x
მეტი
  • 21.01.2021
  • სტატია:107061
  • ვიდეო:350357
  • სურათი:474502
ნორვეგია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა,სადაც ელექტრომობილები ჭარბობს

image
ნორვეგია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც გასულ წელს ელექტრომობილებმა ავტობაზრის ნახევარზე მეტი დაიკავეს.


ნორვეგიის საგზაო მოძრაობის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ახლად შეძენილი მანქანების 54.3% ელექტრომობილები ან ჰიბრიდები იყო, ხოლო დეკემბრის ბოლოს მაჩვენებელმა 66.7% შეადგინა. ყველაზე პოპულარული მოდელები ნორვეგიელ ავტომოყვარულებში Audi, Tesla, Volkswagen და Nissan-ია.


ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც მოთხოვნები იზრდება ელექტრომობილებზე .ეს არის მთავრობის სუბსიდირება და შეღავათები დაბეგვრაზე.


ნორვეგია, რომელიც დასავლეთ ევროპაში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, თავად ენერგიის წყაროდ ჰიდროენერგეტიკას იყენებს, რითაც მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანა გეგმავს 2025 წლისთვის გახდეს გლობალური ლიდერი ეკოტრანსპორტის მხრივ.რითაც მთლიანად უარს იტყვის ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე.

1
111
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
111
  
16 იანვარი, 1:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1