x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
დუეინ ჯოსონმა ბავშვობის მეგობარს 30 000 დოლარიანი ჯიპი გადასცა საჩუქრად
image
დუეინ ჯონსონი ყოველთვის რესტლინგის ჩემპიონი არ იყო, არც მსახიობი და წელიწადში 87, 5 მილიონი დოლარსაც ვერ შოულობდა.
იგი სიღარიბეში დაიბადა, მისი მშობლები დაშორდნენ და მას თავად მოუხდა ცხოვრებაში გზის გაკაფვა. მაგრამ ჯონსონი არ ივიწყებს იმ ადამიანებს, ვინც მას ცხოვრების რთულ პერიოდში გვერდში ედგა და ეხმარებოდა.


ახლახან Young Rock- ის გადასაღებ მოედანზე დუეინ ჯონსონმა 30 000 დოლარიანი ჯიპი აჩუქა ბრუნო ლაუერს, რომელიც მას მოზარდ ასაკში დაეხმარა და რომლის სიკეთე ჯონსონს ახლაც ახსოვს.

image


ამჟამად მკლავჭიდის მენეჯერი, ბრუნო ლაუერი ახალგაზრდა დუეინ ჯონსონს 15 წლის ასაკში დაეხმარა. მაშინ დუენი და დედამისი ჰავაიში სახლიდან გამოაძევეს ქირის გადაუხდელობის გამო, დედამ გადაწყვიტა დუიენი მამასთან, ტენესიში გაგზავნა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მამა შვილს მკლავგაშლილი სულაც არ ელოდა.


ბოლობოლო ჯონსონს ბრუნო ლაუერი დაეხმარა: მან მოზარდი თავის ტრეილერში დაასახლა, სადაც დუეინი ცხოვრობდა მანამდე, სანამ ფეხზე არ დადგა.

image

ამაზე სასაუბროდ მივიდა ბრუნო გადასაღებ "ახალგაზრდა როკის" გადასაღებ მოედანზე, რომელიც ჯონსონის კარიერის დასაწყისს ეძღვნება. ბრუნომ არ იცოდა, თუ რა დიდი სიურპრიზი ელოდა.




ადგილზე მისულ ბრუნოსთან შეხვედრისთანავე, ჯონსონმა გაიხსენა, თუ როგორ მისცა მან უკანასკნელი 40 დოლარი, რომლითაც ჯონსონმა იყიდა ცხოვრებაში პირველი ნახმარი ავტომობილი.

image

" ჩვენს ფურგონთან უცნაური ადამიანი გამოჩნდა ძველი მანქანით და შეგვთავაზა მისი ყიდვა 80 დოლარად. წინდახედული ბრუნო უცებ დათანხმდა, შეპირდა, რომ ხვალ მისცემდა დარჩენილ 40 დოლარს, პირველი ნაწილი კი დაუყოვნებლივ გადასცა დუეინს, რითაც მან მანქანა იყიდა. უცნაურია, მაგრამ ის კაცი აღარც მოვიდა თანხის მეორე ნაწილის წასაღებად".





"ახლა ვალის დაბრუნების დრო მოვიდა"-განაცხადა ჯოსნსონმა და ბრუნოს 30 000 დოლარიანი Ford F150 გადასცა საჩუქრად.


0
207
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0