სანამ ორივე მხარე არ გადაჭრის კონფლიქტს – არა მიჩქმალვით ან უარყოფით, ვითომ არაფერი მომხდარა, არამედ მცდელობით, რომ უკეთესობისკენ შეცვალონ და განავითარონ ურთიერთობა (Aronson, 2001).

საბოლოოდ მტკიცებულებები მხარს უჭერს იმას, რომ სათანაადო პირობებში კონფლიქტს შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ახლო ურთიერთობაში არსებობს გარკვეული სახის დაპირისპირება, კონფლიქტი ადამიანის მოთხოვნილებებს, დამოკიდებულებებს, სურვლიებს თუ ღირებულებებს შორის. მრავალ სიტუაციაში რთულია, თავი შევიკავოთ უარყოფითი ემოციების გამოვლენისაგან. ეს ყველაფერი წარმოქმნის როგორ შინაგან, ისე - ურთიერთობებს შორის დაძაბულობას, სტრესს, დისკომფორტს, რომელსაც ან უნდა შევეგუოთ, დროს მივანდოთ, ან გადავწყვიტოთ გარკვეულ კომპრომისზე წასვლით, დათმობით ან უკიდურეს შემთხვევაში ურთიერთობის გაწყვეტით.

კონფლიქტი ბუნებრივი და აუცილებელი მოვლენაა ურთიერთობებში. იგი ხშირ შემთხვევაში რეალურ განსხვავებებს ეფუძნება (Ramsay, 2001). გვეხმარება საკუთარი მიზნებისა და გადაწვეტილებების ჩამოყალიბებაში, პოზიციებისა და მოთხოვნილებების უკეთ გაცნობიერებაში. მოტივაციას გვაძლევს, გულდასმით მოვუსმინოთ და უკეთ გავიაზროთ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია. ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ააშკარავებს პრობლემებს, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს. კონფლიქტი გვეხმარება ყველა იმ უარყოფითი ემოციისგან გათავისუფლებაში, რომელიც მას ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ემოციებს შეუძლია ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს, თუ ურთიერთობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, ამგვარი ჩიხი არ არსებობს - ორივე მხარეს უწევს იმის გაანალიზება, რომ მათი შეხედულებები ყოველთვის ვერ დაემთხვევა ერთმანეთს და ურთიერთების შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზე წასვლაა საჭირო. ამგვარად, სრულიად შესაძლებელი, რომ კონფლიქტს ჯანსაღი გავლენა ჰქონდეს ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო კიკრიაშვილი
სოფიკო კიკრიაშვილი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0